Орёл & решка

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Орёл & решка
ჟანრი სამოგზაურო შოუ
ავტორი ელენა სინელნიკოვა
შეიმუშავა TeenSpirit Studio
სცენარი სერგეი სიმანჩუკი
დარია კობიაკოვა
რეჟისორი ევგენი სინელნიკოვი
ანტონ შჩერბაკოვი
ვასილი ხომკო
იაროსლავ ანდრუშჩენკო
წამყვანი ალან ბადოევი
ჟანა ბადოევა
ანდრეი ბედნიაკოვი
ლესია ნიკიტიუკი
ანასტასია კოროტკაია
კოლია სერგა
რეგინა ტოდორენკო
ევგენი სინელნიკოვი
პეტრე რომანოვი
გახმოვანება ევგენი სინჩუკოვი
ალან ბადოევი
ჟანა ბადოევა
ანდრეი ბედნიაკოვი
ლესია ნიკიტიუკი
ანასტასია კოროტკაია
კოლია სერგა
რეგინა ტოდორენკო
ევგენი სინელნიკოვი
პეტრე რომანოვი
ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
ენა რუსული
სეზონი 13
ეპიზოდი 246
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი ნათელა კრაპივინა[1]
ელენა სინელნიკოვა
ადგილ(ებ)ი მთელი მსოფლიო
ოპერატორი კონსტანტინ ლობოდა
ოლეგ ავილოვი
რედაქტორ(ებ)ი ნიკიტა ჩიჟოვი
ხანგრძლივობა 37-48 წუთი
ეთერი
ორიგინალური არხი უკრაინის დროშა Интер
რუსეთის დროშა Пятница!
ჩვენების ფორმატი 16:9
აუდიო ფორმატი სტერეო
ეთერში 13 თებერვალი 2011 — მიმდინარეობს
ქრონოლოგია
შემდეგი Орёл & решка. Шопинг
დაკავშირებული შოუები Мир наизнанку
Верю — не верю
რესურსები ინტერნეტში
საიტი

Орёл & решка, აგრეთვე Орёл и решка (ქართ. არიოლი და რეშკა, სიტყვასიტყვით - მონეტაზე გამოსახული არწივი და წარწერა) — უკრაინული შემეცნებითი გადაცემა მოგზაურობაზე. საპრემიერო ჩვენება და პირველი ტრანსლაციები უკრაინულ ტელეარხ „Интер“-ზე შედგა. გადაცემის ჩვენება აგრეთვე შემდეგ არხებზე მიმდინარეობს: „К1“ (უკრაინა), „Пятница!“ (რუსეთი), „Седьмой канал“ (ყაზახეთი)[2], „ТТV“ (პოლონეთი) და „Беларусь 2“ (ბელარუსი).

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოველ შაბათ-კვირას ორი წამყვანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიემგზავრება. გადაცემის წესების მიხედვით, ერთ-ერთმა მათგანმა ორი დღე 100$-ით უნდა იცხოვროს (ევროპის ქვეყნების შემთხვევაში - 70€ ან მეტი, მიმდინარე გაცვლითი კურსის მიხედვით), ხოლო მეორეს შეუზღუდავი რაოდენობის თანხის დახარჯვა შეუძლია, რომელიც „ოქროს“ საბანკო ბარათზე ინახება. იმის გასარკვევად თუ ვინ გახდება „ოქროს ბარათის“ მფლობელი, წამყვანები ყოველი მოგზაურობის დასაწყისში მონეტას აგდებენ და ყველაფერს „არიოლი“ და „რეშკა“ წყვეტს[3]. „არიოლის“ დაჯდომის შემთხვევაში, ოქროს ბარათი იმ წამყვანს გადაეცემა რომელმაც მონეტა ააგდო, მის პარტნიორს კი - 100$[4], ხოლო „რეშკის“ შემთხვევაში პირიქით. ერთადერთი შემთხვევა როდესაც გამარჯვებულმა წამყვანმა თავის მეწყვილეს ოქროს ბარათი დაუთმო, გადაცემის მე-15, თბილისში გადაღებული ეპიზოდი იყო, მაშინ ალანმა ბარათი ჟანას მისცა.

გადაცემის მიმდინარეობისას, წამყვანები მაყურებლებს ამ ქალაქის ძირითად ღირსშესანიშნაობებს აცნობენ. ეუბნებიან სასტუმროების სახელებს და ამა თუ იმ მომსახურების ფასებს.

გადაცემის მეორე სეზონში სპონსორის სახით ერთ-ერთი უკრაინული ღვინის მწარმოებელი კომპანიის გაჩენამ, ახალ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი. რომლის თანახმადაც ოქროს ბარათის მფლობელი წამყვანი ქალაქში დაბეჭდილ ბოთლს მალავს, რომელშიც 100$ და წერილია ჩადებული. ბოთლის მპოვნელებს, გადაცემაში ამ პროცესის ამსახველი ფოტოს ან ვიდეოს გაგზავნას თხოვენ[5].

წამყვანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაცემის 1-ლი სეზონის წამყვანები უკრაინელი რეჟისორი ალან ბადოევი და იმ დროს მისი ცოლი, მსახიობი ჟანა ბადოევა იყვნენ. მე-2 სეზონში ბადოევმა პროექტი დატოვა და მხოლოდ სარეჟისორო საქმიანობაზე გადართვა გადაწყვიტა. იგი მსახიობმა და პაროდისტმა ანდრეი ბედნიაკოვმა შეცვალა, რომელმაც მე-2 და მე-3 სეზონებში ჟანასთან ტანდემში იმუშავა. მე-4 და მე-5 სეზონებში ჟანას ადგილი შოუ „Розсміши коміка“-ს გამარჯვებულმა ლესია ნიკიტიუკმა დაიკავა. გადაცემის მე-6 და მე-7 სეზონს ანდრეი ბედნიაკოვი ნასტია კოროტკაიასთან, იმ დროს საცოლესთან ერთად უძღვებოდა[6].

მე-8 სეზონში გადაცემის ახალი წამყვანები უკრაინელი მომღერლები კოლია სერგა და რეგინა ტოდორენკო გახდნენ. მე-9 სეზონში მუსიკალური კარიერის გამო პროექტიდან წასული კოლია, გადაცემის რეჟისორმა და თანაავტორმა ევგენი სინელნიკოვმა შეცვალა.

„საიუბილეო“ მე-10 და მე-11 სეზონებს (2010 წელს გადაცემის პირველი სეზონის დაწყებიდან 5 წლის იუბილის აღსანიშნავად) ყველა ის წამყვანი უძღვებოდა რომლებიც პროექტს მისი დაარსების დღიდან, პერიოდულად ჰყავდა.

