ჰიპოთეზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანდრეას ცელარიუსის ჰიპოთეზა, პლანეტების მოძრაობა ექსცენტრულ და ეპიციკლურ ორბიტებზე

ჰიპოთეზა (ძველ ბერძ. ὑπόθεσις – ვარაუდი) — მეცნიერული ვარაუდი, რომელიც წამოყენებულია გარკვეული მოვლენების ასახსნელად და მოითხოვს დამოწმებას.

ჰიპოთეზის საშუალებით, გარკვეული ფაქტების საფუძველზე, კეთდება დასკვნა ცალკეული ობიექტის, კავშირის ან მოვლენის მიზეზის შესახებ. ჰიპოთეზას ალბათური ხასიათი აქვს, ამიტომ განსხვავებით აქსიომისა და პოსტულატისგან საჭიროა მისი შემოწმება და დასაბუთება. როგორც წესი, ჰიპოთეზა გამოითქმება მის დამადასტურებელ მთელი რიგი დაკვირვებების საფუძველზე. ჰიპოთეზას შემდგომში ან საბოლოოდ ამტკიცებენ და მას იღებენ როგორც დადგენილ ფაქტს (იხ. თეორემა, თეორია), ან უარყოფენ (მიუთითებენ კონტრმაგალითზე) გადაიქცევა რა მცდარ მტკიცებულებად.

დაუმტკიცებელ და არაუარყოფილ ჰიპოთეზას უწოდებენ ღია პრობლემას.

ჰიპოთეზა დიდ როლს ასრულებს მეცნიერული ცოდნის განვითარებაში. ის ნებისმიერი მეცნიერული კვლევა-ძიების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია.

ჰიპოთეზებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ემპირიულ მეცნიერებებში. ჰიპოთეზა არის ვარაუდი ფაქტების ორ ჯგუფს შორის მიზეზობრივი კავშირის შესახებ.

სოციოლოგიურ გამოკვლევებში ჰიპოთეზა ერთ-ერთი მთავარი მეთოდოლოგიური ინსტრუმენტია, რომელიც განსაზღვრავს კვლევის დაგეგმვას, კვლევის მეთოდების სწორ შერჩევას, მთელი პროცესის ორგანიზებას.

სოციოლოგიურ გამოკვლევებში ჰიპოთეზა წარმოადგენს დასაბუთებულ ვარაუდს შესასწავლი სოციალური ობიექტების, მათი სტრუქტურის, თავისებურებების, სოციალურ მოვლენებს შორის არსებული კავშირების არსისა და ხასიათის, ამ კავშირების განმაპირობებელი ფაქტორების შესახებ.

ჰიპოთეზათა კლასიფიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, ჰიპოთეზები შემაკავშირებელი რგოლია თეორიულ კონცეფციასა და კვლევის ემპირიულ ბაზას შორის. არსებობს ჰიპოთეზათა კლასიფიკაცია სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით: 1. კვლევის ამოცანათა მიხედვით – ძირითადი და არაძირითადი ჰიპოთეზები. 2. საგნობრივი სფეროს შესახებ ვარაუდების შინაარსის მიხედვით – აღწერითი და ახსნითი ჰიპოთეზები. 3. დამუშავებისა და დასაბუთებულობის ხარისხის მიხედვით – პირველადი და მეორადი ჰიპოთეზები. 4. ვარაუდების ერთიანობის ხარისხის მიხედვით, ჰიპოთეზები – საფუძვლები და ჰიპოთეზები – შედეგები (ანუ საფუძველჩამყრელი და გამომდინარეობითი ხასიათის ჰიპოთეზები).

მეცნიერულ მეთოდოლოგიაში განასხვავებენ თეორიულ ჰიპოთეზებსა და ჰიპოთეზებს, როგორც ემპირიულ ვარაუდებს, რომლებიც ექვემდებარებიან ექსპერიმენტალურ შემოწმებას. აქედან პირველი შედის თეორიის სტრუქტურაში ძირითადი ნაწილის სახით.

თეორიული ჰიპოთეზების წამოყენება ხდება თეორიაში შინაგანი წინააღმდეგობების აღმოსაფხვრელად ან თეორიისა და ექსპერიმენტალურ შედეგებს შორის სხვადასხვაობის დასაძლევად და წარმოადგენს თეორიული ცოდნის სრულყოფის ინსტრუმენტს.

სამეცნიერო ჰიპოთეზა უნდა აკმაყოფილებდეს ფალსიფიცირებისა (თუკი ცდას საფუძველზე მოხდა მისი უარყოფა) და დამოწმების (თუ ექსპერიმენტალურად მოხდა მისი დადასტურება) პრინციპებს.

ჰიპოთეზების მეორე ტიპი - ვარაუდები, რომლებიც წამოყენებულია ექსპერიმენტალური კვლევის მეთოდით პრობლემის გადასაწყვეტად, განეკუთნებიან ექსპერიმენტალურ ჰიპოთეზებს. არ არის აუცილებელი ექსპერიმენტალური ჰიპოთეზები ეფუძნებოდნენ თეორიას. წარმომავლობის მიხედვით ექსპერიმენტალური ჰიპოთეზები თავის მხრივ კიდევ შეიძლება დაიყოს სამი ტიპად:

პირველი - ჰიპოთეზები, რომლებიც ეფუძნება თეორიებს ან რეალობის მოდელებს და წარმოადგენენ ამ თეორიის ან მოდელების შედეგების პროგნოზებს (ე.წ თეორიულად დასაბუთებული ჰიპოთეზები). ისინი ემსახურებიან კონკრეტული თეორიის ან მოდელის შედეგების შემოწმებას.

