ევროპული შველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ევროპული შველი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Capreolus capreolus
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 42395
გავრცელება

ევროპული შველი (ლათ. Capreolus capreolus) — წყვილჩლიქოსანი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა. შვლის ქვესახეობა. სხეულის სიგრძე 108-126 სმ აღწევს. სიმაღლე მინდაოში 66-81 სმ. დიდი ზომის ევროპული შვლის ხილვა შესაძლებელია შვედეთის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე დნეპრიდან აღმოსავლეთით და ჩრდილოეთ კავკასიის მთებში. თავი მოკლე აქვს, შედარებით ფართოვდება და მაღლდება თვალების არეში. დამახასიათებელია ოვალური ფორმის დიდი ყურები (სიგრძე 12-14 სმ), ამობურცული თვალები და ფაფარს მოკლებული გრძელი კისერი. აქვს გრძელი და ვიწრო ფეხები და რუდიმენტარული კუდი (2-3 სმ). გრძნობის ორგანოებიდან ყველაზე მეტად განვითარებულია ყნოსვა და სმენა. უპირატესობას ანიჭებს მეჩხერ ტყესა და ბუჩქნარებს; ჭაობების, სტეპებისა და ალპური მდელოების ღია ადგილებს. ბინადრობს ევროპაში, მათ შორის საქართველოში (ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი).

დახასიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპის უმეტესი ნაწილი, გარდა ჩრდილოეთ სკანდინავიისა, ისლანდიისა და ირლანდიისა. კავკასიონის ჩრდილოეთით გვხვდება შვლის სხვა სახეობა — ციმბირული შველი.

ჰაბიტატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეუძლია შეეგუოს მრავალფეროვან საარსებო გარემოს, თუმცა უპირატესობას ანიჭებს ტყეებს, კარგად განვითარებული ქვეტყით, რომელთაც გარს აკრავს ღია ადგილები, სადაც საბალახოდ გამოდის.

დამახასიათებელი ნიშნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმაღლე ნიდაოში — 65-75 სმ-მდე
წონა: 15-30 კგ
ვაცები უფრო მოზრდილები არიან და მოკლე, წვეტიანი რქები აქვთ, რომელთაც ყოველწლიურად იცვლიან.

საკვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბალახი, ხეებისა და ბუჩქებისა და ნორჩი ფოთლები, ნეკერი, კენკრა და სხვა.

გამრავლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკეობა გრძელდება 270 დღე. მაის-ივნისში, როგორც წესი, შობს ორ ნაშიერს, რომლებიც თეთრი ხალებით არიან დაფარულნი.

სიცოცხლის ხანგრძლივობა: 10 წელი

ქცევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წლის უმეტესი ნაწილის განმავლობაში განმარტოებით ცხოვრობენ. ვაცები აპრილში ტერიტორიულები ხდებიან. თითოეული 3 ჰექტრამდე ნაკვეთს იკავებს და იცავს სხვა ინდივიდებისგან. შეჯვარება ივლის-აგვისტოსში ხდება. ირმებისგან განსხვავებით შვლები ამ დროს წყვილებად ცხორობენ.

miniatur
miniatur

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შვლების ვოკალიზაცია რამდენიმე განსხვავებულ ხმას მოიცავს, რომელთა შორისა ყეფისმაგვარი ხმა. მას ცხოველები შეშფოთებისას გამოსცემენ. პირველი ორი წლის განმავლობაში ვაცი შვლების რქები მოკლეა და განშტოება არ აქვს. ასაკის მატებასთან ერთად რქების სიგრძე იზრდება. განშტოებების რაოდენობა კი სამამდე, იშვიათად კი ოთხამდეხ ადის.

კონსერვაციული სტატუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტყის გაჩეხვის და ბრაკონიერობის შედეგად XX საუკუნის დასაწყისისთვის შვლის რიცხოვნობა ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში მკვეთრად შემცირდა, ზოგიერთ ადგილას კი საერთოდ გადაშენდა. კანომდებლობის ცვლილებებისა და სახეობის სწორის მენეჯმენტის შედეგად დღეისათვის ამ სახეობის რიცხოვნობა კვლავ გაიზარდა და იგი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანადირო ობიექტია. XX საუკუნის 90-იან წლებთან შედარებით ამჟამად საქართველოში შვლის პოპულაცია მეტ-ნაკლებად გაიზარდა, თუმცა ბრაკონიერობის გამო მისი სიმჭიდროვე ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალია.

ევროპული შველის ნახვა თბილისის ზოოპარკშიც არის შესაძლებელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]