2015 წლის დეკემბერში სტარტი აიღო მე-12 სეზონმა სახელწოდებით „Кругосветка“ (მსოფლიოს გარშემო), რომლის გადაღებებიც 9 თვე გრძელდებოდა. წამყვანების ლესია ნიკიტიუკისა და რეგინა ტოდორენკოს გარდა, მასში მონაწილეობდნენ პროექტის გენერალური დირექტორი ელენა სინელნიკოვა, რეჟისორები ევგენი სინელნიკოვი და იაროსლავ ანდრუშჩენკო, ოპერატორები დიმიტრი ოხრიმენკო, ოლეგ შევჩიშინი და ოლეგ ავილოვი. 24-ე გადაცემის შემდეგ ლესიამ გადაცემა თავისი ახალი შოუს გამო დატოვა[7]. იგი რუსმა კინომსახიობმა პეტრე რომანოვმა ჩაანაცვლა.

2016 წლის ბოლოს მე-13 სეზონის გადაღებები დაიწყო, რომელიც მსოფლიოს ნამდვილ სამოთხესა და ყველაზე ჯოჯოხეთურ ადგილებს ეხება[8]. ამ სეზონის წამყვანები კვლავ ლესია და რეგინა გახდნენ.

2017 წლის მარტში მე-13 სეზონის პარალელურად დაიწყო მე-14 სეზონის „Перезагрузка“ (გადატვირთვა) გადაღებები, რომელიც მიზნად ისახავს გადაცემის ადრეულ გამოშვებებში ნაჩვენები ადგილების გამეორებას. უფრო კონკრეტულად, რა შეიცვალა ამ ქვეყანაში თუ ქალაქში, რა გაჩნდა ახალი და რისი გადაღება ვერ მოახერხეს პირველ გადაცემებში. ამ სეზონის წამყვანები უკრაინელი დიჯეი ანტონ პტუშკინი და რუსი ტელეწამყვანი და ვიდეობლოგერი ანასტასია ივლეევა გახდნენ.


სეზონი წამყვანი (მამაკაცი) წამყვანი (ქალი)
1 სეზონი ალან ბადოევი ჟანა ბადოევა
2 სეზონი ანდრეი ბედნიაკოვი
3 სეზონი
4 სეზონი ლესია ნიკიტიუკი
5 სეზონი
6 სეზონი - „საკურორტო“ ნასტია კოროტკაია
7 სეზონი - „უკან სსრკ-ში“
8 სეზონი - „სამყაროს დასალიერში“ კოლია სერგა რეგინა ტოდორენკო
9 სეზონი - „შეუსწავლელი ევროპა“ ევგენი სინელნიკოვი
10 სეზონი - საიუბილეო (ნაწილი 1) ალან ბადოევი[9], ანდრეი ბედნიაკოვი,
კოლია სერგა, ევგენი სინელნიკოვი.
ჟანა ბადოევა, ლესია ნიკიტიუკი,
ნასტია კოროტკაია, რეგინა ტოდორენკო.
11 სეზონი - საიუბილეო (ნაწილი 2) ალან ბადოევი, ანდრეი ბედნიაკოვი,
კოლია სერგა, ევგენი სინელნიკოვი.
ლესია ნიკიტიუკი,
ნასტია კოროტკაია, რეგინა ტოდორენკო.
12 სეზონი - „მსოფლიოს გარშემო“ პეტრე რომანოვი (25 - 40 გამოშვებები) ლესია ნიკიტიუკი (1 - 24 გამოშვებები), რეგინა ტოდორენკო
13 სეზონი - „სამოთხე და ჯოჯოხეთი“ ლესია ნიკიტიუკი, რეგინა ტოდორენკო
14 სეზონი - „გადატვირთვა“ ანტონ პტუშკინი ანასტასია ივლეევა

