შინაარსზე გადასვლა

Vectrex

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Vectrex
მწარმოებელი General Consumer Electronics (1982-83)
Milton Bradley Company (1983-84)
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეორე თაობა
გამოშვების თარიღი ჩრდ.ამ. ნოემბერი, 1982
ევრ მაისი, 1983
იაპ ივნისი, 1983
თავდაპირველი ფასი 199 აშშ დოლარი
შეწყდა 1984
მედია სათამაშო კარტრიჯი
პროცესორი Motorola MC68A09 @ 1.5 მჰც
მეხსიერება 1 კბ
მონიტორი ელექტრონულ-სხივური მილაკი
ხმა General Instrument AY-3-8910
კონტროლერის შეტანა 2 ცალი

Vectrex — 8 ბიტიანი მეორე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი Technologies/Smith Engineering-ის მიერ.[1] თავდაპირველად მასზე ლიცენზია მოიპოვა General Consumer Electronics-მა, ხოლო 1983 წელს — Milton Bradley Company-მა.[2] კონსოლი ჩრდილოეთ ამერიკაში გამოვიდა 1982 წლის ივნისში, ევროპაში — 1983 წლის მაისში, ხოლო იაპონიაში Vectrex Kousokusen-ის სახელწოდებით გამოიცა კომპანია Bandai-ს მიერ 1983 წლის ივნისში.

Vectrex-ის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ის არის ერთადერთი სათამაშო სისტემა, რომელიც გამოიყენებდა ვექტროულ მონიტორს. მისი თავდაპირველი ფასი 199 აშშ დოლარს შეადგენდა. მოგვიანებით ფასი 150 დოლარამდე დაეცა, 1983 წლის ვიდეო თამაშების კრიზისამდე ცოტა ხნით ადრე ფასმა 100 დოლარამდე დაიწია, ხოლო კრიზისის შემდეგ კონსოლის ფასი 49 დოლარი გახდა.[3] მასში განთავსებული იყო Motorola 6809-ის ცენტრალური პროცესორი 1.5 მჰც ტაქტური სიხშირით, 1 კბ ოპერატიული მეხსიერება და General Instrument AY-3-8910-ის ხმის ჩიპი. ტელევიზორზე მიერთებადი სხვა სათამაშო კონსოლებისგან განსხვავებით, Vectrex გააჩნდა საკუთარი, ჩაშენებული მონიტორი, რომელიც გამოსახავდა ვექტორულ გრაფიკას. მონიტორი იყო მონოქრომული (შავ-თეთრი), მაგრამ თამაშის დროს ეკრანზე თავსდებოდა სხვადასხვა სახის გამჭვირვალე, ფერადი, პლასტიკური გადასაფარებლები ფერების სიმულაციითვის. იმ დროში, ბევრი არკადული თამაშები გამოიყენებდნენ ვექტორულ გრაფიკას, შედეგად, არკადული თამაშების მწარმობელ Cinematronics-ისგან ლიცენზიის მიღების შემდეგ Vectrex-ზე ხელმისაწვდომი შეიქმნა თამაშები „Space Wars“ და „Armor Attack“.

კონსოლი თამაშების ბიბლითეკა საკმაოდ მწირია. თამაშების უმეტესობა მოიცავდა არკადული თამაშების პორტებს.[2] საერთო ჯამში გამოვიდა 28 ერთეული თამაში.[4] კონსოლს კოპლექტში მოყვებოდა თამაში „Mine Storm“,[5] რომელიც 13-ე საფეხურზე გამოდიოდა მწყობრიდან, გამომდიანრე აქედან, კომპანია დაზარალებულ მომხმარებლებს ფოსტით უგზავნიდა თამაშის განახლებულ ვერსიას, „MineStorm II“. თუმცა ძალიან ცოტა თუ მიმართავდა კომპანიას ჩივილით, ვინაიდან 13-ე საფეხურამდე ასვლა დიდ სიძნელეს წარმოადგენდა.[5]

კონსოლი დადებითად მიიღო სათამაშო პრესამ.[6] გაზეთ „Byte-მა დაახასიათა როგორც „იმ წლების ყველაზე საუკეთესო ვიდეო თამაშების კონსოლი“.[7] 1983 წლის კრიზისის გამო Milton Bradley-მა დიდი ფინანსური კრახი განიცადა.[2] 1984 წელს Milton Bradley შეერწყა კომპანია Hasbro-ს, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ Vectrex-ის წარმოება შეწყდა. კონსოლის გაუქმებამდე, Milton Bradley-ის დაგეგმილი ჰქონდა ფერადი კონსოლის გამოშვება.[4]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. World’s Most Expensive Video Games. Gamesniped (08 ნოემბერი, 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-14. ციტირების თარიღი: 13 დეკემბერი, 2017.
  2. 2.0 2.1 2.2 Matt Barton, Bill Loguidice. (17 დეკემბერი, 2007) A History of Gaming Platforms: The Vectrex. Gamasutra.
  3. Forster, Winnie (2005). The encyclopedia of consoles, handhelds & home computers 1972 - 2005. Gameplan, გვ. 54. ISBN 3-00-015359-4. 
  4. 4.0 4.1 (24 მაისი, 2011) Classic Videogame Hardware Genius Guide. Imagine Publishing. ISBN 9781908222220. ციტირების თარიღი: 13 დეკემბერი, 2017. 
  5. 5.0 5.1 Holy Grails of Console Game Collecting - Part 1. Racket Boy (23 სექტემბერი, 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-08. ციტირების თარიღი: 13 დეკემბერი, 2017.
  6. Ahl, David H.. (Spring 1983) The Vectrex Arcade System გვ. 56. Creative Computing Video & Arcade Games.
  7. Clark, Pamela. (დეკემბერი, 1982) The Vectrex Arcade System გვ. 92–93. BYTE. ციტირების თარიღი: 19 ოქტომბერი, 2013.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Vectrex&oldid=4688143“-დან