Atari 2600
| Atari 2600 | |
|---|---|
|
| |
|
| |
| სხვა სახელწოდებები | Atari Video Computer System (1977–1982) |
| მწარმოებელი | Atari, Inc. |
| ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
| თაობა | მეორე თაობა |
| გამოშვების თარიღი |
ჩრდ.ამ. 11 სექტემბერი, 1977 ევრ 1978 იაპ ოქტომბერი, 1983 (Atari 2800) ბრაზ სექტემბერი, 1983 |
| თავდაპირველი ფასი | 199 აშშ დოლარი |
| შეწყდა | 1 იანვარი, 1992[1] |
| გაიყიდა | 30 მილიონი (2004-ის მონაცემით)[2] |
| მედია | სათამაშო კარტრიჯი, კასეტა |
| პროცესორი | 8 ბიტიანი MOS 6507 @ 1.19 მჰც |
| მეხსიერება | 128 ბაიტი RAM, 4 კილობაიტი ROM |
| კონტროლერის შეტანა |
ჯოისტიკი პადლი მართვის კონტროლერი ტრეკბოლი კეიპადი |
| ონლაინ სერვისები | GameLine |
| ყველაზე გაყიდვადი თამაში | Pac-Man, 7 მილიონი (2006-ის მონაცემით)[3][4] |
| წინა |
Atari Home Pong Atari Video Pinball |
| შემდეგი | Atari 5200 |
Atari 2600 (1982 წლამდე Atari VCS) — მეორე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული Atari, Inc.-ის მიერ. გამოვიდა 1977 წლის 11 სექტემბერს.[5] Atari 2600-მა მოახდინა მიკროპროცესორებზე და ცვლად სათამაშო კარტრიჯებზე დაფუძნებული ვიდეო თამაშების პოპულარიზაცია, მიუხედავად იმისა, რომ ეს მახასიათებლები პირველად Fairchild Channel F-ში 1976 წელს იქნა გამოყენებული.
Atari 2600-ის თავდაპირველი სახელწოდება იყო Atari VCS (Video Computer System-ის შემოკლება). Atari 5200-ის გამოშვების შემდეგ, 1982 წლის ნოემბერში, Atari-მ VCS-ს სახელი შეუცვალა და მას Atari 2600 დაარქვა. Sears-ი ამ სისტემას Tele-Games Video Arcade-ის სახელით ყიდდა. კონსოლს თან მოჰყვებოდა ორი ჯოისტიკი, პადლი და ერთი სათამაშო კარტრიჯი: თავდაპირველად — „Combat“[6], ხოლო მოგვიანებით „Pac-Man“[7]
1970-იანი წლების შუა პერიოდში, Atari-მ შექმნა რიგი წარმატებული არკადული ვიდეო თამაში, მათ შორის „Computer Space და Pong. მაგრამ არკადების შექმნის მაღალმა ხარჯებმა და შეზღუდულმა სიცოცხლის ხანგრძლივობამ, აღმასრულებელ დირექტორს, ნოლან ბუშნელს უბიძგა, რომ პროგრამირებადი სახლის სისტემა შეექმნა. MOS Technology-ის მიერ 1975 წლის ბოლოს გამოშვებული პირველი იაფი მიკროპროცესორების წყალობით ეს იდეა განხორციელებადი გახდა. კონსოლის პროტოტიპი კოდური სახელწოდებით Stella შექმნა Atari-ის შვილობილმა კომპანიამ, Cyan Engineering. დაფინანსების არარსებობის გამო, ბუშნელმა Atari 1976 წელს 28 მილიონ დოლარად Warner Communications-ს მიჰყიდა.[8]
Atari VCS ბაზარზე 1977 წელს გამოვიდა. კონსოლზე ცხრა დასახელების თამაში იყო ხელმისაწვდომი,[9] რომელთა მოცულობა 2 კილობაიტს შეადგენდა. Atari-მ თავისი არკადული თამაშების უმეტესობის პორტირება მოახდინა ამ კონსოლზე. აღსანიშნავია, რომ არკადული თამაშების, „Breakout“-ისა და „Night Driver“-ის VCS პორტირებული ვერსიები ფერადი იყო, მაშინ როცა ორიგინალებს მონოქრომული გრაფიკა ჰქონდათ. სისტემის პირველი „მკვლელი აპლიკაცია“ გახდა Taito-ს არკადული თამაშის, „Space Invaders“-ის პორტირებული ვერსია, გამოსული 1980 წელს.[10] „Adventure“, რომელიც ასევე 1980 წელს გამოვიდა, იყო ერთ-ერთი პირველი მოქმედებითი-სათავგადასავლო ვიდეოთამაში, რომელიც შეიცავდა პირველ საყოველთაოდ აღიარებულ „სააღდგომო კვერცხს“ (მინიშნება).[11] VCS-ის პოპულარობამ ხელი შეუწყო Activision-ისა და სხვა მესამე მხარის დეველოპერების დაარსებას, აგრეთვე გზა გაუხსნა კონკურენციას Intellivision-ისა და ColecoVision-ის კონსოლების მხრიდან.