ეპიზოდების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი სეზონი
ნომერი ადგილი ვალუტა ოქროს ბარათის მფლობელი ეპიზოდის პრემიერა
1 (1) აშშ-ის დროშა ნიუ-იორკი დოლარი ალანი 13 თებერვალი, 2011
2 (2) აშშ-ის დროშა ლას-ვეგასი დოლარი ალანი 20 თებერვალი, 2011
3 (3) აშშ-ის დროშა სან-ფრანცისკო დოლარი ჟანა 27 თებერვალი, 2011
4 (4) აშშ-ის დროშა ლოს-ანჯელესი დოლარი ალანი 6 მარტი, 2011
5 (5) ესპანეთის დროშა ბარსელონა ევრო ალანი 13 მარტი, 2011
6 (6) იორდანიის დროშა იორდანია დოლარი ალანი 20 მარტი, 2011
7 (7) ისრაელის დროშა ისრაელი დოლარი ჟანა 27 მარტი, 2011
8 (8) იტალიის დროშა რომი ევრო ჟანა 10 აპრილი, 2011
9 (9) ესპანეთის დროშა მადრიდი ევრო ალანი 17 აპრილი, 2011
10 (10) იტალიის დროშა მილანი ევრო ჟანა 24 აპრილი, 2011
11 (11) კამბოჯის დროშა პნომპენი დოლარი ალანი 1 მაისი, 2011
12 (12) ტაილანდის დროშა ბანგკოკი დოლარი ალანი 8 მაისი, 2011
13 (13) ვიეტნამის დროშა ხოშიმინი დოლარი ჟანა 15 მაისი, 2011
14 (14) აზერბაიჯანის დროშა ბაქო დოლარი ალანი 22 მაისი, 2011
15 (15) საქართველოს დროშა თბილისი დოლარი ჟანა 29 მაისი, 2011
მეორე სეზონი
ნომერი ადგილი ვალუტა ოქროს ბარათის მფლობელი ეპიზოდის პრემიერა
1 (16) მექსიკის დროშა მეხიკო დოლარი ჟანა 3 სექტემბერი, 2011
2 (17) კუბის დროშა ჰავანა დოლარი ჟანა 10 სექტემბერი, 2011
3 (18) ნიდერლანდების დროშა ამსტერდამი ევრო ანდრეი 17 სექტემბერი, 2011
4 (19) მექსიკის დროშა კანკუნი დოლარი ანდრეი 24 სექტემბერი, 2011
5 (20) საქართველოს დროშა ბათუმი დოლარი ჟანა 1 ოქტომბერი, 2011
6 (21) საფრანგეთის დროშა პარიზი ევრო ანდრეი 8 ოქტომბერი, 2011
7 (22) თურქეთის დროშა სტამბოლი დოლარი ჟანა 15 ოქტომბერი, 2011
8 (23) გერმანიის დროშა ბერლინი ევრო ჟანა 22 ოქტომბერი, 2011
9 (24) საბერძნეთის დროშა ათენი ევრო ანდრეი 29 ოქტომბერი, 2011
10 (25) არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა დუბაი დოლარი ანდრეი 5 ნოემბერი, 2011
11 (26) ნეპალის დროშა კატმანდუ დოლარი ჟანა 12 ნოემბერი, 2011
12 (27) ინდოეთის დროშა მუმბაი დოლარი ჟანა 19 ნოემბერი, 2011
13 (28) აშშ-ის დროშა ჩიკაგო დოლარი ანდრეი 3 დეკემბერი, 2011
14 (29) აშშ-ის დროშა ახალი ორლეანი დოლარი ჟანა 10 დეკემბერი, 2011
15 (30) აშშ-ის დროშა დალასი დოლარი ანდრეი 17 დეკემბერი, 2011
16 (31) შვედეთის დროშა სტოკჰოლმი დოლარი ჟანა 24 დეკემბერი, 2011
17 (32) ფინეთის დროშა ლაპლანდია ევრო ანდრეი 31 დეკემბერი, 2011
მესამე სეზონი
ნომერი ადგილი ვალუტა ოქროს ბარათის მფლობელი ეპიზოდის პრემიერა
1 (33) ჩინეთის დროშა პეკინი დოლარი ჟანა 11 თებერვალი, 2012
2 (34) ჰონგ-კონგის დროშა ჰონგ-კონგი დოლარი ანდრეი 18 თებერვალი, 2012
3 (35) იამაიკის დროშა იამაიკა დოლარი ანდრეი 25 თებერვალი, 2012
4 (36) აშშ-ის დროშა მაიამი დოლარი ანდრეი 3 მარტი, 2012
5 (37) ნიკარაგუას დროშა მანაგუა დოლარი ჟანა 10 მარტი, 2012
6 (38) ლიბანის დროშა ბეირუთი დოლარი ჟანა 17 მარტი, 2012
7 (39) ბრაზილიის დროშა რიო-დე-ჟანეირო დოლარი ჟანა 24 მარტი, 2012
8 (40) ჩილეს დროშა სანტიაგო დოლარი ჟანა 31 მარტი, 2012
9 (41) ბრაზილიის დროშა სან-პაულუ დოლარი ანდრეი 7 აპრილი, 2012
10 (42) პერუს დროშა მაჩუ-პიქჩუ დოლარი ჟანა 14 აპრილი, 2012
11 (43) არგენტინის დროშა ბუენოს-აირესი დოლარი ანდრეი 21 აპრილი, 2012
12 (44) სინგაპურის დროშა სინგაპური დოლარი ჟანა 28 აპრილი, 2012
13 (45) შრი-ლანკის დროშა შრი-ლანკა დოლარი ჟანა 5 მაისი, 2012
14 (46) მალაიზიის დროშა კუალა-ლუმპური დოლარი ანდრეი 12 მაისი, 2012
15-16 (47-48) უკრაინის დროშა კიევი გრივნა ანდრეი 19 და 26 მაისი, 2012
მეოთხე სეზონი
ნომერი ადგილი ვალუტა ოქროს ბარათის მფლობელი ეპიზოდის პრემიერა
1 (49) რუსეთის დროშა სანქტ-პეტერბურგი დოლარი ანდრეი 8 სექტემბერი, 2012
2 (50) გაერთიანებული სამეფოს დროშა ედინბურგი დოლარი ანდრეი 15 სექტემბერი, 2012
3 (51) კენიის დროშა ნაირობი დოლარი ანდრეი 22 სექტემბერი, 2012
4 (52) ლატვიის დროშა რიგა დოლარი ლესია 29 სექტემბერი, 2012
5 (53) გაერთიანებული სამეფოს დროშა ლონდონი დოლარი ანდრეი 6 ოქტომბერი, 2012
6 (54) დანიის დროშა კოპენჰაგენი დოლარი ანდრეი 13 ოქტომბერი, 2012
7 (55) სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა კეიპტაუნი დოლარი ლესია 20 ოქტომბერი, 2012
8 (56) ნორვეგიის დროშა ოლესუნი დოლარი ლესია 27 ოქტომბერი, 2012
9 (57) იტალიის დროშა პალერმო დოლარი ანდრეი 3 ნოემბერი, 2012
10 (58) მადაგასკარის დროშა მადაგასკარი დოლარი ლესია 10 ნოემბერი, 2012
11 (59) საფრანგეთის დროშა ლაჟვარდოვანი ნაპირი ევრო ლესია 17 ნოემბერი, 2012
12 (60) მაროკოს დროშა მარაკეში დოლარი ლესია 24 ნოემბერი, 2012
13 (61) ესპანეთის დროშა კანარის კუნძულები ევრო ანდრეი 1 დეკემბერი, 2012
14 (62) პორტუგალიის დროშა ლისაბონი ევრო ანდრეი 8 დეკემბერი, 2012
15 (63) ჩინეთის დროშა შანხაი დოლარი ლესია 15 დეკემბერი, 2012
16 (64) ინდონეზიის დროშა ბალი დოლარი ანდრეი 22 დეკემბერი, 2012
17 (65) სამხრეთ კორეის დროშა სეული დოლარი ლესია 29 დეკემბერი, 2012
მეხუთე სეზონი
ნომერი ადგილი ვალუტა ოქროს ბარათის მფლობელი ეპიზოდის პრემიერა
1 (66) შვეიცარიის დროშა ლუცერნი დოლარი ლესია 9 თებერვალი, 2013
2 (67) ავსტრიის დროშა ვენა ევრო ანდრეი 16 თებერვალი, 2013
3 (68) ჩეხეთის დროშა პრაღა დოლარი ლესია 23 თებერვალი, 2013
4 (69) ბელგიის დროშა ბრიუსელი ევრო ანდრეი 2 მარტი, 2013
5 (70) იტალიის დროშა ვენეცია ევრო ანდრეი 9 მარტი, 2013
6 (71) ბოლივიის დროშა ლა-პასი დოლარი ლესია 14 აპრილი, 2013
7 (72) ეკვადორის დროშა კიტო დოლარი ანდრეი 21 აპრილი, 2013
8 (73) კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა დოლარი ლესია 28 აპრილი, 2013
მეექვსე სეზონი („Курортный“ - „საკურორტო“)
ნომერი ადგილი ვალუტა ოქროს ბარათის მფლობელი ეპიზოდის პრემიერა
1 (74) არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა აბუ-დაბი დოლარი ნასტია 12 მაისი, 2013
2 (75) თურქეთის დროშა ანტალია დოლარი ანდრეი 19 მაისი, 2013
3 (76) საფრანგეთის დროშა კორსიკა ევრო ნასტია 26 მაისი, 2013
4 (77) ხორვატიის დროშა დუბროვნიკი დოლარი ნასტია 2 ივნისი, 2013
5 (78) მალტის დროშა მალტა ევრო ანდრეი 9 ივნისი, 2013
6 (79) ესპანეთის დროშა ვალენსია ევრო ანდრეი 16 ივნისი, 2013
7 (80) საბერძნეთის დროშა კრეტა ევრო ნასტია 23 ივნისი, 2013
8 (81) ესპანეთის დროშა ივისა ევრო ანდრეი 30 ივნისი, 2013
მეშვიდე სეზონი („Назад в СССР“ - უკან სსრკ-ში“)
ნომერი ადგილი ვალუტა ოქროს ბარათის მფლობელი ეპიზოდის პრემიერა
1 (82) ბელარუსის დროშა მინსკი დოლარი ნასტია 25 აგვისტო, 2013
2 (83) ლიეტუვის დროშა ვილნიუსი დოლარი ანდრეი 1 სექტემბერი, 2013
3 (84) რუსეთის დროშა ყაზანი რუბლი ანდრეი 8 სექტემბერი, 2013
4 (85) უკრაინის დროშა ყირიმი გრივნა ანდრეი 15 სექტემბერი, 2013
5 (86) მოლდოვის დროშა კიშინიოვი დოლარი ნასტია 22 სექტემბერი, 2013
6 (87) უკრაინის დროშა ოდესა გრივნა ნასტია 29 სექტემბერი, 2013
7 (88) ესტონეთის დროშა ტალინი ევრო ნასტია 6 ოქტომბერი, 2013
8 (89) რუსეთის დროშა ბაიკალი რუბლი ანდრეი 13 ოქტომბერი, 2013
