SG-1000

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
SG1000
SEGA logo.png
Sega SG-1000.jpg
მწარმოებელი Sega
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მესამე
გამოშვების თარიღი SG-1000
იაპ 15 ივლისი, 1983
SG-1000 II
იაპ 31 ივლისი, 1984[1]
შეწყდა SG-1000
იაპ ივლისი, 1984
SG-1000 II
იაპ ოქტომბერი, 1985
მედია სათამაშო კარტრიჯი, კასეტა, სეგას ბარათი
პროცესორი NEC 780C (Zilog Z80-ის კლონი)
მეხსიერება 1კბ RAM, 2კბ VRAM
მონიტორი 256×192 გაფართოება, 16 ფერი
გრაფიკა Texas Instruments TMS9928A
ხმა Texas Instruments SN76489
ყველაზე გაყიდვადი თამაში „Flicky“
შემდეგი Master System

SG-1000 (იაპ:エスジー・セン) აგრეთვე ცნობილი როგორც Sega Computer Videogame SG-1000კარტრიჯული სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი იაპონური კომპანია Sega-ს მიერ. გამოვიდა იაპონია, ავსტრალია, ესპანეთი, იტალიასა და სხვა ქვეყნებში. ეს იყო სეგას პირველი მცდელობა სათამაშო ბაზარზე შესვლისა, რამაც საფუძველი ჩაუყარა ამავე კომპანიის მიერ შექმნილ წარმატებულ კონსოლ Sega Master System-ს. SG-1000-ის გამოსვლა დაემთხვა Nintendo-ს Family Computer-ის (შემოკლებით Famicom) გამოშვებას იაპონიაში.[2] გარკვეული ხნის შემდეგ სეგამ გამოსცა ის სხვადასხვა სახეშეცვლილი ფორმით: SC-3000, ცნობილი, როგორც Sega Personal Computer SC-3000,[3] ჩაშენებული კლავიატურით,[4] SG-1000 II (エスジー・セン・ツ), ასევე ცნობილი SG-1000 Mark II-ით, გამოსული 1984 წლის 31 ივლისს.[1][4]

SG-1000-ის თამაშების ბიბლიოთეკა მოიცავდა 68 სტანდარტულ კარტრიჯს და 29 სეგას ბარათს (Sega Card). თითოეული თამაში თავსებადი იყო ყველა მოდელზე.[5] თვდაპირველი ფასი შეადგენდა 15,000 იაპონური იენა.[6] SG-1000 და SG-1000 II-ის მოდელებს გააჩნდათ 8 ბიტიანი Zilog Z80-ის ცენტრალური პროცესორი 3.58 მჰც ტაქტური სიხშირით,[7][8] ხოლო SC-300-ს — 4 მჰც,[9] ვიდეო პროცესორი Texas Instruments TMS9928A 16 ფერის მხარდაჭერით, ხმის პროცესორი Texas Instruments SN76489, 1 კილობაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და 2 კილობიტი ვიდეო RAM.[7]

კონსოლი წარუმატებელი აღმოჩნდა კომერციულად.[1] ამის მთავარი მიზეზი გახდათ ის, რომ Famicom-სა და იმ დროში არსებულ სხვა სისტემებს გააჩნდათ უფრო მძლავრი აპარატული უზრუნველყოფა ვიდრე SG-1000-ს, ასევე ერთ-ერთ მიზეზად იქცა 1983 წლის ვიდეო თამაშების კრიზისი.[1] მიუხედავად ამისა, კონსოლმა შეძლო მცირე გავლენის მოხდენა ვიდეო თამაშების ინდუსტრიაზე და განაპირობა მისი მემკვიდრის, Master System-ის წარმატება.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 McFerran, Damien. "Retroinspection: Master System". Retro Gamer (Imagine Publishing) (44): 48–53.
  2. Kohler, Chris. “Playing the SG-1000, Sega's First Game Machine“, Wired Magazine's online site, ოქტომბერი, 2009. წაკითხვის თარიღი: 5 ოქტომბერი, 2009. 
  3. SC-3000 Japanese. Sega Corporation. წაკითხვის თარიღი: 15 თებერვალი, 2013.
  4. 4.0 4.1 (2015) Gamer's High! Futabasha Super Mook (Japanese). Futabasha, გვ. 54. ISBN 978-4-575-45554-0. 
  5. SK-1100 Japanese. Sega Corporation. წაკითხვის თარიღი: 12 თებერვალი, 2014.
  6. SG-1000 Japanese. Sega Corporation. წაკითხვის თარიღი: 12 თებერვალი, 2014.
  7. 7.0 7.1 SG-1000 Technical specifications Japanese. Sega Corporation. წაკითხვის თარიღი: 12 თებერვალი, 2014.
  8. SG-1000 II Technical specifications Japanese. Sega Corporation. წაკითხვის თარიღი: თებერვალი, 12, 2014.
  9. SC-3000 Technical specifications Japanese. Sega Corporation. წაკითხვის თარიღი: 12 თებერვალი, 2014.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=SG-1000&oldid=3436179“-დან