Entex Adventure Vision

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Entex Adventure Vision
Entex Adventure Vision Logo.png
Entex-AdventureVision det.jpg
მწარმოებელი Entex Industries
ტიპი ვიდეო თამაშების კონსოლი
გამოშვების თარიღი 1982; 37 წლის წინ (1982)[1]
შეწყდა 1983; 36 წლის წინ (1983)
გაიყიდა 50,757[1]
მედია სათამაშო კარტრიჯი
პროცესორი Intel 8048 @ 733 კჰც
გრაფიკა მონოქრომულიე ეკრანი 150 × 40პიქსელებით
ხმა National Semiconductor COP411L
წინა Entex Select-A-Game

Entex Adventure Visionმეორე თაობის ვიდეო თამაშების კონსოლი, ჩაშენებული მონიტორით, რომელიც გამოსცა კომპანია Entex Industries-მა 1982 წელს.[1] იგი არის ამავე კომპანიის მიერ 1981 წელს გამოშვებული კონსოლის, Entex Select-A-Game-ის მემკვიდრე. სულ შეიქმნა კონსოლის 3 პროტოტიპი.[2]

სისტემაზე დამაგრებული იყო ერთი ჯოისტიკი და ოთხ-ოთხი ღილაკი მარცხენა და მარჯვენა მხარეს. მის მთავარ უპირატესობას მასში ჩაშენებული ეკრანი წარმოადგენდა. კონსოლი გამოიყენებდა Intel 8048-ის პროცესორს 733 კილოჰერცით,[3] National Semiconductor-ის ხმის ჩიპს COP411L და 64 ბაიტ ოპერატიულ მეხსიერებას.

თამაშები ვრცელდებოდა სათამაშო კარტრიჯების მეშვეობით. საერთო ჯამმში მასზე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ოთხი თამაში:[4] „Defender“, „Super Cobra“, „Turtles“ (Pac-Man-ის ანალოგი) და „Space Force“ (Atari-ს „Asteroids“-ის კლონი). სისტემა წარუმატებელი აღმოჩნდა კომერციულად, არსებობის მანძილზე გაიყიდა 50,757 ეგზემპლარი.[1] შედეგად, Entex Industries-მა შეწყვიტა Adventure Vision-ის წარმოება 1984 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Forster, Winnie (2005). The encyclopedia of consoles, handhelds & home computers 1972 - 2005. GAMEPLAN, გვ. 53. ISBN 3-00-015359-4. 
  2. Adventure Vision ©1982, 2005 — Prototype Information, წაკითხვის თარიღი: 23 აგვისტო, 2019
  3. Entex Adventure Vision. gamesdatabase.org. წაკითხვის თარიღი: 23 აგვისტო, 2019.
  4. Entex Adventure Vision. Mini-Arcade.com. წაკითხვის თარიღი: 23 აგვისტო, 2019.