9 (90) რუსეთის დროშა ვლადივოსტოკი რუბლი ნასტია 20 ოქტომბერი, 2013
10 (91) რუსეთის დროშა კამჩატკა რუბლი ნასტია 27 ოქტომბერი, 2013
11 (92) რუსეთის დროშა გროზნო რუბლი ნასტია 3 ნოემბერი, 2013
12 (93) სომხეთის დროშა ერევანი დოლარი ანდრეი 10 ნოემბერი, 2013
13 (94) საქართველოს დროშა საქართველო დოლარი ანდრეი 17 ნოემბერი, 2013
14 (95) ტაჯიკეთის დროშა დუშანბე დოლარი ნასტია 24 ნოემბერი, 2013
15 (96) ყირგიზეთის დროშა ბიშკეკი დოლარი ნასტია 1 დეკემბერი, 2013
16 (97) ყაზახეთის დროშა ალმათი დოლარი ანდრეი 8 დეკემბერი, 2013
17 (98) აზერბაიჯანის დროშა ბაქო 2 დოლარი ანდრეი 15 დეკემბერი, 2013
18 (99) რუსეთის დროშა კალინინგრადი რუბლი ანდრეი 22 დეკემბერი, 2013
19 (100) უკრაინის დროშა ლვოვი გრივნა ნასტია 29 დეკემბერი, 2013
20 (101) რუსეთის დროშა მოსკოვი რუბლი ანდრეი 31 დეკემბერი, 2013
მერვე სეზონი („На краю света“ - „სამყაროს დასალიერში“)
ნომერი ადგილი ვალუტა ოქროს ბარათის მფლობელი ეპიზოდის პრემიერა
1 (102) მალდივის კუნძულების დროშა მალდივის კუნძულები დოლარი რეგინა 2 თებერვალი, 2014
2 (103) ეთიოპიის დროშა ადის-აბება დოლარი კოლია 9 თებერვალი, 2014
3 (104) ტანზანიის დროშა ტანზანია დოლარი კოლია 16 თებერვალი, 2014
4 (105) სეიშელის დროშა სეიშელის კუნძულები დოლარი რეგინა 23 თებერვალი, 2014
5 (106) ფილიპინების დროშა მანილა დოლარი კოლია 2 მარტი, 2014
6 (107) ბრუნეის დროშა მალაიზიის დროშა ბორნეო დოლარი კოლია 9 მარტი, 2014
7 (108) ვიეტნამის დროშა ჰანოი დოლარი რეგინა 16 მარტი, 2014
8 (109) პალაუს დროშა პალაუ დოლარი კოლია 23 მარტი, 2014
9 (110) ავსტრალიის დროშა მელბურნი დოლარი კოლია 30 მარტი, 2014
10 (111) ახალი ზელანდიის დროშა ოკლენდი დოლარი კოლია 6 აპრილი, 2014
11 (112) ვანუატუს დროშა ვანუატუ დოლარი რეგინა 13 აპრილი, 2014
12 (113) ავსტრალიის დროშა სიდნეი დოლარი რეგინა 20 აპრილი, 2014
13 (114) იაპონიის დროშა ტოკიო დოლარი რეგინა 27 აპრილი, 2014
14 (115) იაპონიის დროშა კიოტო დოლარი კოლია 4 მაისი, 2014
15 (116) ჩინეთის რესპუბლიკის დროშა ტაიბეი დოლარი კოლია 11 მაისი, 2014
16 (117) მონღოლეთის დროშა ულან-ბატორი დოლარი კოლია 19 მაისი, 2014
17 (118) აშშ-ის დროშა ჰონოლულუ დოლარი კოლია 26 მაისი, 2014
18 (119) აშშ-ის დროშა ალასკა დოლარი კოლია 2 ივნისი, 2014
19 (120) კანადის დროშა ტორონტო დოლარი რეგინა 9 ივნისი, 2014
20 (121) კანადის დროშა მონრეალი დოლარი კოლია 16 ივნისი, 2014
21 (122) ისლანდიის დროშა ისლანდია დოლარი კოლია 23 ივნისი, 2014
22 (123) გრენლანდიის დროშა გრენლანდია დოლარი რეგინა 30 ივნისი, 2014
23 (124) ირლანდიის დროშა ირლანდია ევრო კოლია 7 ივლისი, 2014
24 (125) მავრიკის დროშა მავრიკი დოლარი რეგინა 14 ივლისი, 2014
25 (126) პანამის დროშა პანამა დოლარი კოლია 21 ივლისი, 2014
26 (127) კოლუმბიის დროშა ბოგოტა დოლარი რეგინა 28 ივლისი, 2014
27 (128) არგენტინის დროშა უშუაია დოლარი რეგინა 4 აგვისტო, 2014
28 (129) ჩილეს დროშა აღდგომის კუნძული დოლარი რეგინა 11 აგვისტო, 2014
მეცხრე სეზონი („Неизведанная Европа“ - „შეუსწავლელი ევროპა“)
ნომერი ადგილი ვალუტა ოქროს ბარათის მფლობელი ეპიზოდის პრემიერა
1 (130) საფრანგეთის დროშა ბორდო ევრო ჟენია 8 სექტემბერი, 2014
2 (131) გერმანიის დროშა ფრანკფურტი ევრო ჟენია 15 სექტემბერი, 2014
3 (132) საფრანგეთის დროშა ნორმანდია ევრო რეგინა 22 სექტემბერი, 2014
4 (133) ნიდერლანდების დროშა როტერდამი ევრო რეგინა 29 სექტემბერი, 2014
5 (134) ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა სარაევო ევრო ჟენია 6 ოქტომბერი, 2014
6 (135) ესპანეთის დროშა ბასკეთი ევრო ჟენია 13 ოქტომბერი, 2014
7 (136) ესპანეთის დროშა სარაგოსა ევრო რეგინა 20 ოქტომბერი, 2014
8 (137) სერბეთის დროშა ბელგრადი დოლარი რეგინა 27 ოქტომბერი, 2014
9 (138) დანიის დროშა ფარერის კუნძულები ევრო ჟენია 3 ნოემბერი, 2014
10 (139) იტალიის დროშა ბოლონია ევრო ჟენია 10 ნოემბერი, 2014
11 (140) პოლონეთის დროშა კრაკოვი დოლარი რეგინა 17 ნოემბერი, 2014
12 (141) უკრაინის დროშა კარპატები დოლარი რეგინა 24 ნოემბერი, 2014
13 (142) პორტუგალიის დროშა აზორის კუნძულები ევრო ჟენია 1 დეკემბერი, 2014
14 (143) გაერთიანებული სამეფოს დროშა ნოტინგემი დოლარი რეგინა 8 დეკემბერი, 2014
15 (144) გაერთიანებული სამეფოს დროშა ლივერპული დოლარი რეგინა 15 დეკემბერი, 2014
16 (145) გაერთიანებული სამეფოს დროშა გლაზგო დოლარი ჟენია 22 დეკემბერი, 2014
17 (146) ავსტრიის დროშა ტიროლი ევრო ჟენია 29 დეკემბერი, 2014
მეათე სეზონი („Юбилейный“ - „საიუბილეო“ ნაწილი 1)
ნომერი ადგილი ვალუტა წამყვანები[10] ეპიზოდის პრემიერა
1 (147) ინდოეთის დროშა დელი დოლარი რეგინა და ჟენია 9 თებერვალი, 2015
2 (148) ჩინეთის დროშა გუანჯოუ დოლარი კოლია და რეგინა 16 თებერვალი, 2015
3 (149) ინდოეთის დროშა ვარანასი დოლარი ლესია და ჟენია 23 თებერვალი, 2015
4 (150) მიანმარის დროშა მანდალაი დოლარი ლესია და კოლია 2 მარტი, 2015
5 (151) გვატემალის დროშა გვატემალა დოლარი ანდრეი და კოლია 9 მარტი, 2015
6 (152) ლაოსის დროშა ლუანგპრაბანგი დოლარი ლესია და ნასტია 16 მარტი, 2015
7 (153) ეგვიპტის დროშა კაირო დოლარი ნასტია და რეგინა 23 მარტი, 2015
8 (154) პუერტო-რიკოს დროშა პუერტო-რიკო დოლარი კოლია და რეგინა 30 მარტი, 2015
9 (155) დომინიკელთა რესპუბლიკის დროშა დომინიკელთა რესპუბლიკა დოლარი ნასტია და ჟენია 6 აპრილი, 2015
10 (156) კუბის დროშა სანტიაგო-დე-კუბა დოლარი ლესია და ჟენია 13 აპრილი, 2015
11 (157) იტალიის დროშა ნეაპოლი ევრო ჟანა და ანდრეი 20 აპრილი, 2015[11]
12 (158) აშშ-ის დროშა ვაშინგტონი დოლარი რეგინა და ჟენია 27 აპრილი, 2015
13 (159) უნგრეთის დროშა ბუდაპეშტი დოლარი ჟანა და კოლია 4 მაისი, 2015
14 (160) აშშ-ის დროშა სიეტლი დოლარი ანდრეი და რეგინა 11 მაისი, 2015
15 (161) აშშ-ის დროშა არიზონა დოლარი ანდრეი და ჟენია 18 მაისი, 2015
16 (162) აშშ-ის დროშა სან-დიეგო დოლარი ლესია და რეგინა 25 მაისი, 2015
17 (163) კაბო-ვერდეს დროშა კაბო-ვერდე დოლარი ლესია და ჟენია 1 ივნისი, 2015
18 (164) სენეგალის დროშა დაკარი დოლარი რეგინა და ჟენია 8 ივნისი, 2015
19 (165) პორტუგალიის დროშა მადეირა ევრო ლესია და რეგინა 15 ივნისი, 2015
20 (166) ესპანეთის დროშა სევილია ევრო ალანი და ჟანა 22 ივნისი, 2015
მეთერთმეტე სეზონი („Юбилейный“ - „საიუბილეო“ ნაწილი 2)
ნომერი ადგილი ვალუტა წამყვანები[10] ეპიზოდის პრემიერა
1 (167) აშშ-ის დროშა ორლანდო დოლარი ანდრეი და ნასტია 17 აგვისტო, 2015
2 (168) აშშ-ის დროშა ბოსტონი დოლარი ალანი და რეგინა 24 აგვისტო, 2015
3 (169) აშშ-ის დროშა სავანა დოლარი ალანი და ნასტია 31 აგვისტო, 2015
4 (170) აშშ-ის დროშა იელოუსტოუნი დოლარი ანდრეი და ლესია 7 სექტემბერი, 2015
5 (171) საბერძნეთის დროშა სალონიკი ევრო ნასტია და კოლია 14 სექტემბერი, 2015
6 (172) ნორვეგიის დროშა ოსლო დოლარი ლესია და რეგინა 21 სექტემბერი, 2015
7 (173) ალბანეთის დროშა ალბანეთი დოლარი ლესია და ჟენია 28 სექტემბერი, 2015
8 (174) ნორვეგიის დროშა შპიცბერგენი დოლარი რეგინა და ჟენია 5 ოქტომბერი, 2015
9 (175) პოლონეთის დროშა ვარშავა დოლარი კოლია და რეგინა 12 ოქტომბერი, 2015
