პიატრა-ნიამცი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
პიატრა-ნიამცი
Piatra Neamț
პიატრა-ნიამცი
პიატრა-ნიამცი
გერბი
გერბი
ქვეყანა რუმინეთის დროშა რუმინეთი
კოორდინატები 46°55′39″ ჩ. გ. 26°22′15″ ა. გ. / 46.92750° ჩ. გ. 26.37083° ა. გ. / 46.92750; 26.37083
ფართობი 77.4 კმ²
ცენტრის სიმაღლე 310
მოსახლეობა 85,055 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 1,099 კაცი/კმ²
ოფიციალური საიტი www.viziteazapiatraneamt.ro

პიატრა-ნიამცი მდებარეობა რუმინეთი

Red pog.svg

პიატრა-ნიამცი (რუმ. Piatra Neamț) — ქალაქი აღმოსავლეთ რუმინეთში, ნიამცის ჟუდეცის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ბისტრიცის ნაპირზე, ზღვის დონიდან 310 მ სიმაღლეზე. 2011 წლის აღწერით ქალაქში ცხოვრობდა 85,055 ადამიანი. დოკუმენტებში პირველად მოიხსენიება XIV საუკუნეში როგორც პიატრა-ლუი-კრეჩუნი, ან კამენა. 1497-1498 წლებში შტეფან III დიდის მიერ ქალაქში აშენდა ეკლესია, რომელიც წარმოადგენს მდიდარი მოლდავური არქიტექტურის კლასიკურ მაგალითს. XV საუკუნის დასაწყისში ქალაქის სიახლოვეს აშენდა ბისტრიცის მონასტერი. არის სახელმწიფო თეატრი და სხვა. ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდინარე ბისტრიცის ხეობაში არის დიდი ფაბრიკები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]