დაციტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დაციტი
Mineraly.sk - dacit.jpg
დაციტი
ცნობები
ტიპი მაგმური ქანი
შედგენილობა პლაგიოკლაზი
კვარცი
ბიოტიტი
რქატყუარა
შეფერილობა ღია ნაცრისფერი, მომწვანო მონაცისფრო
გამოიყენება მშენებლობაში

დაციტი (ლათ. dacia — დაკია) — მაგმური ქანი, გრანოდიორიტებისა და კვარციანი დიორიტების ეფუზიური კაინოტიპური ანალოგი. შედგება წვრილმარცვლოვანი ან მინისებური ძირითადი მასისა და პლაგიოკლაზის, კვარცის, იშვიათად ბიოტიტის, რქატყუარის, პიროქსენის პორფირული გამონაყოფებისაგან. ძირითად მასაში ზოგჯერ კალიუმის მინდვრის შპატია (რიოლითური დაციტი). დაციტის პალეოტიპურ ეკვივალენტს დაციტური პორფირი ეწოდება. პლაგიოკლაზის მთლიანი ალბიტიზაციის შედეგად დაციტი კვარციან ალბიტოფირად გარდაიქმნება. დაციტი ხშირად ასოცირდება ანდეზიტებსა და ტრაქიტებთან და ქმნის ლავურ ნაკადებსა და დაიკებს, იშვიათად კი მასიურ ინტრუზიებს (ვულკანის ცენტრში). კაინოზოური ასაკის დაციტები ფართოდაა გავრცელებული სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში. დაციტები გავრცელებულია ესპანეთში, საბერძნეთში, დიდ ბრიტანეთში, რუმინეთში, ახალ ზელანდიასა და სხვა მთიან მხარეებში.

სახელწოდება დაციტი წარმოსდგება სიტყვისაგან „დაკია“ (ძველი რომის პროვინცია), რომელიც განფენილია დუნაისა და კარპატებს შორის (თანამედროვე რუმინეთი). სწორედ აქ იქნა აღწერილი პირველად დაციტი.

ლიტერატურა[რედაქტირება]