10 (176) აშშ-ის დროშა დეტროიტი დოლარი ლესია და ჟენია 19 ოქტომბერი, 2015
11 (177) რუმინეთის დროშა ტრანსილვანია დოლარი კოლია და ჟენია 26 ოქტომბერი, 2015
12 (178) კანადის დროშა კვებეკი დოლარი ლესია და რეგინა 2 ნოემბერი, 2015
13 (179) აშშ-ის დროშა რინო დოლარი რეგინა და ჟენია 9 ნოემბერი, 2015
14 (180) გერმანიის დროშა მიუნხენი ევრო ლესია და რეგინა 16 ნოემბერი, 2015
15 (181) ლიხტენშტაინის დროშა ლიხტენშტაინი დოლარი ალანი და ლესია 23 ნოემბერი, 2015
16 (182) ფინეთის დროშა ჰელსინკი ევრო ლესია და კოლია 30 ნოემბერი, 2015
17 (183) ბრაზილიის დროშა მანაუსი დოლარი კოლია და რეგინა 7 დეკემბერი, 2015
18 (184) პერუს დროშა ლიმა დოლარი ლესია და ჟენია 14 დეკემბერი, 2015
19 (185) არგენტინის დროშა ჩილეს დროშა პატაგონია დოლარი კოლია და ჟენია 21 დეკემბერი, 2015
20 (186) აშშ-ის დროშა ნიუ-იორკი 2 დოლარი ალანი და ლესია 28 დეკემბერი, 2015
მეთორმეტე სეზონი („Кругосветка“ - „მსოფლიოს გარშემო“)
ნომერი ადგილი ვალუტა ოქროს ბარათის მფლობელი ეპიზოდის პრემიერა
1 (187) ბელგიის დროშა ანტვერპენი ევრო რეგინა 15 თებერვალი, 2016
2 (188) გერმანიის დროშა დიუსელდორფი ევრო რეგინა 22 თებერვალი, 2016
3 (189) იტალიის დროშა ფლორენცია ევრო რეგინა 29 თებერვალი, 2016
4 (190) ნამიბიის დროშა ნამიბია დოლარი ლესია 7 მარტი, 2016
5 (191) სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა იოჰანესბურგი დოლარი ლესია 14 მარტი, 2016
6 (192) ზიმბაბვეს დროშა ჰარარე დოლარი რეგინა 21 მარტი, 2016
7 (193) მოზამბიკის დროშა მაპუტუ დოლარი ლესია 28 მარტი, 2016
8 (194) უგანდის დროშა უგანდა დოლარი რეგინა 4 აპრილი, 2016
9 (195) ომანის დროშა მასკატი დოლარი ლესია 11 აპრილი, 2016
10 (196) ინდოეთის დროშა გოა დოლარი ლესია 18 აპრილი, 2016
11 (197) ინდოეთის დროშა ბანგალორი დოლარი რეგინა 25 აპრილი, 2016
12 (198) ნეპალის დროშა პოკჰარა დოლარი რეგინა 2 მაისი, 2016
13 (199) ბანგლადეშის დროშა დაკა დოლარი ლესია 9 მაისი, 2016
14 (200) ტაილანდის დროშა ფხუკეტი დოლარი ლესია 16 მაისი, 2016
15 (201) ტაილანდის დროშა ჩიანგმაი დოლარი რეგინა 23 მაისი, 2016
16 (202) ინდონეზიის დროშა ჯაკარტა დოლარი ლესია 30 მაისი, 2016
17 (203) ჩინეთის დროშა ხაინანი დოლარი რეგინა 6 ივნისი, 2016
18 (204) მაკაოს დროშა მაკაო დოლარი ლესია 13 ივნისი, 2016
19 (205) ფილიპინების დროშა სებუ დოლარი ლესია 20 ივნისი, 2016
20 (206) იაპონიის დროშა ჰიროსიმა დოლარი ლესია 27 ივნისი, 2016
21 (207) იაპონიის დროშა ოსაკა დოლარი რეგინა 4 ივლისი, 2016
22 (208) ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების დროშა საიპანი დოლარი რეგინა 11 ივლისი, 2016
23 (209) ფიჯის დროშა ფიჯი დოლარი ლესია 18 ივლისი, 2016
24 (210) საფრანგეთის პოლინეზიის დროშა ტაიტი დოლარი ლესია 25 ივლისი, 2016
25 (211) კანადის დროშა ვანკუვერი დოლარი პეტია 1 აგვისტო, 2016
26 (212) აშშ-ის დროშა საკრამენტო დოლარი რეგინა 8 აგვისტო, 2016
27 (213) აშშ-ის დროშა სოლტ-ლეიკ-სიტი დოლარი პეტია 15 აგვისტო, 2016
28 (214) მექსიკის დროშა გვადალახარა დოლარი პეტია 22 აგვისტო, 2016
29 (215) მექსიკის დროშა აკაპულკო დოლარი პეტია 29 აგვისტო, 2016
30 (216) ჰონდურასის დროშა ჰონდურასი დოლარი რეგინა 5 სექტემბერი, 2016
31 (217) ეკვადორის დროშა გუაიაკილი დოლარი პეტია 12 სექტემბერი, 2016
32 (218) პერუს დროშა იკიტოსი დოლარი პეტია 19 სექტემბერი, 2016
33 (219) ჩილეს დროშა ატაკამა დოლარი პეტია 26 სექტემბერი, 2016
34 (220) გაიანის დროშა გაიანა დოლარი რეგინა 3 ოქტომბერი, 2016
35 (221) პარაგვაის დროშა ასუნსიონი დოლარი პეტია 10 ოქტომბერი, 2016
36 (222) ურუგვაის დროშა მონტევიდეო დოლარი რეგინა 17 ოქტომბერი, 2016
37 (223) პორტუგალიის დროშა პორტუ ევრო რეგინა 24 ოქტომბერი, 2016
38 (224) მაროკოს დროშა ფესი დოლარი პეტია 31 ოქტომბერი, 2016
39 (225) ესპანეთის დროშა კორდოვა ევრო პეტია 7 ნოემბერი, 2016
40 (226) საფრანგეთის დროშა ნანტი ევრო პეტია 14 ნოემბერი, 2016
მეცამეტე სეზონი („Рай и ад“ - „სამოთხე და ჯოჯოხეთი“)
ნომერი ადგილი ვალუტა ოქროს ბარათის მფლობელი ეპიზოდის პრემიერა
1 (227) ტაილანდის დროშა ტაილანდი დოლარი რეგინა 13 თებერვალი, 2017
2 (228) ინდონეზიის დროშა ინდონეზია დოლარი ლესია 20 თებერვალი, 2017
3 (229) კენიის დროშა მომბასა დოლარი რეგინა 27 თებერვალი, 2017
4 (230) ვიეტნამის დროშა ვიეტნამი დოლარი ლესია 6 მარტი, 2017
5 (231) ინდოეთის დროშა კოლკატა დოლარი რეგინა 13 მარტი, 2017
6 (232) კამბოჯის დროშა კამბოჯა დოლარი რეგინა 20 მარტი, 2017
7 (233) იამაიკის დროშა იამაიკა 2 დოლარი რეგინა 27 მარტი, 2017
8 (234) ჰონდურასის დროშა სან-პედრო-სულა დოლარი რეგინა 3 აპრილი, 2017
9 (235) კიურასაოს დროშა კიურასაო დოლარი ლესია 10 აპრილი, 2017
10 (236) ბაჰამის კუნძულების დროშა ბაჰამის კუნძულები დოლარი რეგინა 17 აპრილი, 2017
11 (237) ვენესუელის დროშა კარაკასი დოლარი ლესია 24 აპრილი, 2017
12 (238) ახალი ზელანდიის დროშა კუინსტაუნი დოლარი ლესია 1 მაისი, 2017
13 (239) ახალი კალედონიის დროშა ახალი კალედონია დოლარი რეგინა 8 მაისი, 2017
14 (240) სოლომონის კუნძულების დროშა სოლომონის კუნძულები დოლარი ლესია 15 მაისი, 2017
15 (241) ავსტრალიის დროშა კუინზლენდი დოლარი ლესია 22 მაისი, 2017
16 (242) შვეიცარიის დროშა ჟენევა დოლარი ლესია 29 მაისი, 2017
17 (243) ნიგერიის დროშა ნიგერია დოლარი ლესია 5 ივნისი, 2017
18 (244) განის დროშა განა დოლარი რეგინა 12 ივნისი, 2017
19 (245) ტუნისის დროშა ტუნისი დოლარი რეგინა 19 ივნისი, 2017
20 (246) საბერძნეთის დროშა კორფუ ევრო ლესია 26 ივნისი, 2017
მეთოთხმეტე სეზონი („Перезагрузка“ - „გადატვირთვა“)
ნომერი ადგილი ვალუტა ოქროს ბარათის მფლობელი ეპიზოდის პრემიერა
1 (247) ჰონგ-კონგის დროშა ჰონგ-კონგი 2 დოლარი ანტონი 14 მარტი, 2017
2 (248) შრი-ლანკის დროშა შრი-ლანკა 2 დოლარი ანტონი 21 მარტი, 2017
3 (249) ტაილანდის დროშა ბანგკოკი 2 დოლარი ნასტია 28 მარტი, 2017
4 (250) ნეპალის დროშა კატმანდუ 2 დოლარი ანტონი 4 აპრილი, 2017
5 (251) სინგაპურის დროშა სინგაპური 2 დოლარი ნასტია 11 აპრილი, 2017
6 (252) ბრაზილიის დროშა რიო-დე-ჟანეირო 2 დოლარი ანტონი 18 აპრილი, 2017
7 (253) ეკვადორის დროშა კიტო 2 დოლარი ნასტია 25 აპრილი, 2017
8 (254) მექსიკის დროშა მეხიკო 2 დოლარი ნასტია 2 მაისი, 2017
9 (255) მექსიკის დროშა კანკუნი 2 დოლარი ანტონი 9 მაისი, 2017
10 (256) კუბის დროშა ჰავანა 2 დოლარი ანტონი 16 მაისი, 2017
11 (257) აშშ-ის დროშა მაიამი 2 დოლარი ანტონი 23 მაისი, 2017
12 (258) აშშ-ის დროშა ლას-ვეგასი 2 დოლარი ანტონი 30 მაისი, 2017
13 (259) აშშ-ის დროშა ლოს-ანჯელესი 2 დოლარი ნასტია 6 ივნისი, 2017
14 (260) აშშ-ის დროშა სან-ფრანცისკო 2 დოლარი ანტონი 13 ივნისი, 2017
15 (261) აშშ-ის დროშა ჩიკაგო 2 დოლარი ნასტია 20 ივნისი, 2017
16 (262) ნიდერლანდების დროშა ამსტერდამი 2 ევრო ანტონი 27 ივნისი, 2017
17 (263) გერმანიის დროშა ბერლინი 2 ევრო ნასტია 4 ივლისი, 2017
18 (264) საფრანგეთის დროშა პარიზი 2 ევრო ნასტია 11 ივლისი, 2017
19 (265) ჩეხეთის დროშა პრაღა 2 დოლარი ანტონი 18 ივლისი, 2017

გამოუცემელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოუცემელი
ნაწილი ეპიზოდი ეპიზოდის პრემიერა
1 (1) იტალიის დროშა ვენეცია, ტანზანიის დროშა ტანზანია, ყაზახეთის დროშა ალმათი, კენიის დროშა ნაირობი, ბრაზილიის დროშა რიო-დე-ჟანეირო, რუსეთის დროშა ბაიკალი 18 აგვისტო, 2014
2 (2) ეკვადორის დროშა კიტო, იაპონიის დროშა ტოკიო, ჰონგ-კონგის დროშა ჰონგ-კონგი, არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა აბუ-დაბი, პორტუგალიის დროშა ლისაბონი, აშშ-ის დროშა ჩიკაგო, პერუს დროშა მაჩუ-პიქჩუ 25 აგვისტო, 2014
3 (3) ისლანდიის დროშა ისლანდია, სამხრეთ კორეის დროშა სეული, მავრიკის დროშა მავრიკი, ჰონგ-კონგის დროშა ჰონგ-კონგი, რუსეთის დროშა სანქტ-პეტერბურგი 1 სექტემბერი, 2014
საიუბილეო სეზონი.
გამოუცემელი
1 (4) იტალიის დროშა ნეაპოლი, მაროკოს დროშა ელ-სუვაირა, ინდოეთის დროშა ნიუ-დელი, ეგვიპტის დროშა კაირო, პორტუგალიის დროშა აზორის კუნძულები 3 აგვისტო, 2015
2 (5) ლაოსის დროშა ლუანგპრაბანგი, ბოლივიის დროშა ლა-პასი, ინდოეთის დროშა ნიუ-დელი, გვატემალის დროშა გვატემალა, ესპანეთის დროშა სევილია, ისლანდიის დროშა ისლანდია 10 აგვისტო, 2015
მსოფლიოს გარშემო.
გამოუცემელი
1 (6) ბელგიის დროშა ანტვერპენი, პერუს დროშა იკიტოსი, ნეპალის დროშა პოკჰარა, ზიმბაბვეს დროშა ჰარარე 21 ნოემბერი, 2016
2 (7) მოზამბიკის დროშა მაპუტუ, პარაგვაის დროშა ასუნსიონი, საფრანგეთის პოლინეზიის დროშა ტაიტი, ჰონდურასის დროშა ჰონდურასი 28 ნოემბერი, 2016
3 (8) კანადის დროშა ვანკუვერი 5 დეკემბერი, 2016
4 (9) უგანდის დროშა უგანდა, ომანის დროშა მასკატი 12 დეკემბერი, 2016

