კლუჟ-ნაპოკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
კლუჟ-ნაპოკა
Cluj-Napoca
Cjcolaj.png
გერბი
გერბი
ქვეყანა რუმინეთის დროშა რუმინეთი
ჟუდეცი კლუჟი
კოორდინატები 46°46′ ჩ. გ. 23°35′ ა. გ. / 46.767° ჩ. გ. 23.583° ა. გ. / 46.767; 23.583
პირველი ხსენება 1173
ადრეული სახელები კოლოჟვარი, კლუჟი
ფართობი 179,5 კმ²
ზღვის დონიდან 340
მოსახლეობა 324 576[1] კაცი (2011)
სიმჭიდროვე 1 808 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი +40 x64
საფოსტო ინდექსი 400xyz
ოფიციალური საიტი www.primariaclujnapoca.ro

კლუჟ-ნაპოკა მდებარეობა რუმინეთი

Red pog.svg

კლუჟ-ნაპოკა (რუმ. Cluj-Napoca) — ქალაქი ჩრდილოეთ-დასავლეთ რუმინეთში, კლუჟის ჟუდეცის ადმინისტრაციული ცენტრი; გარდა ამისა, წარმოადგენს ტრანსილვანიის ისტორიულ ცენტრს. მდებარეობს ზღვის დონიდან 340 მ სიმაღლეზე, მდინარე სომეშულ-მიკის ნაპირზე. 2011 წლის მდგომარეობით ქალაქში ცხოვრობდა 324,576 ადამიანი. ტრანსილვანიის დიდი სამრეწველო და მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრია.

ისტორია[რედაქტირება]

პირველად მოიხსენიება 1173 წელს კლუჟის სახელწოდებით. 1316 წლიდან ქალაქია. მოიხსენიება II საუკუნეში პტოლემეს მიერ როგორც დაკიური სიმაგრე ნაპოკა. 1178-1180 წლებში კოლონიზებული იყო გერმანელების მიერ, რომლებმაც ირგვლივ მრავალი მონასტერი დააარსეს. ბარბაროსების შემოსევის შემდეგ ეწოდებოდა კულუსი. ავსტრია-უნგრეთის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ გამოიყენებოდა აგრეთვე უნგრული სახელწოდება კოლოჟვარი. 1920 წელს შეუერთა რუმინეთს (1940-1945 წწ. უნგრეთის შემადგენლობაშია). მას შემდეგ რაც რუმინეთს ტრანსილვანია შეუერთდა ქალაქს ეწოდებოდა კლუჟი. 1970-იან წლებში ეწოდა კლუჟ-ნაპოკა.

ღირსშესანიშნაობა[რედაქტირება]

შემორჩენილია ციხესიმაგრის კედლების ნაშთი (XIII-XVII საუკუნეები), წმინდა მიხეილის გოტიკური ეკლესია (XIV-XV საუკუნეები, ჩრდილოეთი კოშკი — ფსევდოგოტიკა, XIX საუკუნე), კორვინების სახლი (XV-XVI საუკუნეები) და ფრანცისკელთა მონასტერი (XV-XVIII საუკუნეები), იეზუიტების ბაროკოს სტილის ეკლესია (1718-1724 წწ.) და ბანფის სასახლე (1774-1785 წწ.). აღსანიშნავია უნივერსიტეტისა და თეატრის ეკლექტიკური ხასიათის შენობები, სასტუმრო „ნაპოკა“ და სხვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Timis County at the 2011 census (Romanian). INSSE (February 02, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-08-06-ში. წაკითხვის თარიღი: 15 июля 2012.