ვარანასი
|
ქალაქი
|
ვარანასი (სანსკრ. वाराणसी), ასევე ცნობილი, როგორც ბარანასი, ბენარასი ან კაში — ქალაქი ინდოეთში, უტარ-პრადეშის შტატში, მდინარე განგის ნაპირებზე, შტატის დედაქალაქ ლაქნაუდან 320 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით. ინდუისტებისთვის, ბუდისტებისა და ჯაინისტებისთვის იგი წმინდა ქალაქად მიიჩნევა. იგი ერთ-ერთი უძველესი უწყვეტად დასახლებული ქალაქია მსოფლიოში და უძველესი ინდოეთში.[2][3]
ვარანასის კულტურული მფარველი და ყველა რელიგიური დღესასწაულის ნაწილია კაში-ნარეში.[4] ქალაქის კულტურა მჭიდროდაა დაკავშირებული მდინარე განგთან და მის რელიგიურ მნიშვნელობასთან. მრავალი ათასეული წლის განმავლობაში ვარანასი ჩრდილოეთ ინდოეთის კულტურული და რელიგიური ცენტრი იყო. ვარანასიში განვითარდა ინდოეთის კლასიკური მუსიკის ბენარეს გჰარანა. ასევე, აქ დაიბადა მრავალი ინდოელი ფილოსოფოსი, მწერალი, პოეტი და მუსიკოსი. გაუტამა ბუდამ პირველად სარნატჰში იქდაგა, რომელიც ვარანასის სიახლოვეს მდებარეობს.[5]
ხალხი ვარანასის ხშირად მოიხსენიებს, როგორც „ტაძრების ქალაქი“, „ინდოეთის წმინდა ქალაქი“, „ინდოეთის რელიგიური დედაქალაქი“, „სინათლის ქალაქი“, „სწავლის ქალაქი“ და „დედამიწის უძველესი ქალაქი“.[6]
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- ოფიციალური ვებ-გვერდი
- Varanasi at the Open Directory Project
- Varanasi travel guide from Wikitravel
- Varanasi on Virtourist.com
- State Government Tourism Website
სქოლიო[რედაქტირება]
- ↑ Provisional Population Totals Paper 1 : 2011. Government of India. წაკითხვის თარიღი: July 12, 2011.
- ↑ Lannoy, Richard (October 1999). Benares Seen from Within. University of Washington Press, Back Flap გვ.. ISBN 0-295-97835-X. OCLC 42919796.
- ↑ Varanasi. ენციკლოპედია ბრიტანიკა. წაკითხვის თარიღი: March 6, 2008.
- ↑ Mitra, Swati (2002). Good Earth Varanasi city guide. Eicher Goodearth Limited, გვ. 216. ISBN 978-81-87780-04-5.
- ↑ District of Varanasi - Sarnath. National Informatics Centre-Varanasi. წაკითხვის თარიღი: May 1, 2009.
- ↑ Varanasi: The eternal city. Banaras Hindu University. წაკითხვის თარიღი: February 4, 2007.
|
||||||||