მარაკეში
|
ქალაქი
მარაკეში
مراكش
|
მარაკეში (ბერბერ. Murakush; არაბ. مراكش), ასევე ცნობილი, როგორც „წითელი ქალაქი" — ყველაზე მნიშვნელოვანი, ყოფილი საიმპერატორო ქალაქი მაროკოს ისტორიაში. ამჟამად მარაკეში მაროკოს ცენტრალური სამხრეთ-დასავლეთ ეკონომიკური რეგიონის მარაკეშ-ტენსიფტ-ალ-ჰაუზის დედაქალაქია. მდებარეობს თოვლით დაფარული ატლასის მთების მთისწინეთში და წარმოადგენს მაროკოს მეორე უმსხვილეს ქალაქს.
ბევრი სხვა ჩრდილოაფრიკული ქალაქის მსგავსად, მარაკეშიც შედგება ძველი, გამაგრებული ქალაქისა (მედინა) და მისი დანამატი თანამედროვე ქალაქისაგან. ამჟამად მისი მთლიანი მოსახლეობა 1 070 000 ადამიანს შეადგენს.[1] ქალაქს ემსახურება მენარას საერთაშორისო აეროპორტი, ამავე დროს, რკინიგზით დაკავშირებულია კასაბლანკასთან.
მარაკეშს გააჩნია უდიდესი ტრადიციული ბაზარი (სუკი) მაროკოში, ასევე ერთ-ერთი ყველაზე დაკავებული მოედანი მთელს აფრიკასა და მთელ მსოფლიოში — ჯემაა-ელ-ფნა.[2] მოედანი გადაჭედილია აკრობატებით, მკითხავებით, წყლის გამყიდველებით, მოცეკვავეებითა და მუსიკოსებით. ღამით აქ იხსნება კვების ობიექტები და მოედანი ღია ცის ქვეშ მდებარე უდიდეს რესტორნად იქცევა.
სექციების სია |
სახელი[რედაქტირება]
ქალაქის სახელწოდება სავარაუდოდ ბერბერული mur (n) akush-დან მოდის და ღმერთის მიწას ნიშნავს, მაგრამ სიტყვა mur ფიგურირებს მაღრიბში მდებარე ანტიკური ხანის სამეფოსა და მაროკოს სამხრეთით მდებარე თანამედროვე სახემლწიფო მავრიტანიის სახელწოდებაში. ასევე შასაძლოა სახელი დაკავშირებულია ძველბერძნულ სიტყვა მავროს-თან (μαύρος), რაც შავს აღნიშნავს.
სულ რაღაც რამდენიმე ათეული წლის წინ, მაროკო არაბებისთვის, სპარსელებისა და ევროპელებისთვის ცნობილი იყო როგორც „მარაკეშის სამეფო". ევროპული სახელი მაროკო პირდაპირ წამოვიდა ბერბერული სიტყვა Murakush-დან. თუმცა, ბევრ სამხრეთ აზიურ ენაზე ამ ქვეყანას დღემდე „მარაკეში" ჰქვია.
ისტორია[რედაქტირება]
XI საუკუნეში ალმოარვიდების მოსვლამდე, არეალი ქალაქ აღმათიდან იმართებოდა. ალომარავიდების ლიდრემა, აბუ-ბაქრ იბნ-უმარმა გადაწყვიტა, რომ აღმათი ხალხით მეტისმეტად იყო გავსებული და ახალი დედაქალაქის აგება არჩია. მშენებლობა მან მდინარე ტენსიფტის სიახლოვეს გასაწყვიტა. სამუშაოები 1070 წლის მაისში დაიწყო, მაგრამ აბუ-ბაქრს 1071 წლის იანვარში საჰარაში მოუწია წასვლა აჯანყების ჩასახშობად, შესაბამისად ქალაქის მშენებლობა მისმა მოადგილემ და შესაძლო მემკვიდრემ, იუსუფ იბნ-ტაშფინმა დაასრულა. ქალაქმა თავის დიად ხანას მესამე ალმორავიდი სულთნის, იაქუბ ალ-მანსურის მმართველობისას მიაღწია. ამ დროს ქალაქში მრავალი პოეტი და მეცნიერი მოვიდა და მან კუტუბიას მეჩეთისა და ახალი კასბას (გამაგრებული ნაწილი) მშენებლობა დაიწყო.
მულაი-ისმაილის მმართველობამდე, მარაკეში მაროკოს დედაქალაქი იყო. ისმაილის შემდეგ, მისმა ვაჟმა დედაქალაქი მეკნესში გადაიტანა.
მარაკეშის მედინა შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება]
გალერეა[რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება]
- ↑ Recensement Général De La Population Et De L'Habitat De 2010. hcp.ma. წაკითხვის თარიღი: 2010-01-06.
- ↑ Ready for the masses? - Daily Telegraph
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 331 რუს. • ინგლ. • ფრ. |
|
|||||||