ლვოვი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
ლვოვი
Львів
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 865 რუს. • ინგლ. • ფრ. |
ლვოვი (უკრ. Львів [ljviw], რუს. Львов; პოლ. Lwów; გერმ. Lemberg; რუმ. Liov; სომხ. Լվով), უდიდესი ქალაქი დასავლეთ უკრაინაში, ლვოვის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი, ასევე ცალკეული რაიონი ამავე ოლქში. ქალაქი მიჩნეულია უკრაინის ერთ-ერთ მთავარ კულტურულ ცენტრად. 2001 წლისთვის ცხოვრობდა 725,000 ადამიანი, რომელთაგან 88% უკრაინელი, 9% რუსი და 1% პოლონელი იყო, დამატებით 200 000 ადამიანი ყოველდღიურად შემოდიოდა გარეუბნებიდან.
ლვოვის მთავარი საგანმანათლებლო კერებია ლვოვის უნივერსიტეტი და ლვოვის პოლიტექნიკური. ქალაქშია ფილარმონიული ორკესტრი და ლვოვის ოპერისა და ბალეტის თეატრი. ისტორიული ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი და აქ მრავალი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობაა. 2006 წელს ქალაქმა დაარსებიდან 750 წლისთავი იზეიმა.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- -Video & photo Lviv
- www.lviv.travel — Multilingual official promotional website about Lviv
- city-adm.lviv.ua — Official Lviv city council website (უკრაინული)
- www.inlviv.info — Lviv tourist information (ინგლისური)
- lvovlink.at.ua — maps, news, history, photo, video, community, all about Lviv
- www.lvivcenter.org — Multilingual Website of the Center for Urban History in Lviv
- www.lviv-online.com Lviv Online. The city events guide
|
|||||||||||||||||