სპეციალური გამოშვებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნომერი ადგილი ვალუტა წამყვანები[10] ეპიზოდის პრემიერა
1 (1) რუსეთის დროშა სოჭი დოლარი ჟანა ბადოევა და ანტონ ლავრენტიევი 19 აგვისტო, 2016

არგადაღებული ეპიზოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეშვიდე სეზონი („უკან სსრკ-ში“)
ადგილი წამყვანები ეპიზოდის გაუქმების მიზეზი
უზბეკეთის დროშა ტაშკენტი ანდრეი და ნასტია გადამღებმა ჯგუფმა უზბეკეთის ხელისუფლებისგან გადაღების ოფიციალური ნებართვა ვერ მიიღო.
უზბეკეთის დროშა სამარყანდი
თურქმენეთის დროშა აშხაბადი გადამღებმა ჯგუფმა ვერ მიიღო თურქმენეთის ვიზა.
მეათე სეზონი („საიუბილეო“)
მაროკოს დროშა ელ-სუვაირა ლესია და კოლია გადამღებმა ჯგუფმა მაროკოში ჩასვლის შემდეგ გადაღების ოფიციალური ნებართვა ვერ მიიღო.
მეთორმეტე სეზონი („მსოფლიოს გარშემო“)
ირანის დროშა თეირანი ლესია და რეგინა გადამღებმა ჯგუფმა ვერ მიიღო ირანის ვიზა.
კატარის დროშა დოჰა გადამღებმა ჯგუფს კატარმა ვიზა არ გაუხსნა.
ახალი ზელანდიის დროშა კუინსტაუნი გადამღებმა ჯგუფმა ვერ მიიღო ახალი ზელანდიის ვიზა.

