ტრანსილვანიის პლატო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტრანსილვანიის პლატო

ტრანსილვანიის პლატო (რუმ. Podişul Transilvaniei) — პლატო ცენტრალურ რუმინეთში.

მდებარეობს აღმოსავლეთ და სამხრეთ კარპატებსა და დასავლეთ რუმინეთის მთებს შორის, მთათაშუა ქვაბულში 300-600 მ (კიდეებზე — 900 მ-მდე) სიმაღლეზე. უმთავრესად აგებულია ნეოგენური ქვიშაქვებითა და თიხებით.

რელიეფში ჭარბობს ბორცვიანი მაღლობები და კუესტური სერები, რომლებიც დანაწევრებულია ხევებითა და ხეობებით. არის ხორბლის, თამბაქოსა და შაქრის ჭარხლის ნათესები. ძლიერ დანაწევრებულ კალთებზე სტეპი და ტყესტეპია.

გაბატონებულია კონტინენტური კლიმატი. ტრანსილვანიის პლატოზეა ქალაქები: კლუჟ-ნაპოკა, ბრაშოვი, სიბიუ, ტირგუ-მურეში. არის საწვავი აირისა და ქვამარილის საბადოები.

ლიტერატურა[რედაქტირება]