მატრა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მატრა
Kekesteto2.JPG
მატრა
ადგილმდებარეობა
კონტინენტი ევროპა
ქვეყანა უნგრეთის დროშა უნგრეთი
გეოგრაფია
უმაღლესი წერტილი კეკეში
სიმაღლე 1014 

მატრა (უნგრ. Mátra) — ვულკანური მასივი დასავლეთ კარპატების სამხრეთ ნაწილში, ჩრდილოეთ უნგრეთში. მაქსიმალური სიმაღლე 1014 მ (მთა კეკეში, უნგრეთის უმაღლესი წერტილი). აგებულია უმეტესწილად ანდეზიტური ლავებითა და მათი ტუფებით. ღრმად არის დანაწევრებული მდინარეთა ხეობებით, დამახასიათებელია ციცაბო კალთები და კონუსისებრი მწვერვალები. ფერდობები შემოსილია მუხნარ-წიფლნარით. მთისძირში გაშენებულია ბაღები, ვენახები. არის თერმული წყაროები და კურორტები, რომელთაგან აღსანიშნავია პარადი, მატრაფიურედი და სხვა. განვითარბულია ტურიზმი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მატრა&oldid=2677504“-დან