ჟენევა
ვიკიპედიიდან
ქალაქი
|
ჟენევა (ფრანგ. Genève, გერმ. Genf, ლათ. Genava) - სიდიდით მესამე ქალაქი შვეიცარიაში, ჟენევის კანტონის ადმინისტრაციული ცენტრი, მდებარეობს ჟენევის ტბის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე. მდინარე რონის ორივე ნაპირზე.
[რედაქტირება] ისტორია
ჟენევას პირველად იულიუს კეისარი მოიხსენიებს ძვ. წ. I საუკუნეში. შუა საუკუნეებშითვითმმართველობასა და სხვა პრივილეგიებს მიაღწია.. XIV-XV საუკუნეებში განთქმული იყო თავისი ბაზრობებით, მოგვიანებით საბანკო-საკრედიტო ოპერაციების ცენტრი გახდა. XVI საუკუნეში იყო შვეიცარიის კონფედერაციის "მოკავშირე მხარე". 1536 წელს გატარდა ჯერ ცვინგლის, შემდეგ - კალვინისტური რეფორმაცია, რომლის დროს კალვინიზმის ევროპული ცენტრი გახდა. 1584 წელს დადო "საუკუნის კავშირი" ბერნთან და ციურიხთან. 1798-1814 წწ. ეკუთვნოდა საფრანგეთს. 1815 წელს წარმოადგენდა შვეიცარიის 22-ე კანტონს.
ჟენევა საერთაშორისო კონფერენციების მოწვევის ტრადიციული ადგილი და საერთაშორისო ორგანიზაციების და დაწესებულებების ადგილსამყოფელია (გაერო, წითელი ჯვარი...). არის ტურიზმის მნიშვნელოვანი კერა.
[რედაქტირება] ღირსშესანიშნაობები
- სენ-პიერის ტაძარი (XII ს.)
- სენტ-მარი-მადლენის ტაძარი (XIV-XV სს.)
- სასახლე ენარი (1817-1821 წწ.)