Philips CD-i

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Philips CD-i
CDIlogo.svg.png
Philips-CDi-220-wController-FL.jpg
Philips CD-i 220 და კონტროლერი
მწარმოებელი Philips, Sony, Magnavox
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეოთხე თაობა
გამოშვების თარიღი ჩრდ.ამ. 3 დეკემბერი, 1991
ევრ 1992
საცალო გაყიდვაში 1991–1998
შეწყდა 1998[1]
გაიყიდა 1 მილიონი[2][3]
მედია CD-i, Audio CD, CD+G, კარაოკე CD, Video CD
ოპერაციული სისტემა CD-RTOS
პროცესორი Philips SCC68070 @ 15.5 მჰც
მეხსიერება 1 მბ RAM
მონიტორი 384×280-დან 768×560-მდე
გრაფიკა Philips SCC66470
ხმა MCD 221, ADPCM-ის ხმის რვა არხი[4]
ონლაინ სერვისები CD-Online
წინა Philips Videopac + G7400

Philips CD-i — (Compact Disc Interactive-ის აბრევიატურა) — მეოთხე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული და გამოცემული კომპანია Philips-ის მიერ 1991 წელს. დეველოპერების მიზანი იყო შეექმნათ ისეთი სისტემა, რომელიც უფრო ფუნქციონალური იქნებოდა ვიდრე CD დამკვრელი და სათამაშო კონსოლი და ფასით პერსონალურ კომპიუტერზე ნაკლები იქნებოდა. ხარჯების ეკონომიის გამო, მას არ გააჩნდა ფლოპი დისკის მიმღები მოწყობილობა, კლავიატურა, მაუსი და მონიტორი (უერთდებოდა სტანდარტულ ტელევიზორს), გამოიყენებდა ნაკლებ ოპერატიულ მეხსიერებასა და სუსტ აპარატულ უზრუნველყოფას. მასში განთავსებული იყო Philips SCC680700-ის ცენტრალური პროცესორი 15.5 მჰც ტაქტური სიხშირით, 1 მბ[4] ოპერატიული მეხსიერება და Philips SCC66470-ის გრაფიკული ჩიპი.[4]

გარდა თამაშებისა, გამოდიოდა საგანმანათლებლო და მულტიმედიური კონტენტები, როგორებიც არის ინტერაქტიული ენციკლოპედიები და მუზეუმების ტურები, რომლებიც პოპულარული იყო ინტერნეტის ფართოდ გავრცელებამდე. CD-i, აგრეთვე ითვლება ერთ-ერთ ადრეულ სისტემად, რომელმაც კონსოლში დანერგა ინტერნეტ მახასიათებლები, მათ შორის ვებ გვერდების დათვალიერება, გადმოტვირთვა, ელექტრონული ფოსტა და ონლაინ თამაშები, რომელთა განხორციელება შესაძლებელი იყო 1996 წელს გამოსული Philips-ის დამატებითი მოდემის საშუალებით, რომლის ფასი 150 აშშ დოლარს შეადგენდა.[5] მოგვიანებით Philips-მა გამოუშვა კონსოლის რამდენიმე განახლებული ვერსია: CD-i 200 სერია, CD-i 300 სერია, CD-i 400 სერია, CD-i 400 სერია.

კონსოლზე მუშაობა დაიწყო 1984 წელს და დაანონსდა 1986 წელს.[6] Philips CD-i გამოვიდა 1991 წელს. მისი თავდაპირველი ფასი იყო 700 აშშ დოლარი[7] და შეეძლო Audio CD, CD+G (CD+Graphics), Karaoke CD, Photo CD და Video CD (VCD) ფორმატების წაკითხვა. კონსოლი უარყოფითად მიიღეს კრიტიკოსებმა, ჟურნალმა „PC World“ სიაში „10 ყველაზე ცუდი სათამაშო სისტემა“ მას მეხუთე ადგილი მიუჩინა.[8] ის აგრეთვე შეყვანილი იქნა სხვადასხვა სიებში სხვადასხვა გამომცემლების მიერ.[9][10][11] CD-i მიჩნეულია კომერციულ ჩავარდნად, მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა კონსოლის 1 მილიონი ასლი[2] და დიდი ზარალი მიაყენა Philips-ს. სისტემის წარმოება შეწყდა 1998 წელს.

თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : CD-i-ს თამაშების სია.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Blake Snow. (4 მაისი, 2007) The 10 Worst-Selling Consoles of All Time. GamePro.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 8 მაისი, 2007. წაკითხვის თარიღი: 25 ნოემბერი, 2007.
  2. 2.0 2.1 The Deseret News - Google News Archive Search. წაკითხვის თარიღი: 17 თებერვალი, 2015.
  3. The Milwaukee Journal - Google News Archive Search. წაკითხვის თარიღი: 17 თებერვალი, 2015.
  4. 4.0 4.1 4.2 Forster, Winnie (2005). The encyclopedia of consoles, handhelds & home computers 1972 - 2005. GAMEPLAN, გვ. 208. ISBN 3-00-015359-4. 
  5. New Sunday Times - Google News Archive Search. წაკითხვის თარიღი: 17 თებერვალი, 2015.
  6. (2005). History of the Philips CD-i, Philipscdi.com.
  7. COMPANY NEWS; New Philips CD - The New York Times“, Nytimes.com, 2 აპრილი, 1992. 
  8. The 10 Worst Video Game Systems of All Time | PCWorld
  9. The 10 Worst-Selling Consoles of All Time, Feature Story from GamePro
  10. The worst game console(s) ever | Crave - CNET
  11. (6 მაისი, 2007). Top Ten Worst Consoles, GameTrailers. დაარქივებულია 14 ნოემბერი, 2012.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Philips_CD-i&oldid=3380163“-დან