ფესი
|
ქალაქი
ფესი
فاس
|
ფესი (არაბ. فاس; ფრანგ. Fès) — სიდიდით მეორე ქალაქი მაროკოში, კასაბლანკას შემდეგ, ფეს-ბულემანის რეგიონის დედაქალაქი. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 1 მლნ ადამიანს შეადგენს.
ფესი, ყოფილი დედაქალაქი, ერთ-ერთია ქვეყანაში არსებული ოთხი „იმპერიული ქალაქიდან“, სხვა დანარჩენებია რაბატი, მარაკეში და მეკნესი. ქალაქი მოიცავს სამ განსხვავებულ რაიონს — ფეს-ელ-ბალის (ძველი, კედელშემორტყმული ქალაქი), ფეს-ჯდიდს (ახალი ფესი) და ფრანგების მიერ შექმნილ უახლეს ნაწილს ახალ ქალაქს (Ville Nouvelle).
ფეს-ელ-ბალი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული. მისი მედინა, ესაზღვრება მსოფლიოში უდიდეს ავტომობილთანაგ თავისუფალ არეალს. ფესში მდებარე ალ-კარაუინის უნივერსიტეტი 859 წელს დაარსდა და მსოფლიოში უძველეს, დღემდე მოქმედ უნივერსიტეტად მიიჩნევა. ქალაქს ხშირად დასავლეთის „მექას“ და აფრიკის „ათენს“ უწოდებენ.
ისტორია [რედაქტირება]
ქალაქი 789 წელს, მდინარე ფესის მარჯვენა სანაპიროზე ისდისიდთა დინასტიის ფუძემდებელმა, ირდის I-მა დააარსა. მშენებლობები მდინარის მოპირდაპირე მხარეს მისმა ვაჟმა, ირდის II-მ გააგრძელა. ასე წარმოიქმნა მდინარის სხვადასხვა მხარეს მდებარე ორი დამოუკიდებელი ქალაქი, რომლებიც XI საუკუნეში შეერთდნენ.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ფესის ტურისტული გზამკვლევი ვიკითრეველისგან
- Fez City Fez Portal
- complexe culturel de fes complexe culturel de fes, Morocco
- The portal of Fès
- The Fes Festival: Sacred Music From Around The World
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 170 რუს. • ინგლ. • ფრ. |
|
|||||||