Bally Astrocade

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Bally Astrocade
მწარმოებელი Bally Technologies
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეორე თაობა
გამოშვების თარიღი 1977 (1977)
თავდაპირველი ფასი 299 აშშ დოლარი
შეწყდა 1983
მედია სათამაშო კარტრიჯი
პროცესორი Zilog Z80 @ 1.789 მჰც
მეხსიერება 4 კბ RAM, 64 კბ (დამატებითი მოდულის საშუალებით)
8 კბ ROM
გრაფიკა 160×102 (8 ფერი), 160×88 (2 ფერი), 320×204

Bally Astrocadeმეორე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული და გამოცემული Bally Technologies-ის მიერ 1977 წელს. სისტემას თავდაპირველად ერქვა Bally Home Library Computer და მისი შეკვეთა შესაძლებელი იყო მხოლოდ ფოსტის საშუალებით. კომპანია Bally კონსოლს აწარმოებდა მცირე ხნის განმავლობაში, მანამდე სანამ მასზე უფლება არ მოიპოვა მესამე მხარის კომპანიამ, რომელიც უშვებდა 1984 წლამდე.

კონსოლის თავდაპირველი ფასი შეადგენდა 299 აშშ დოლარს და იმ დროისთვის გამოირჩეოდა მძლავრი გრაფიკული შესაძლებლობებით. მასში განთავსებული იყო Zilog Z80-ის ცენტრალური პროცესორი 1.789 მჰც ტაქტური სიხშირით და 4 კბ ოპერატიული მეხსიერება. რაც შეეხება ვიდეო თამაშების ბიბლიოთეკას, არსებობის ისტორიაში გამოვიდა დაახლოებით 50-მდე თამაში.

სისტემა დადებითად მიიღეს კრიტიკოსებმა. 1983 წელს დენი გუდმენმა ჟურნალ Creative Computing-დან Astrocade დაახასიათა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო გრაფიკის მქონე ვიდეო თამაშების კონსოლი.[1] მიუხედავად მძლავრი აპარატული მახასიათებლებისა, Bally Astrocade-მა, იმ დროში არსებული სხვა სისტემების მსგავსად, კონკურენცია ვერ გაუწია ბაზრის ლიდერ Atari 2600-ს. შედეგად მწარმოებელმა 10 მილიონი დოლარის ზარალი ნახა და საავტორო უფლებები მიყიდა მესამე მხარის კომპანიას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Brett Weiss, Astrocade, in Classic Home Video Games, 1972-1984: A Complete Reference Guide, McFarland, 7 marzo 2012, pp. 18-27.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Goodman, Danny. (ზაფხული, 1983) Home Video Games: Video Games Update გვ. 32. Creative Computing Video & Arcade Games.