1982 წელს, 2600 გახდა წამყვანი სათამაშო სისტემა ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო სიტყვა „Atari“ იქცა როგორც კონსოლის, ისე ზოგადად ვიდეო თამაშების სინონიმად.[12] თუმცა, Atari-ის არასწორმა მენეჯმენტმა ზიანი მიაყენა როგორც სისტემის, ისე თავად კომპანიის რეპუტაციას. ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა ორმა თამაშმა: პირველი იყო არკადული თამაშის, „Pac-Man“-ის პორტირებული ვერსია, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ 2600-ის ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თამაში გახდა,[13] მიმომხილველებმა უარყოფითად შეაფასეს,[14] ხოლო მეორე — „E.T. the Extra-Terrestrial“, რომელიც Atari-მ სადღესასწაულო პერიოდში გასაყიდად დაჩქარებით გამოუშვა, აგრეთვე უარყოფითად შეაფასეს კრიტიკოსებმა.[15][16] ეს ორი თამაში, მესამე მხარის დეველოპერების მიერ გამოშვებულ იაფასიან თამაშებთან ერთად, გახდა მიზეზი, რამაც დაასრულა Atari-ის დომინირება კონსოლების ბაზარზე და გამოიწვია ჩრდილოეთ ამერიკის 1983 წლის ვიდეო თამაშების კრიზისი.
Warner-მა Atari-ის სამომხმარებლო ელექტრონიკის განყოფილების აქტივები 1984 წელს მიჰყიდა Commodore International-ის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ჯეკ ტრამიელს.[17] 1986 წელს, ტრამიელის ხელმძღვანელობით, ახალმა კომპანიამ Atari Corporation-მა გამოუშვა 2600-ის განახლებული, დაბალბიუჯეტიანი მოდელი Atari 7800 (რომელიც უკუთავსებადი იყო 2600-თან), თუმცა აშშ-ის ინდუსტრიის აღდგენას სათავეში ჩაუდგა იაპონური კომპანია Nintendo, რომელმაც 1985 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში გამოუშვა ლეგენდარული კონსოლი Nintendo Entertainment System.[18] Atari 2600-ის წარმოება შეწყდა 1992 წელს,[19] ხოლო არსებობის მანძილზე გაყიდვების რაოდენობამ 30 მილიონ ერთეულს მიაღწია.[20]
- Atari 2600-ის მეორე მოდელი „Light Sixer“.
- Atari 2600-ის „Darth Vader“ მოდელი
- Atari 2600-ის მოდელი „Sears Video Arcade“
- Atari 2600-ის იაპონური ვერსია
- Atari 2600-ის მოდელი „2600 Jr“
- Atari 2600-ის სტანდარტული ჯოისტიკი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Montfort, Nick; Bogost, Ian (2009) Racing the Beam: The Atari Video Computer System. MIT Press. ISBN 978-0-262-01257-7.
