Mega Duck

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Mega Duck
სხვა სახელწოდებები Cougar Boy
მწარმოებელი Welback Holdings
გამოშვების თარიღი 1993; 31 წლის წინ (1993)
თავდაპირველი ფასი 60 ევრო
კვება 4 ცალი AA ბატარეა ან 300 მილიამპერი AC ადაპტერი
პროცესორი Zilog Z80 @ 4.194304 მჰც
მეხსიერება 16 KB RAM
ხმა ჩაშენებული დინამიკი
კონტროლერის შეტანა მიმართულები 4 ღილაკი, A, B, Select და Start

Mega Duck (აგრეთვე ცნობილი როგორც Cougar Boy) — მეოთხე თაობის პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული ჰონგ-კონგური კომპანია Welback Holdings-ის მიერ 1993 წელს.[1]

მსოფლიოს მასშტაბით, კონსოლის რეალიზაციას ახდენდნენ სხვადასხვა კომპანიები, მათ შორის Creatronic და Videojet.[2] სამხრეთ ამერიკაში (ძირითადად ბრაზილიაში), Creatronic-ს ვერსიას დისტრიბუციას უწევდა Cougar USA (Cougar Boy-ის სახელწოდების ქვეშ). მიუხედავად ამისა, Cougar Boy აშშ-ში არ გამოსულა. კონსოლის თავდაპირველი ფასი შეადგენდა 60 ევროს.[3]

Mega Duck-ის კარტრიჯები თითქმის Watara Supervision-ის იდენტურია, თუმცა ზომით ოდნავ პატარაა.[4] ასევე შესამჩნევი მსგავსებაა შიდა ტექნიკური კუთხითაც. თუმცა Supervision-ის LCD ეკრანი Mega Duck-ის ეკრანზე საკმაოდ დიდია.[5] კონსოლზე განთავსებული იყო ხმის/კონტრასტის მარეგულირებელი, კონტროლერის ღილაკები (მიმართულების 4 ღილაკი, A, B, Select და Start), ჩაშენებული დინამიკი და კონექტორი. იგი მოიხმარდა Zilog Z80-ის ცენტრალურ პროცესორს 4.194304 მჰც ტაქტური სიხშირით, 16 KB ოპერატიულ მეხსიერებას, ოთხცალ AA ბატარეას და 300 მილიამპერ AC ადაპტერს. საერთო ჯამში მასზე ხელმისაწვდომი იყო 30-მდე ვიდეო თამაში.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. WELBACK HOLDINGS LAUNCHES MEGA DUCK GAME. telecompaper.com. ციტირების თარიღი: 30 აგვისტო, 2019.
  2. 2.0 2.1 Mega Duck/Cougar Boy. Ultimate Console Database. ციტირების თარიღი: 30 აგვისტო, 2019.
  3. Evan Amos (2019). A Photographic History from Atari to Xbox, გვ. 18, გვ. 251. ISBN 101593277431 Invalid ISBN. 
  4. Mega Duck Cart Dumping. seanriddle.com. ციტირების თარიღი: 30 აგვისტო, 2019.
  5. Mega Duck. giantbomb.com. ციტირების თარიღი: 30 აგვისტო, 2019.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Mega_Duck&oldid=4598235“-დან