ჩერნოგორა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩერნოგორა
Czarnohora.jpg
ჩერნოგორა
ადგილმდებარეობა
კონტინენტი ევროპა
ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
გეოგრაფია
მთათა სისტემა უკრაინის კარპატები
სიგრძე 40 კმ
უმაღლესი წერტილი გოვერლა
სიმაღლე 2061 

ჩერნოგორა (უკრ. Чорногора) — ქედი უკრაინაში. უკრაინის კარპატების ყველაზე მაღალი მთის მასივი. სიმაღლე 1800-2000 მ (მაქსიმალური 2061 მ — მთა გოვერლა). სიგრძე დაახლოებით 40 კმ. აგებულია თიხაფიქლებით, ქვიშაქვებითა და მერგელებით. აქა-იქ არის ვულკანური ქანების გამოსავლები. ფერდობებზე, 900-1200 მ სიმაღლეზე წიფლის, ხოლო 1200-1500 მ სიმაღლეზე — ნაძვის ტყეებია. უფრო ზევით ალპური მდელოა, რომელიც საძოვრებად არის გამოყენებული. განვითარებულია ტურიზმი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]