მეორე - სამეცნიერო ექსპერიმენტალური ჰიპოთზები, რომლებიც ასევე წამოყენებულია ამა თუ იმ თეორიის, კანონების, ადრე აღმოჩენილი კანონზომიერებების ან მოვლენებს შორის მიზეზობრივი კავშირების დასადასტურებლად ან უარსაყოფად, მაგრამ რომლებიც არ ეფუძნებიან უკვე არსებულ თეორიებს, არამედ ფორმულირებულია ფეიერაბენდის პრინციპით „ყველაფერი ნებადართულია“ („anything goes“).

მესამე - ემპირიული ჰიპოთეზები, რომლებიც წამოყენებულია ყოველგვარი თეორიის ან მოდელის გარეშე, ანუ ფორმულირებულია მოცემული კონკრეტული შემთხვევისთვის. ექსპერიმენტალური შემოწმების შემდეგ ასეთი ჰიპოთეზა გადაიქცევა ფაქტად, მაგრამ კვლავ მოცემული შემთხვევისათვის.

ამასთან ნებისმიერი ექსპერიმენტალური ჰიპოტეზის ძირითადი თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ისინი ოპერაციონალიზირებადნი არიან. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი ფორმულირებულია კონკრეტული ექსპერიმენტალური პროცედურის ტერმინებში. ყოველთვისაა შესაძლებელი ჩატარდეს ცდა მათ შესამოწმებლად.

ჰიპოთეზები შინაარსის მიხედვით შეიძლება დაიყოს ჰიპოთეზებად, რომლებიც შეიცავენ: ა) მოვლენას; ბ) მოვლენებს შორის კავშირებს; გ)მოვლენებს შორის მიზეზობრივ კავშირებს.

მკვლევარები განასხვავებენ სამეცნიერო და სტატისტიკურ ჰიპოთეზებს. სამეცნიერო ჰიპოთეზები ფორმულირებულია როგორც პრობლემის სავარაუდო გადაწყვეტა. სტატისტიკური ჰიპოთეზა - მტკიცებულება უცნობი პარამეტრის მიმართ, ფორმულირებულია მათემატიკური სტატისტიკის ენაზე.

ნებისმიერი სამეცნიერო ჰიპოთეზა საჭიროებს სტატისტიკის ენაზე გადაყვანას. ცდას ორგანიზებისას ჰიპოთეზების რაოდენობას შემოსაზღვრავენ ორამდე: ძირითადი და ალტერნატიული, რისი ხორცშესხმა ხდება სწორედ მონაცემთა სტატისტიკური დამუშავების პროცედურისას. ეს პროცედურა დაიყვანება მსგავსება და განსხვავების შეფასებამდე. სტატისტიკური ჰიპოთეზების შემოწმებისას გამოიყენება მხოლოდ ორი ცნება: H1 (ჰიპოთეზა განსხვავებაზე) და H0 (ჰიპოთეზა მსგავსებაზე).

ამრიგად, ექსპერიმენტალური ჰიპოთეზა ემსახურება ცდას ორგანიზირებას, ხოლო სტატისტიკური - რეგისტრირებადი პარამეტრების შედარების პროცედურის ორგანიზირებას. ანუ სტატისტიკური ჰიპოთეზა აუცილებელია ექსპერიმენტალური კვლევების მონაცემების მათემატიკური ინტერპრეტაციის ეტაპზე.

ჰიპოთეზები, რომლებიც არ იქნენ უარყოფილნი ექსპერიმენტალურად, გადაიქცევიან რეალობის შესახებ თეორიული ცოდნის კომპონენტებში: ფაქტები, კანონზომიერებები, კანონები.

ამრიგად დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ თეორიის უშუალო შემოწმება ექსპერიმენტში არ შეიძლება. თეორიული გამონათქვამები წარმოადგენენ უნივერსალურს; მათგან გამომდინარეობენ კერძო დასკვნები, რომლებსაც უწოდენენ სწორედ ჰიპოთეზებს. ისინი უნდა იყოს შინაარსიანი, ოპერაციონალური (პოტენციურად უარყოფადი) და ფორმულირებული ორი ალტერნატივის სახით. თეორიის უარყოფა ხდება მაშინ, როდესაც მისგან გამომდინარე კერძო დასკვნები არ დასტურდება ექსპერიმენტში.

დასკვნები, რომლის გაკეთების საშუალებას ცდა იძლევა ასიმეტრიულია: ჰიპოთეზა შეიძლება უარყოფილი იქნას, მაგრამ უარყოფილი ჰიპოთეზა არასოდეს შეიძლება მიღებული იქნას საბოლოოდ. ნებისმიერი ჰიპოთეზა ღიაა შემდგომი შემოწმებისთვის.

მათემატიკური ჰიპოთეზების მაგალითები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ათასწლეულის პრობლემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლეის მათემატიკის ინსტიტუტმა დააწესა ჯილდო ქვემოთ ჩამოთვლილი პრობლემების გადაწყვეტაზე. ამ პრობლემათაგან თითოეულის გადაწყვეტაზე დაწესებული ჯილდო შეადგენს ერთ მილიონ ამერიკულ დოლარს. პრობლემათა ჩამონათვალი ასეთია:

იხილეთ აგრეთვე:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 ;
  • მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა).-ISBN 99940-0-063-2:
  • მენეჯმენტის საფუძვლები: [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ.] / გიორგი შუბლაძე, ბაბულია მღებრიშვილი, ფიქრია წოწკოლაური. - თბ.: უნივერსალი, 2008. - 288გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 286-287. - ISBN 978-9941-12-295-8
  • Экспериментальная психология: Учебник для вузов / В. Н. Дружинин. – 2-е изд., доп. – СПб.: Питер, 2003. – 319 с: ил. – (Серия “Учебник для вузов”).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]