Pokémon Mini

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Pokémon Mini

„Wooper blue“ Pokémon mini
მწარმოებელი Nintendo
ტიპი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი
გამოშვების თარიღი ჩრდ.ამ. 16 ნოემბერი, 2001[1]
იაპ 14 დეკემბერი, 2001[2]
ევრ 15 მარტი, 2002[3]
მედია სათამაშო კარტრიჯი
პროცესორი S1C88 4მჰც
მეხსიერება 4 KB RAM
ზომა 74მმ × 58მმ 23 mм (0.91 in) x 2.28in x 0.91in)[4]
წონა 70 გრამი[4]
დაკავშირებული სტატიები Pokémon Pikachu

Pokémon Mini (იაპონ. ポケモンミニ) — მეექვსე თაობის პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული იაპონური კომპანია Nintendo-ს მიერ. სახელი დაერქვა Nintendo-ს მედიაფრენჩაიზის, „პოკემონის“ საპატივცემულოდ. Pokémon Mini არის Nintendo-ს მიერ შექმნილი კარტრიჯებზე მომუშავე ყველაზე პატარა კონსოლი, რომელიც სულ რაღაც 71 გრამს იწონიდა.[4] პირველად გამოვიდა ჩრდილოეთ ამერიკაში 2011 წლის 16 ნოემბერს[1] (GameCube-ის გამოსვლამდე ორი დღით ადრე), იაპონიაში2001 წლის 24 დეკემბერს,[2] ევროპაში2002 წლის 15 მარტს.[3] ხელმისაწვდომი იყო სამ ფერში — Wooper Blue (ლურჯი) Chikorita Green (მწვანე) და Smoochum Purple (იისფერი) .[5]

სისტემას ჩაშენებული ჰქონდა ინფრაწითელი გამოსხივების პორტი მრავალმოთამაშიან რეჟიმში სათამაშოდ, საათი, აქსელერომეტრი და ვიბრატორი. მოიხმარდა Seiko S1C88-ის 8-ბიტიანი 4 მჰც ცენტრალურ პროცესორს, 4 კბ ოპერატიულ მეხსიერებას, ერთ ცალ AAA ბატარეას 60 საათიანი ხანგრძლივობით და მონოქრომულ LCD ეკრანს 96 x 64-ზე გაფართოებით.

გამოსვლისთანავე მასზე ხელმისაწვდომი იყო ოთხი თამაში: „Pokémon Party mini“, „Pokémon Pinball mini“, „Pokémon Puzzle Collection“ და „Pokémon Zany Cards“

მოგვიანებით ჰაკერებმა მოახერხეს Pokemon mini-ს დაჰაკვა, რამაც გაუხსნა მათ გზა კონსოლისთვის Homebrew თამაშების წარმოებისკენ

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Pokémon Mini. NinDB. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-19. ციტირების თარიღი: 2009-02-25.
  2. 2.0 2.1 ja:ハマるゲームが目白押し! ポケモンミニ体験レポート Japanese. Nintendo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2002-12-16. ციტირების თარიღი: 2009-02-25.
  3. 3.0 3.1 Nintendo History. Nintendo of Europe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-04. ციტატა: „"2002: Pokémon mini, the world's smallest console, was launched on 15 March across Europe with four titles, including Pokémon mini Party and Pokémon mini Pinball."“ ციტირების თარიღი: 2009-08-19.
  4. 4.0 4.1 4.2 (2001) Pokémon mini Instruction Booklet. Nintendo of America, გვ. 27. 
  5. Other Systems - Pokémon Mini. Nintendo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-02. ციტირების თარიღი: 2009-09-05.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Pokémon_Mini&oldid=4550998“-დან