3DO Interactive Multiplayer

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
3DO Interactive Multiplayer
Panasonic logo (Blue).svg
3DO-FZ1-Console-Set.jpg
შემქმნელი The 3DO Company
მწარმოებელი Panasonic, Sanyo, GoldStar
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეხუთე თაობა
გამოშვების თარიღი ჩრდ.ამ. 4 ოქტომბერი, 1993
იაპ 20 მარტი, 1994
ევრ 4 სექტემბერი, 1994
საცალო გაყიდვაში 1993–1996
თავდაპირველი ფასი 699.99 აშშ დოლარი
79,800 იენა
შეწყდა 1996 წლის ბოლოს[1]
გაიყიდა 2 მილიონი[2]
მედია CD-ROM
პროცესორი RISC-ის 32 ბიტიანი ARM60 12 მჰც
მეხსიერება 2 მბ RAM, 1 მბ VRAM
მეხსიერების საცავი 32 კბ SRAM
ონლაინ სერვისები იგეგმებოდა, მაგრამ შეწყდა[3]
ყველაზე გაყიდვადი თამაში „Gex“, 1 მილიონი[4][5][6]
შემდეგი Panasonic M2 (გაუქმებული)

3DO Interactive Multiplayer (შემოკლებით 3DO) — მეხუთე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი კომპანია The 3DO Company-ის მიერ და გამოცემული კომპანიების, Panasonic, Sanyo-სა და GoldStar-ის მიერ. შექმნის იდეა ეკუთვნის Electronic Arts-ის დამფუძნებელს და ინჟინერს ტრიპ ჰოუკინსს,[1] თუმცა თავდაპირველად რიგი სპეციპიკაციები შეიმუშავეს დეივ ნიდლმა და რობერტ მიკალმა New Technologies Group-დან.

სისტემის არსებობის ისტორიაში შეიქმნა მისი რამდენიმე მოდელი, რომელთაგანაც ყველაზე პირველი, პოპულარული და გავრცელებული აღმოჩნდა Panasonic FZ-1 R·E·A·L 3DO Interactive Multiplayer, გამოსული იაპონიაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში. Panasonic-მა, აგრეთე შექმნა კიდევ ორი მოდელი, რომლებიც წინამორბედისგან განსხვავდებოდნენ დიზაინითა და სხვადასხვა მახასიათებლებით, პირველი: Panasonic FZ-10 R·E·A·L 3DO Interactive Multiplayer შედარებით იაფი და თხელი კორპუსით, ხოლო მეორე: Panasonic N-1005 3DO CD Changer "ROBO, რომელსაც გააჩნდა ხუთ დისკიანი CD-დისკწამყვანი. მოგვიანებით 1994 წელს, გამოიცა კიდევ ხუთი განსხვავებული მოდელი Sanyo-სა და GoldStar-ის მიერ. (დღეს LG Corporation).

კონსოლის თავდაპირველი ფასი იყო 699.99 აშშ დოლარი.[7][8] 1994 წლის ბოლოს 399 დოლარამდე დაიკლო.[9] ის გამოიყენებდა 32 ბიტიან RISC-ის ARM60 ცენტრალურ პროცესორს 12.5 მჰც ტაქტური სიხშირით,[10] 2 მბ ოპერატიულ მეხსიერებას და 16 ბიტიან სტერეოხმას Dolby Surround Sound-ის სრული მხარდაჭერით,[10] ხოლო გაფართოვება 640x480 პიქსელს შეადგენდა და გრაფიკულ ჩიპს შეეძლო 16,7 მილიონი ფერის გამოსახვა ეკრანზე.[11] ძირითად მედია საშუალებად მოიხმარდა CD-ROM-ს, ხოლო შეტანის საშუალებად - სტანდარტულ კონტროლერს, აგრეთვე მაუსს. კონსოლის თამაშების ბიბლიოთეკა ძირითადად მოიცავდა არკადული და PC თამაშების პორტებს, როგორებიცაა „Alone in the Dark“, „Myst“, „Star Control II“ და სხვებს. საერთო ჯამში მასზე ხელმისაწვდომი იყო 300-მდე ვიდეო თამაში.

