წავი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| წავი | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
|
||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Lutra lutra | ||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||
| არეალი | ||||||||||||
წავი (ლათ. Lutra lutra) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კვერნისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 55-95 სმ, მასა 6-10 კგ. ზოგჯერ მათი წონა 17 კგ აღწევს.[1][2] ზურგის მხარე მუქი მურა აქვს, მუცელი ღია, ვერცხლისფერი. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ-დასავლეთ აფრიკაში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება. ვერტიკალურად 2300 მ-მდე აღწევს. არჩევს ტყის მდინარეების სანაპიროებს, უფრო ნაკლებად ტბებს. კარგად ცურავს და ყვინთავს. იკვებება თევზებით, ბაყაყებით, წყლის მემინდვრიებით, კიბოსნაირებით, ჭიებით, ფრინველებით, მათი მართვეებით. მაკეობა 8-10 კვირას გრძელდება. 2 წელიწადში ერთხელ შობს სამ ნაშიერს. ბეწვი ძალზე ლამაზი და გამძლეა.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ავალიანი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 285, თბ., 1987 წელი.
სქოლიო [რედაქტირება]