შინაარსზე გადასვლა

Magnavox Odyssey

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Magnavox Odyssey
მწარმოებელი Magnavox
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა პირველი თაობა
გამოშვების თარიღი ჩრდ.ამ. სექტემბერი, 1972
ევრ 1973
საცალო გაყიდვაში 1972-1975
თავდაპირველი ფასი 99 აშშ დოლარი
შეწყდა 1975
გაიყიდა 350, 000
კონტროლერის შეტანა ორი პადლი
შემდეგი Magnavox Odyssey²

Magnavox Odyssey — პირველი კომერციული სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, გამოცემული კომპანია Magnavox-ის მიერ 1972 წელს აშშ-ში, ხოლო ევროპაში 1973-ში. კონსოლი შემუშავებული იქნა მცირე ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა რალფ ბაერი. Odyssey არის თეთრი, შავი და ყავისფერი ყუთი, რომელიც უერთდება სტანდარტულ ტელევიზორს და თან ახლავს ორი მართკუთხა კონტროლერი. მას შეუძლია ეკრანზე გამოსახოს სამი კვადრატული წერტილი შავ-თეთრ რეჟიმში თანხლები ხმის გარეშე. მოთამაშეები ეკრანზე ათავსებენ პლასტიკურ გადასაკრავს ვიზუალური ეფექტების მისაღებად, სადაც ერთი ან ორი მოთამაშე აკონტროლებს თავიანთ წერტილებს კონტროლერზე არსებული სამი ღილაკის საშუალებით. კონსოლისთვის აგრეთვე შემუშავდა მსოფლიოში პირველი სინათლის პისტოლეტი, რომელიც იყიდებოდა ცალკე.

კონსოლის შექმნის იდეა ბაერს 1966 წლის აგვისტოში მოუვიდა და სამი წლის განმვალობაში მან, ბილ ჰარისონთან და ბილ რაშტან ერთად შექმნა კონსოლის შვიდი წარმატებული პროტოტიპი. მეშვიდე პროტოტიპი, ცნობილი როგორც „Brown Box“, (ქართ. ნაცრისფერი ყუთი) ნაჩვენები იქნა რამდენიმე მწარმოებლისთვის, რის შემდეგაც 1971 წლის იანვარში კომპანია Magnavox დათანხმდა მის წარმოებას. კონსოლი გამოვიდა 1972 წლის სექტემბერში და წლის ბოლოს გაყიდვებმა 69,000-დან 100,000-მდე ასლს მიაღწია. მთლიანობაში გაიყიდა 350,000 ასლი და 1975 წელს მისი წარმოება შეწყდა. 1978 წელს ამას მოჰყვა ახალი კონსოლის, Magnavox Odyssey²-ის გამოცემა. 28 შექმნილი თამაშიდან ერთ-ერთი, კერძოდ პინგ-პონგი-ს სიმულაცია, იქცა Atari-ის წარმატებული არკადული თამაშის, „Pong“-ის შთაგონების წყაროდ. Odyssey-ს გამოშვებამ განაპირობა ვიდეო თამაშების ინდუსტრიის კომერციულად ზრდა და საფუძველი ჩაუყარა პირველი თაობის ვიდეო თამაშების კონსოლების ეპოქას.

არსებობის განმავლობაში სისტემისთვის შეიქმნა 28 თამაში, რომელიც ვრცელდებოდა 11 განსხვავებული სათამაშო ბარათის მეშვეობით.

სათაური სათამაშო ბარათი აშშ-ის ვერსია საერთაშორისო ვერსია
„Table Tennis“1ჩაშენებული კონსოლშიჩაშენებული კონსოლში
„Ski“2ჩაშენებული კონსოლშიჩაშენებული კონსოლში
„Simon Says“2ჩაშენებული კონსოლშიჩაშენებული კონსოლში
„Tennis“3ჩაშენებული კონსოლშიჩაშენებული კონსოლში
„Analogic“3ჩაშენებული კონსოლშიჩაშენებული კონსოლში
„Hockey“3ჩაშენებული კონსოლშიჩაშენებული კონსოლში
„Football“3, 4ჩაშენებული კონსოლშიარ არის
„Cat and Mouse“4ჩაშენებული კონსოლშიიყიდებოდა განცალკევებით
„Haunted House“4ჩაშენებული კონსოლშიიყიდებოდა განცალკევებით
„Submarine“5ჩაშენებული კონსოლშიჩაშენებული კონსოლში
„Roulette“6ჩაშენებული კონსოლშიიყიდებოდა განცალკევებით
„States“6ჩაშენებული კონსოლშიარ არის
„Fun Zoo“2იყიდებოდა განცალკევებითარ არის
„Baseball“3იყიდებოდა განცალკევებითარ არის
„Invasion“4, 5, 6იყიდებოდა განცალკევებითარ არის
„Wipeout“5იყიდებოდა განცალკევებითჩაშენებული კონსოლში
„Volleyball“7იყიდებოდა განცალკევებითჩაშენებული კონსოლში
„Soccer“8არ არისჩაშენებული კონსოლში
„Handball“8იყიდებოდა განცალკევებითარ არის
„Prehistoric Safari“9იყიდებოდა სინათლის პისტოლეტთან ერთადიყიდებოდა სინათლის პისტოლეტთან ერთად
„Dogfight!“9იყიდებოდა სინათლის პისტოლეტთან ერთადიყიდებოდა სინათლის პისტოლეტთან ერთად
„Shootout!“9იყიდებოდა სინათლის პისტოლეტთან ერთადიყიდებოდა სინათლის პისტოლეტთან ერთად
„Shooting Gallery„10იყიდებოდა სინათლის პისტოლეტთან ერთადიყიდებოდა სინათლის პისტოლეტთან ერთად
„Percepts“2უფასოდარ არის
„Brain Wave“3იყიდებოდა განცალკევებით (1973)არ არის
„W.I.N.“4იყიდებოდა განცალკევებით (1973)არ არის
„Basketball“8იყიდებოდა განცალკევებით (1973)არ არის
„Interplanetary Voyage“12იყიდებოდა განცალკევებით (1973)არ არის

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]