ბესკიდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბესკიდები
კოორდინატები: 49°25′00″ ჩ. გ. 20°15′00″ ა. გ. / 49.41667° ჩ. გ. 20.25000° ა. გ. / 49.41667; 20.25000
ქვეყანა პოლონეთის დროშა პოლონეთი
უკრაინის დროშა უკრაინა
სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი
ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
უმაღლესი წერტილი ბაბია-გურა
სიმაღლე 1725 
ბესკიდები — პოლონეთი
ბესკიდები

ბესკიდები (უკრ. Бескиди, პოლ. Beskidy, ჩეხ. Beskydy) — დასავლეთ და ნაწილობრივ აღმოსავლეთ კარპატების ჩრდილოეთ ნაწილში ქედების ზოლი პოლონეთის, უკრაინის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის ტერიტორიებზე. იყოფა დასავლეთ და აღმოსავლეთ ბესკიდებად. აღმოსავლეთი ბესკიდები ვრცელდება პოლონეთში, უკრაინასა და სლოვაკეთში. შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან: აღმოსავლეთით ბეშჩადი (მთა ტარნიცა, 1348 მ) და დასავლეთით დაბალი ბესკიდები (მთა ლაცკოვა, 997 მ). აკუთვნებენ აგრეთვე ონდავის მაღლობსა და უკრაინის კარპატების ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს, ეგრეთ წოდებულ დნესტრის ბესკიდებს (მთა მაგურა, 1363 მ). დასავლეთი ბესკიდები განფენილია პოლონეთში, სლოვაკეთსა და ჩეხეთში. იყოფა ორ ნაწილად: დასავლეთით მორავია-სილეზიის ბესკიდები (მთა ლისა-გურა, 1323 მ) და აღმოსავლეთით მაგურის ბესკიდები (მთა ბაბია-გურა, 1725 მ). ბესკიდები აგებულია ცარცული და მესამეული ქვიშაქვებითა და ფიქლებით. კალთებზე 1400 მ-მდე შერეული და წიწვოვანი ტყეებია, ზემოთ — ტანბრეცილი ტყე და სუბალპური მდელოები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]