PlayStation 4

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
PlayStation 4
შემქმნელი Sony Computer Entertainment
მწარმოებელი Sony[1], Foxconn[2]
პროდუქტის ოჯახი PlayStation
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მერვე თაობა
გამოშვების თარიღი ჩა 15 ნოემბერი, 2013
ევ 29 ნოემბერი, 2013
იაპ 22 თებერვალი, 2014
საცალო გაყიდვაში 30.2 მილიონი (2015 წლის 22 ნოემბრის მონაცემებით)[3]
თავდაპირველი ფასი USD$399.99, 399.99, £349.99
გაიყიდა 60.4 მილიონი (ივნისი, 2017)[4]
დაიგზავნა 63.3 მილიონი (ივნისი, 2017))[5]
მედია Blu-ray დისკი, DVD
ოპერაციული სისტემა PlayStation 4-ის სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა
პროცესორი 8 ბირთვიანი AMD x86-64 Jaguar 1.6 გჰც[6]
მეხსიერება 8 გბ GDDR5
256 მბ DDR3 ომ[7]
მეხსიერების საცავი მყარი დისკი 500 გბ, 1 ტბ (SSD-ის მხარდაჭერა)
მონიტორი HDMI (480p, 720p, 1080i, 1080p, და 4K, მხოლოდ სურათებისთვის და ვიდეოებისთვის)[8]
გრაფიკა AMD GCN Radeon
კონტროლერის შეტანა DualShock 4, PlayStation Move, PlayStation Vita
კამერა PlayStation Camera
კავშირი 802.11 b/g/n Wireless, Bluetooth 2.1, USB 3.0, Ethernet 10/100/1000
ონლაინ სერვისები PlayStation Network
წინა PlayStation 3
საიტი playstation.com/ps4/

PlayStation 4 (PS4) — სახლის ვიდეო თამაშის კონსოლი, შექმნილი Sony Computer Entertainment-ის მიერ. დაანონსდა PlayStation-ის პრესკონფერენციაზე 2013 წლის 20 თებერვალს, პრეზენტაცია შედგა E3-ზე და გამოიცა 2013 წლის 15 ნოემბერს ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო 2013 წლის 29 ნოემბერს - ევროპაში, სამხრეთ ამერიკასა და ავსტრალიაში. როგორც ნაწილი მერვე თაობის ვიდეო თამაშების კონსოლებისა და რიგით მეოთხე კონსოლი სერიიდან, იგი კონკურენციას უწევს Nintendo-ს Wii-ის და Microsoft-ის Xbox One-ს.

მისი წინამორბედისაგან განსხვავებით, PS4-ში გამოყენებულია AMD-ის ტექნოლოგია, AMD Fusion ჩაშენებული x86-64 არქიტექტურის გარშემო. AMD-ის განცხადებით, აღნიშნული პროცესორი AMD Fusion არქიტექტურით დამზადებულ პროცესორებს შორის არის "ყველაზე ძლიერი", რომელიც აქამდე შეუქმნიათ. შექმნელებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს სოციალურ ურთიერთობასა და სხვა მოწყობილობებსა და სერვისებთან ინტეგრაციაზე, რითაც შესაძლებელია სინქრონიზაციის მოხდენა Playstation 4, PlayStation Vita-სა და Sony Xperia შორის. ხოლო რაც შეეხება კონტროლერს, იგი საგრძნობლად დაიხვეწა წინა მოდელებთან შედარებით - გაუმჯობესებული ღილაკების, ანალოგისა და ინტეგრირებული ტაჩპადის ჩათვლით. კონსოლი მოიხმარს Orbis ოპერაციულ სისტემას, რომელიც წარმოადგენს FreeBSD 9.0-ის მოდიფიცირებულ ვერსიას[9].

კონსოლის გაყიდვები შესამჩნევად მაღალი იყო. კომპანიის განცხადებით, გაყიდვების პირველ ეტაპზე, PS4 ყველაზე მეტად მოთხოვნადი პროდუქტი აღმოჩნდა Sony-ის კონსოლებს შორის[10]. 2015 წლის მონაცემებით საცალო გაყიდვების რაოდენობამ 30 მილიონს მიაღწია.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sony's Manufacturing Operations (Japan). ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი, 2015.[მკვდარი ბმული]
  2. Mishkin, Sarah. (13 ნოემბერი, 2013) Foxconn profits beat expectations. Financial Times.
  3. „PlayStation®4 (PS4™) Sales Surpass 30.2 Million Units Worldwide“ (პრეს-რელიზი). Tokyo: Sony Computer Entertainment Inc. 25 ნოემბერი, 2015. ციტირების თარიღი: 25 ნოემბერი, 2015 – წარმოდგენილია PRNewswire-ის მიერ. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  4. E3 2017: PS4 Sales Reach New Heights (June 12, 2017).
  5. PS4 Shipments Reach 63.3 Million, But Fall In Latest Quarter (August 1, 2017).
  6. Anthony, Sebastian (22 ნოემბერი, 2013). „Comparison of Xbox One and the Playstation 4“. ExtremeTech. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-07. ციტირების თარიღი: 11 დეკემბერი, 2013. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  7. PlayStation 4 iFixit Teardown. ციტირების თარიღი: 17 იანვარი, 2014.
  8. AlexaRay. PS4 will support 4K for 'personal contents' like photos, but not games. Polygon. ციტირების თარიღი: 26 აპრილი, 2015.
  9. Mr. H. Details about Playstation 4 OS development. www.vgleaks.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-27. ციტირების თარიღი: 2013-06-24.
  10. Dave Cook. PS4 had Sony’s best launch game line-up to date says Koller. VG247. ციტირების თარიღი: 19 ნოემბერი 2013 წელი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=PlayStation_4&oldid=4079779“-დან