კარპატების წიფლის პირველყოფილი ტყეები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარპატების წიფლის პირველყოფილი ტყეები*
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი

Stužica primeval forest, Slovakia.jpg
ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა,
სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი,
გერმანიის დროშა გერმანია
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები ix
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 49°05′10″ ჩ. გ. 22°32′10″ ა. გ. / 
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2007  (31-ე სესია)
ნომერი 1133
გაფართოება 2011 -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1133
რუს.ინგლ.ფრ.

კარპატების წიფლის პირველყოფილი ტყეები — ამ სახელწოდებითაა შესული 2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ტრანსნაციონალური ბუნებრივი ძეგლის ნარევი, რომელიც მოიცავს 10 განცალკევებულ მასივს. გადაჭიმულია 185 კმ სიგრძეზე, უკრაინაში მდებარე რახოვის მთების ჩერნოგორის თხემიდან სლოვაკეთში მდებარე ვიგორლატის მთების პოლონინის თხემამდე.

ტერიტორია მოიცავს 77,971.6 ჰა-ს, რომელთაგან დაცვის ქვეშ 29,278.9 ჰა იმყოფება, ხოლო დანარჩენი ნაწილი ბუფერულ ზონად მიიჩნევა. კარპატების წიფლის პირველყოფილი ტყეები მოიცავს უკრაინის ტრანსკარპატიის ოლქსა და სლოვაკეთის პრეშოვის მხარეს, ასევე გერმანიის გარკვეულ ტერიტორიებს. მისი ტერიტორიის 70% უკრაინაშია მოქცეული. არეალი მოიცავს ორ ეროვნულ პარკს, ერთ ბიოსფერულ ნაკრძალს და რამდენიმე კონტროლირებად დასახლებას (ძირითადად სლოვაკეთის ტერიტორიაზე). ორივე ეროვნული პარკი, პოლონეთის მიმდებარე ტერიტორიებთან ერთად, წარმოქმნის ერთ განცალკევებულ, აღმოსავლეთ კარპატების ბიოსფერულ ნაკრძალს.

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სლოვაკური ნაწილები ძირითადად ქვეყნის უკიდურეს აღმოსავლეთ, ყველაზე ნაკლებად დასახლებულ ნაწილში, პოლონინის ეროვნულ პარკში მდებარეობს.

2011 წელს მოხდა იუნესკოს ძეგლის გაფართოება გერმანიის ხარჯზე და დაცულ ტერიტორიას დაემატა 4,391ჰა და მთლიანმა ფართობმა შეადგინა 33 669 ჰა. [1]

სექციების სია

[რედაქტირება] გალერეა

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] სქოლიო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე