ბეშჩადები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბეშჩადები
ბეშჩადები
ბეშჩადები
კოორდინატები: 49°16′59″ ჩ. გ. 22°28′59″ ა. გ. / 49.28306° ჩ. გ. 22.48306° ა. გ. / 49.28306; 22.48306
ქვეყანა სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი
პოლონეთის დროშა პოლონეთი
უკრაინის დროშა უკრაინა
უმაღლესი წერტილი პიკუი
სიმაღლე 1405 
ამგებელი ქანები ფლიში
ბეშჩადები — პოლონეთი
ბეშჩადები

ბეშჩადები (პოლ. Bieszczady; უკრ. Бещади) — ქედი კარპატებში. განფენილია სლოვაკეთის, პოლონეთისა და უკრაინის ტერიტორიებზე. ბეშჩადები აღმოსავლეთი ბესკიდების ნაწილია, რომელიც მოქცეულია აღმოსავლეთით — ლუპკოვისა და დასავლეთით — უჟოკის უღელტეხილებს შორის. უმაღლესი წერტილის სიმაღლეა 1405 მ (მთა პიკუი, უკრაინა). პოლონეთის ტერიტორიაზე მაქსიმალურ სიმაღლეს აღწევს მწვერვალ ტარნიცაზე (1346 მ). აგებულია ფლიშით. ბრტყელმწვერვალიანი ქედია, დანაწევრებულია მდინარეთა გასწვრივი ხეობებით. 1100 მ-მდე შემოსილია ნაძვნარ-წიფლნარ-სოჭნარით, უფრო მაღლა სუბალპური მდელოა. გამოყენებულია საძოვრებად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]