EVO Smart Console

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
EVO Smart Console
მწარმოებელი Envizions
ტიპი მულტრიმედიური პერსონალური კომპიუტერი და ვიდეო თამაშების კონსოლი
გამოშვების თარიღი 20 ოქტომბერი, 2006 (2006-10-20) (ბეტა)
20 ოქტომბერი, 2008 (ფინალი)
შეწყდა 2010 (2010)
მედია DVD, CD
პროცესორი 2.9 გჰც AMD Athlon (ბირთვი)
მეხსიერება 2 გბ @ 800 მჰც
მეხსიერების საცავი 120 გბ მყარი დისკი
კავშირი Ethernet
2 × USB 2.0
უკუთავსებადობა Linux
შემდეგი EVO 2

EVO Smart Console (თავდაპირველი სახელწოდება Evo: Phase One) — მულტიმედიური პერსონალური კომპიუტერი და მეშვიდე თაობის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი კომპანია Envizions-ის მიერ. ბეტა სახელწოდებით EVO: Phase One გამოიცა 2006 წლის 20 ოქტომბერს, ხოლო დასრულებული სახით გამოვიდა 2008 წლის 20 ნოემბერს.

სისტემის დავდაპირველი ფასი შეადგენდა 250 აშშ დოლარს.[1] გამოიყენებდა ოპერაციული სისტემის Fedora-ს ერთ-ერთ დისტრიბუტივს „Mirors”. მას თან მოჰყვებოდა სამი ვიდეო თამაში: „SuperTux“, „Kobo Deluxe' “ და „Kid Destiny“. გააჩნდა High Definition-ის მხარდაჭერა, ინტერნეტთან წვდომის ფუნქცია. გარდა ამისა, შეეძლო Windows-ის თამაშების გაშვება. მოიხმარდა AMD Athlon-ის ცენტრალურ პროცესორს 2.9 გჰც ტაქტური სიხშირით, ATI-ის გრაფიკულ ჩიპს HD 3200-ს, 130 გბ მყარ დისკსა [2] და 2 გბ ოპერატიულ მეხსიერებას.[3] მისი წარმოება შეწყდა 2010 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kristian Kissling. (21 ოქტომბერი, 2008) EVO Smart Console: Playstation Competition?. linux-magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-01. ციტირების თარიღი: 11 ივლისი, 2010.
  2. Владимир Парамонов. Начинаются поставки игровой консоли EVO Smart Console под управлением Linux. Компьюлента. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-13. ციტირების თარიღი: 11 ივლისი, 2010.
  3. Mark Wilson. (22 ოქტომბერი, 2008) Preoder the Linux Evo Smart Console, Toss the 360/PS3/Wii. Gizmodo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 აგვისტო, 2020. ციტირების თარიღი: 23 აგვისტო, 2020.