Neo Geo Pocket

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Neo Geo Pocket
მწარმოებელი SNK
პროდუქტის ოჯახი Neo Geo
ტიპი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლები
თაობა მეხუთე
გამოშვების თარიღი იაპ 28 ოქტომბერი, 1998
ევრ 1998
შეწყდა იაპ 1999
მედია სათამაშო კარტრიჯი
კვება ორი ცალი AA-ბატარეები
სისტემური ჩიპი Toshiba TLCS900H
შემდეგი Neo Geo Pocket Color

Neo Geo Pocketმეხუთე თაობის მონოქრომული პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი იაპონური კომპანია SNK-ის მიერ, რომელიც გამოვიდა 1998 წლის 28 ოქტომბერს იაპონიაში,[1] ხოლო იმავე წელს ევროპაში.

Neo Geo Pocket-ს გააჩნდა თხევად-კრისტალური ეკრანი, Toshiba-ს TLCS900H ცენტრალური პროცესორი, ყურსასმენების ბუდე და ორი ცალი AA-ბატარეები. მასში აგრეთვე ჩაშენებული იყო საათი და კალენდარი. Game Boy-ის მსგავსად Neo Geo Pocket-ში სათამაშო კარტრიჯები თავსდებოდა მოწყობილობის უკანა მხარეს.

Neo Geo Pocket ითვლება წარუმატებელ სათამაშო კონსოლად. 1999 წელს მისი წარმოება შეწყდა,[2] ხოლო იმავე წელს კომპანიამ გამოუშვა კონსოლის განახლებული ვერსია Neo Geo Pocket Color, რომელსაც გააჩნდა ფერადი ეკრანი.[3] მიუხედავად იმისა, რომ კონსოლის არსებობამ დიდ ხანს არ გასტანა, მასზე გამოვიდა რამდენიმე მნიშვნელოვანი თამაში, ისეთები როგორებიცაა „Samurai Shodown“ და „King of Fighters R-1“. არსებობის ისტორიაში მასზე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ და მხოლოდ 9 ერთეული თამაში.

ვიდეო თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „Baseball Stars“
  • „King of Fighters R-1“
  • „Melon-chan’s Growth Diary“
  • „Neo Cherry Master“
  • „Neo Geo Cup 98“
  • „Neo Geo Cup 98 Plus“
  • „Pocket Tennis“
  • „Puzzle Link“
  • „Samurai Showdown“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Neo Geo Pocket Color. Future Publishing (2013-12-06). ციტირების თარიღი: 2019-02-03.
  2. Snow, Blake. (2007-07-30) The 10 Worst-Selling Handhelds of All Time. GamePro. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-18. ციტირების თარიღი: 2008-10-31.
  3. NeoGeo Pocket Color. IGN (2000-09-15). ციტირების თარიღი: 2019-02-11.