Atari Lynx

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Atari Lynx
შემქმნელი Epyx
Atari Corporation
მწარმოებელი Atari Corporation
ტიპი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეოთხე თაობა
გამოშვების თარიღი 1 სექტემბერი, 1989; 34 წლის წინ (1989-09-01)
თავდაპირველი ფასი 179.99 აშშ დოლარი[1]
შეწყდა 1995; 29 წლის წინ (1995)
გაიყიდა დააახ. 3 მილიონი
მედია სათამაშო კარტრიჯი
პროცესორი WDC 65SC02.[2]
მონიტორი 160 × 102

Atari Lynxმეოთხე თაობის 16-ბიტიანი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული კომპანია Atari Corporation-ის მიერ[3]. 1989 წლის სექტემბერში ჩრდილოეთ ამერიკაში, 1990 წელს იაპონიასა და ევროპაში. იგი კონკურენციას უწევდა Nintendo-ს Game Boy-ის, Sega-ს Game Gear-სა და NEC-ის TurboExpress-ს.

სისტემა თავდაპირველად შექმნა კომპანია Epyx-მა Handy Game-ის სახელწოდებით. მას შემდეგ, რაც Epyx გაკოტრდა, კონსოლის შექმნა Atari-მ ითავა[4] და გამოსცა 1989 წლის 1 სექტემბერს. მისი თავდაპირველი ფასი აშშ-ში შეადგენდა 179.99 დოლარს.

Lynx არის პირველი ფერადი პორტატიული კონსოლი[5] (4096 ფერი), რომელიც განთქმული იყო მძლავრი გრაფიკითა და დახვეწილი დიზაინით. მიუხედავად იმისა, რომ იგი ტექნიკურად ბევრად აღემატებოდა მის კონკურენტ Game Boy-ის, ამ უკანასკნელთან შედარებით გააჩნდა სუსტი კვების სისტემა, რაც უარყოფითად მოქმედებდა ბატარეების ხანგრძლივობაზე.

საერთო ჯამში გაიყიდა კონსოლის 3 მილიონი ეგზემპლარი. მთლიანობაში მასზე ხელმისაწვდომი იყო 76 ვიდეო თამაში, რომელიც ვრცელდებოდა სათამაშო კარტრიჯების მეშვეობით. 1991 წლის 1 ივლისს Atari-მ გამოსცა კონსოლის განახლებული ვერსია Lynx II, განახლებული კორპუსით, ტექნიკური მახასიათებლებითა და ბატარეების ხანგრძლივობით. რაც ყველაზე მთავარი იყო, Atari-მ მისი ფასი 99 დოლარამდე დაწია. მიუხედავად იმისა, რომ კონსოლის გაყიდვებმა მკვეთრად იმატა, Nintendo კვლავ დომინირებდა პორტატიული მოწყობილობების ბაზარზე. 1995 წელს კომპანიამ შეწყვიტა Lynx-ის წარმოება და გადაერთო სახლის კონსოლის Atari Jaguar-ის განვითარებაზე, რომელიც იმახანად კონკურენციას უწევდა Super NES-სა და Sega Genesis-ის. Atari Lynx-ის წარუმატებლობა გამოიწვია კომპანიის მიერ პროგრამული უზრუნველყოფის ნაკლები სიხშირით გამოცემამ და აგრეთვე მარკეტინგისთვის არასაკმარისი თანხის გამოყოფამ.[6]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Toys R Us weekly ad“. The Catoosa County News. 5 დეკემბერი, 1990. ციტირების თარიღი: 17 ივნისი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  2. Jermaine, John (November 1989). „Lynx, an interview with the men behind the machine“. Electronic Gaming Monthly. United States: Sendai Publications. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 სეტემბერი, 2014. ციტირების თარიღი: 17 ივნისი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |archivedate=-ში (დახმარება)
  3. (Сергей Мельников Карманный бильярд, Железо, 2011, № 6 (88).
  4. Maher, Jimmy. A Time of Endings, Part 2: Epyx.
  5. 8 Handheld Game Consoles All 80s Kids Wanted To Own!. eightieskids.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-27. ციტირების თარიღი: 27 აგვისტო, 2019.
  6. „The Next Generation 1996 Lexicon A to Z: Lynx“. Next Generation. Imagine Media (15): 36. მარტი, 1996. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Atari_Lynx&oldid=4574857“-დან