გზა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Evacuated Highway 401 Color.jpg

გზა — გასასვლელი, მიმართულება, ან გზა მიწის ორ ადგილას, რომელიც, როგორც წესი, არის უკვე ასფალტირებული ან სხვაგვარად განვითარებული, რათა შეეძლოს მგზავრს მოძრაობა რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებით, ეს შეიძლება იყოს ცხენი ან ავტომობილი. თანამედროვე მაგისტრალები და წრიული გზები საშუალებას იძლევა სწრაფად მივიდეთ ერთი ადგილიდან მეორემდე ისე, რომ ქალაქის ცენტრსაც გვერდი ავუაროთ, სადაც დიდი მოძრაობაა და საცხოვრებელ რაიონებსაც. თუმცა, ბევრს მიაჩნია, რომ ახალი გზების მშენებლობას ტრანსპორტის რაოდენობის ზრდა მოსდევს, ეს კი გარემოს ზედმეტ დაბინძურებს იწვევს, ამიტომ ადგილობრივი მცოხვრებლები ხშირად სერიოზულ პროტესტს გამოთქვამენ მათ რაიონში ახალი გზის მშენებლობის გამო.

ავტოტრასა დიდი გზაა, რომელზეც ორივე მიმართულებითაა მოძრაობა. ჩქაროსნული გზატკეცილებისგან განსხვავებით, მასზე გზაჯვარედინებიც არის და შემოვლითი გზებიც. ქალაქის წრიული საავტომობილო გზა ქალაქის ცენტრისა და საცხოვრებელი რაიონებისათვის გერდის ავლის საშუალებას იძლევა. სოფლის მიდამოებში ვიწრო, მიხვეულ–მოხვეული გზებია, რომლებიც ხშირად უძველესი გზების მარშრუტებს მიჰყვება.

ავტომაგისტრალი[რედაქტირება]

ავტომაგისტრალი ჩქაროსნული გზატკეცილია, რომელსაც ორივე მხარეს რამდენიმე სამოძრაო ზოლი მიუყვება. ცენტრში კი — გამყოფი ზოლი. მას არც მკვეთრი მოსახვევი აქვს არც ციცაბო აღმართები, არც გზაჯვარედინები და არც შემოსასვლელი გზები. ავტომაგისტრალზე შეუჩერებლად შეიძლება დიდი მანძილის გავლა. ავტომაგისტრალის სისტემა ბევრ ქვეყანაში დიდი ქალაქებს აკავშირებს ერთმანეთთან.

რომაული გზა პომპეიში

გზების ისტორია[რედაქტირება]

პირველი მოკირწყლული გზები მესოპოტამიაში დღევანდელ ერაყში დაიგო დაახლოებით ძვ.წ. 2200 წელს. ორი ათასი წლის შემდეგ, რომაელებმა ქვის მოკირწყლული მტკიცე, სწორი გზების მშენებლობა დაიწყეს. ეს გზები ერთმანეთთან აერთებდა იმპერიის სხვადასხვა ნაწილებს და ჯარის ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში სწრაფად გადაადგილების საშუალებას აძლევდა. XV და XVI საუკუნეებში სამხრეთამერიკელმა ინკებმა გზატკეცილებისა და ვიწრო გზების საოცარი ქსელი შექმნეს.

1800–იანი წლების დასაწყისში ჯონ მაკ–ადამმა გზების მშენებლობის ახალი ხერხი გამოიგონა. მომავალი გზების ნიადაგს წრეტდნენ და ხრეშით ფარავდნენ. შემდეგ ზედაპირის გასამაგრებლად ასფალტის ან ბიტუმის დამატება დაიწყეს, რის შედეგადაც გზა მოსახერხებელი გახდა ავტომანქანების რეზინის საბურავებისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ოქსფორდის დიდი საბავშვო ენციკლოპედია, ქართული გამოცემა შევსებული და განახლებული 2011 წელს, გვ. 100, ISBN 978-99940-34-47-5
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=გზა&oldid=2403963“-დან