რეგიონალური ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაცემის მე-7 სეზონი „უკან სსრკ-ში“ ტელეკომპანია „Интер“-ისა (უკრაინა) და „Пятница!“-სთვის (რუსეთი) სხვადასხვა რედაქციით მომზადდა. ვერსიები ერთმანეთისგან სპონსორებითა და ვალუტით განსხვავდებოდა: უკრაინისთვის ყველა ხარჯი გრივნებში იყო მითითებული, ხოლო რუსეთისთვის - რუბლებში. აღსანიშნავია, რომ შესავალში და აეროპორტში 1 საბჭოთა მანეთის აგდება ხდება, ხოლო ტელეარხ „Интер“-ის ეთერში გასულ ვერსიაში ის 1 გრივნის მონეტით იყო შეცვლილი.

Орёл & решка. Новый год[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„Орёл & решка. Новый год“ — საახალწლო სერიალი, რომელშიც მე-12 სეზონის („მსოფლიოს გარშემო“) ყველა მონაწილე ფიგურირებს - რეგინა ტოდორენკო, პეტრე რომანოვი, ევგენი სინელნიკოვი, ელენა სინელნიკოვა, ოლეგ ავილოვი, ოლეგ შევჩიშინი და იაროსლავ ანდრუშჩენკო.

სცენარით, პირველი ნაწილის მოქმედება სოფელ რეშკინოში, ხის სახლში ვითარდება. თითქოს გადამღები ჯგუფი ახლახან დაბრუნდა მოგზაურობიდან და ახალი წლის ჩვეულებრივი ხალხივით აღნიშვნა გადაწყვიტეს. მაგრამ სადღესასწაულო მზადება ასეთი მშვიდი არ შეიძლება იყოს, ამიტომ თანდათანობით სახლში სტუმრები ლესია ნიკიტიუკი, მარია ივაკოვა და ჟანა ბადოევა მიდიან. საქმესთან ერთად გმირები იხსენებენ „მსოფლიოს გარშემო“ გადამხდარ თავგადასავლებს: რას ჭამდნენ, როგორ კამათობდნენ, როგორ ძლებდნენ სიყვარულის გარეშე, რა დანაკარგები ჰქონდათ მათ მოგზაურობისას და ა.შ. მეორე ნაწილში, 1 იანვრის დილას, ყველანი აჩნევენ არაჩვეულებრივ მოვლენებს: რეგინა აზრებს კითხულობს, იაროსლავს ეუბნებიან ყველაფერს რასაც მასზე ფიქრობენ, ოლეგ ავილოვს თმები ამოუვიდა, ხოლო ჟენიას ყველაფერი უკვირს! მაგრამ გადაცემის „ხმის“ (ევგენი სინჩუკოვი) დახმარებით, პერსონაჟები იგებენ, რომ მათ მიერ 12 საათზე ჩაფიქრებული ყველა სურვილი ახდა. პეტრე რომანოვი სურვილისამებრ სანაპიროზე „ოქროს ბარათით“ აღმოჩნდა. ყველა მის საძებნელად მიეშურება. სერიის ბოლოში მოგზაურები თავიანთ მეგობარს ურეკავენ ტაიტიზე, სადაც ახალი წელი ჯერ არ დამდგარა და მას სთხოვენ გმირების მიერ ჩაფიქრებული სურვილების გაუქმება ისურვოს. ყველაფერი თავის ადგილას ბრუნდება და მოგზაურები გადაცემის გაგრძელების გადასაღებად მიდიან.

გადაღება 2016 წლის დეკემბერში, კიევის ოლქში მიმდინარეობდა. ჩვენება ტელეკომპანია „Пятница!“-ს ეთერში 31 დეკემბერსა და 1 იანვარს გაიმართა. გაურკვეველი მიზეზების გამო სერიალის ჩვენება „Интер“-ის ეთერში არ შედგა. სულ 2 საათნახევრიანი სერია გამოვიდა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ДУСЯ (8 апреля 2013). „ПРОДЮСЕР СВЕТЛАНЫ ЛОБОДЫ НАТЕЛЛА КРАПИВИНА: «МЫ РЕШИЛИ В НАШЕЙ СТРАНЕ БОЛЬШЕ НЕ УЧАСТВОВАТЬ В ТЕЛЕПРОЕКТАХ»“ (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-23. ციტირების თარიღი: 2013-11-16. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  2. ВсёТВ - "Интер" продолжит показ популярного travel show "Орел и решка". ციტირების თარიღი: 2013-03-09.
  3. Даша АЛИШЕВСКАЯ (14.10.2013). „Шоу «Орел и решка» собирается в Сомали?“ (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-17. ციტირების თარიღი: 2013-10-21. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  4. Как правило, программу ведут мужчина и женщина, при этом монету бросает мужчина-ведущий. Соответственно, если монета выпадает «орлом», золотая карта достаётся мужчине, а женщина-ведущая уходит с $100. Однако, в связи с тем, что в 10-м и 11-м сезонах некоторые выпуски ведут двое мужчин или две женщины, золотая карта достаётся тому (или той), кто подбросил монету, если она выпала «орлом».
  5. Евгений Ленов (25.10.2011). "Орёл и решка": первый клад найден в Стамбуле“ (რუსული). ციტირების თარიღი: 2013-10-17. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  6. «Орел и решка»: как нельзя брендировать туристический Кыргызстан
  7. Леся Никитюк ушла из шоу «Орел и решка» ради идеального мужчины. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-30. ციტირების თარიღი: 2017-01-22.
  8. В «Орле и решке» покажут адские и райские уголки мира
  9. მხოლოდ საფინალო გამოშვება.
  10. 10.0 10.1 10.2 ოქროს ბარათის მფლობელი გამოყოფილია მუქი შრიფტით.
  11. უცნობი მიზეზის გამო, უკრაინაში (ტელეკომპანია „Интер“) 157-ე ეპიზოდი 156-ზე უფრო ადრე გავიდა ეტერში.