1990 იან წლებში კონსოლების ბაზარი დაკავებული იყო ისეთი მწარმოებლების მიერ, როგორებიცაა Philips, Sega, Nintendo, Commodore International, SNK, და Atari. 1995 წელს ამ კომპანიების უმეტესი პროდუქტი არაკონკურენტუნარიანად იქცა და მათი წარმოება შეწყდა. პოპულარობა შეინარჩუნეს Nintendo-ს SNES-მა და Sega-ს Mega Drive/Genesis-მა. აქტიური სარეკლამო კამპანიების (ჟურნალმა „Time“-მა უწოდა “1993 წლის საუკეთესო პროდუქტი“) და თანამედროვე ტექნოლოგიბის გამოყენების მიუხედავად, კონსოლის მაღალმა ფასმა[1] და სათამაშო კონსოლებით გადატვირთვულმა ბაზარმა 1996 წელს განაპირობა 3DO-ის სიცოცხლის ხანგრძლივობის სწრაფად დასრულება. ის მიჩნეულია კომეციულ ჩავარდნად, რომლის გაყიდვებმა მხოლოდ და მხოლოდ 2 მილიონი ასლი შეადგინა.

გამოსვლის შემდეგ სისტემამ მიიღო დადებითი შეფასებები კრიტიკოსებისგან. 2009 წელს საიტ IGN-მა თავის სიაში „25ყველა დროის საუკეთესო კონსოლი“ 22-ე ადგილი მიუჩინა. სამომავლოდ დაგეგმილი იყო Panasonic M2-ის გამოცემა,[12] რომლის პრეზენტაცია შედგა Electronic Entertainment Expo-ს ცერემონიაზე,[13] მაგრამ 1997 წელს პროექტზე მუშაობა შეწყდა.[14].

თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 3DO – 1993–96 – Classic Gaming. Classicgaming.gamespy.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-10-23. წაკითხვის თარიღი: 2012-07-31.
  2. Blake Snow. (30 ივლისი, 2007) The 10 Worst-Selling Consoles of All Time. GamePro. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2007-05-08. წაკითხვის თარიღი: 14 ნოემბერი, 2008.
  3. 3DO – 1993–96 – Classic Gaming. Classicgaming.gamespy.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-04-15. წაკითხვის თარიღი: 2012-07-31.
  4. "At the Deadline". GamePro (IDG) (85): 174. ოქტომბერი, 1995.
  5. "Tidbits...". Electronic Gaming Monthly (Sendai Publishing) (76): 19. ნოემბერი, 1995.
  6. "75 Power Players: The Evangelist". Next Generation (Imagine Media) (11): 56. ნოემბერი, 1995. "Global sales stand at around 750,000, with 300,000 sold in the US."
  7. Nichols, Peter. “Home Video“, The New York Times, December 3, 1993. 
  8. Markoff, John. “Market Place; Investors can only guess which video game device will conquer.“, The New York Times, 9 სექტემბერი, 1993. წაკითხვის თარიღი: 23 აპრილი, 2010. 
  9. Markoff, John. “For 3DO, a Make-or-Break Season“, New York Times, 11 დეკემბერი, 1994. წაკითხვის თარიღი: 31 დეკემბერი, 2007. 
  10. 10.0 10.1 "Which Game System is the Best!?". [Next Generation]] (Imagine Media) (12): 36–85. დეკემბერი, 1995.
  11. 3DO FAQ – Classic Gaming. Classicgaming.com. წაკითხვის თარიღი: 2012-07-31.
  12. 3DO Press Release. Cs.cmu.edu (1994-08-24). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-10-23. წაკითხვის თარიღი: 2012-07-31.
  13. Matthews, Will (December 2013). "Ahead of its Time: A 3DO Retrospective". Retro Gamer (Imagine Publishing) (122): 26.
  14. 3DO is number 22. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-10-23. წაკითხვის თარიღი: 2012-07-31.