- Perry, Tekla; Wallich, Paul (მარტი, 1983). „Design case history: the Atari Video Computer System“. IEEE Spectrum. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=-ში (დახმარება) - Tim Lapetino (2016). „Industrial Design“, Art of Atari. Dynamite. ISBN 978-1-5241-0103-9. ციტირების თარიღი: September 11, 2017.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Atari 2600“ ვიკისაწყობში.- „Gamasutra“: სათამაშო პლატფორმების ისტორია: Atari 2600 Video Computer System/VCS (ინგლისური)
- „Hardware Secrets“: Atari 2600-ის შიგნით (ინგლისური)დაარქივებული 2012-11-02 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- Thedoteaters: Atari VCS/2600-ის ისტორია დაარქივებული 2018-06-12 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- Atari Museum: აპარატურა და პროტოტიპები (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Patterson, Shane; Brett Elston. (18 ივნისი, 2008) Consoles of the '80s. GamesRadar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-18. ციტირების თარიღი: 1 აპრილი, 2011.
- ↑ „Atari VCS (Atari 2600)“. A Brief History of Game Console Warfare. BusinessWeek. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-15. ციტირების თარიღი: 31 იანვარი, 2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=-ში (დახმარება) - ↑ Jeremy Reimer. (1 სექტემბერი, 2006) EA's Madden 2007 sells briskly, but are games gaining on movies?. Ars Technica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 თებერვალი, 2008. ციტირების თარიღი: 31 იანვარი, 2008.
- ↑ Kent, Steven (2001). The Ultimate History of Video Games. Three Rivers Press. ISBN 0-7615-3643-4.
- ↑ Forster, Winnie (2005). The encyclopedia of consoles, handhelds & home computers 1972–2005. GAMEPLAN, გვ. 27. ISBN 3-00-015359-4.
- ↑ Weesner, Jason. (11 იანვარი, 2007) On Game Design: A History of Video Games. ციტირების თარიღი: 13 ნოემბერი, 2007.
- ↑ Image of box with Pac-Man sticker
- ↑ Goldberg, Marty; Vendel, Curt (2012) „Chapter 5“, Atari Inc: Business is Fun. Sygyzy Press. ISBN 978-0985597405.
- ↑ Video Games Console Library Atari VCS Launch Titles. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 8, 2017. ციტირების თარიღი: September 8, 2017
- ↑ „The Definitive Space Invaders“. Retro Gamer. Imagine Publishing (41): 24–33. September 2007.
- ↑ Arthur Merrill.. Warren Robinett Interview: A. Merrill's Talks to the Programmer of "Adventure" for the Atari 2600. Arthur's Hall of Viking Manliness. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-22. ციტირების თარიღი: 2013-03-20
- ↑ Edgers, Geoff (March 8, 2009). „Atari and the deep history of video games“. The Boston Globe. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 16, 2009. ციტირების თარიღი: April 13, 2009.
- ↑ (2008) Guinness World Records Gamer's Edition. Guinness World Records, გვ. 24. ISBN 1-904994-21-0. „10 million – number of Atari 2600 consoles sold by 1982.“
- ↑ Mikkelson, Barbara; Mikkelson, David P. Buried Atari Cartridges. Snopes.com (May 10, 2011). ციტირების თარიღი: September 10, 2011
- ↑ Pileggi, Nicholas (January 24, 1983). „The Warner Case: Curiouser and Curiouser“. New York. 16 (4): 26.
- ↑ Townsend, Emru. (October 23, 2006) The 10 Worst Games of All Time. PC World. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 6, 2011. ციტირების თარიღი: September 19, 2011
- ↑ Sange, David E. (July 3, 1984). „Warner Sells Atari To Tramiel“. The New York Times. pp. Late City Final Edition, Section D, Page 1, Column 6, 1115 words. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 18, 2016.
- ↑ Oct. 18, 1985: Nintendo Entertainment System Launches. WIRED (18 ოქტობერი, 2010). ციტირების თარიღი: 11 ივნისი, 2015.
- ↑ Montfort, Nick; Bogost, Ian (2009) Racing the Beam: The Atari Video Computer System. MIT Press. ISBN 978-0-262-01257-7.
- ↑ A Brief History of Game Console Warfare. BusinessWeek (2007-05-09). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-05-09. ციტირების თარიღი: 2018-10-13
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||