ვიდეო თამაშების კონსოლი
ვიდეო თამაშების კონსოლი, სათამაშო კონსოლი — ელექტრონული, ციფრული ან კომპიუტერული მოწყობილობა, რომელსაც ეკრანზე გამოაქვს ვიდეო სიგნალი ან ვიზუალური გამოსახულება და განკუთვნილი არის ვიდეო თამაშების სათამაშოდ. სახლის სათამაშო კონსოლები გამოიყენებენ ტელევიზორს, პროექტროს და კომპიუტერულ მონიტორს გამოსახულების მისაღებად.
არსებობს სხვადასხვა სახის ვიდეო თამაშების კონსოლები, მათ შორის: სახლის ვიდეო თმაშების კონსოლები, პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლები, მიკროკონსოლები და გამოყოფილი კონსოლები
თავდაპირველად სათამაშო კონსოლები პერსონალური კომპიუტერებისგან განსხვავდებოდნენ რიგი მნიშვნელოვანი ნიშანთვისებებით — ისინი ითვალისწინებდნენ მხოლოდ ტელევიზორის გამოყენებას და არ გააჩნდათ სტანდარტული პერიფერიული მოწყობილობების მხარდაჭერა, მაგალითად, როგორებიცაა კლავიატურა და მოდემი.
სათამაშო კონსოლები განვითარდა შედარებით მარტივი ელექტრონული სატელევიზიო სათამაშო სისტემებისგან, მაგალითისთვის, როგორიც არის Pong და ჩვენს დროში იქცა მძლავრ მრავალფუნქციურ სათამაშო სისტემებად, რომლებსაც დაემატა სხვადასხვა ფუნქციები და მოწყობილობები, მათ შორის CD-პლეიერი, DVD-პლეიერი, Blu-ray, ვებ-ბრაუზერი და სხვა.
სახლის კონსოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Magnavox Odyssey იყო პირველი ვიდეო თამაშების კონსოლი შექმნილი 1972 წელს
Atari 2600 იქცა მეორე თაობის ყველაზე პოპულარულ კონსოლად
NES, მიაწერენ 1983 წლის ვიდეო თამაშების კრიზისის დაძლევას[1].
PlayStation, ყველა დროის ერთ-ერთი პოპულარული კონსოლი, რომლის გაყიდვებმა 100 მილიონს გადააჭარბა[2]
PlayStation 2, იქცა ყველაზე მეტად გაყიდვად კონსოლად ისტორიაში 155 მილიონი ეგზემპლარით[3]
Nintendo Wii, მეშვიდე თაობის ყველაზე პოპულარული კონსოლი 100 მილიონი გაყიდული ასლით[4]
PlayStation 4 კონტროლერით, მერვე თაობის ვიდეო თამაშების კონსოლი
პორტატიული კონსოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Game Boy
გამოვიდა 1989 წელსSega Nomad
გამოვიდა 1995 წელს[5]Game.com
გამოვიდა 1997 წელსGame Boy Color
Released in November 1998[6]PlayStation Portable
გამოვიდა 2004 წლის 12 დეკემბერსPS Vita
გამოვიდა 2011 წლის 17 დეკემბერს
მიკროკონსოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
OUYA
გამოვიდა 2013 წლის 25 ივნისსAmazon Fire
გამოვიდა 2014 წლის 12 აპრილსPlayStation TV
გამოვიდა 2013 წლის 14 ნოემბერსOnLive
გამოვიდა 2010 წელს
გამოყოფილი კონსოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Forster, Winnie (2005). The Encyclopedia of Game Machines - Consoles, handheld & home computers 1972–2005. Gameplan. ISBN 3-00-015359-4. ციტირების თარიღი: 2017-05-08. დაარქივებული 2005-05-26 საიტზე Wayback Machine.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- კონსოლის პლატფორმები საიტზე Curlie
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ D.S.Cohen. The History of Classic Video Games - The Industry Crash and Rebirth. About.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-23. ციტირების თარიღი: 2009-03-04.
- ↑ PlayStation Cumulative Production Shipments of Hardware. Sony Computer Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-22. ციტირების თარიღი: 12 დეკემბერი, 2012.
- ↑ Consolidated Sales Transition by Region (PDF). Nintendo (2015-06-30). ციტირების თარიღი: 2015-08-18.
- ↑ Consolidated Sales Transition by Region (PDF). Nintendo (2015-06-30). ციტირების თარიღი: 2015-08-18.
- ↑ Retro Gamer staff. Retroinspection: Sega Nomad. Imagine Publishing, გვ. 46–53.
- ↑ Nintendo Adds Color to Its "Rainbow" of Products With New Game Boy Color Titles. Business Wire (12 ოქტომბერი, 1998). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 7 მაისი 2011.
|