APF TV Fun — პირველი თაობისგამოყოფილისახლის სათამაშო კონსოლი, შექმნილი კომპანია APF Electronics Inc.-ის მიერ 1976 წელს. APF TV Fun არის ერთ-ერთი ადრეული Pong-ის კლონი კონსოლი. ეს იყო APF Electronics Inc-ის კონსოლების ბაზარზე შემოსვლის პირველი მცდელობა; იგი მანამდე აწარმოებდა კალკულატორებსა და სხვა სახის გამოთვლით ტექნიკას.
TV Fun-ის კონსოლების უმეტესი ნაწილი იწარმოებოდა იაპონიაში. APF TV Fun და Pong-ის მაგვარი ყველა იმ დროინდელი კონსოლი აგებული იყო General Instruments-ის AY-3-8500 ჩიპზე. კონსოლს გააჩნდა პადლის მსგავსი კონტროლერი, ხოლო APF TV-ის მოდიფიკაციების უმეტესობას ორი ძირითადი კონტროლერი მიმაგრებული ჰქონდა მარცხენა და მარჯვენა კუთხეებში. ზოგიერთ მოდელს, აგრეთვე კომპლექტში მოჰყვებოდა სინათლის პოსტოლეტი.
1978 წელს APF Electronics Inc-მა გამოუშვა თავისი მომდევნო კონსოლი APF-MP1000, 8-ბიტიანი არქიტექტურითა და სათამაშო კარტრიჯის მხარდაჭერით, რომელიც მეორე თაობის ეპოქაში კონკურენციას უწევდა Atari VCS-ს.
↑Video games. Put your backhand on TV, By Cindy Morgan, Popular Mechanics, Oct 1976, Page 80, Picture and listed in table: ...APF TV Fun / Price: $90 / Number of Players: 1-2 / .../ Color: no / ... / Remarks: Manual or auto-serve; ball angle selection...