Game Boy Advance SP
Game Boy Advance SP | |
---|---|
![]() | |
![]() | |
მწარმოებელი | Nintendo |
პროდუქტის ოჯახი | Game Boy Advance-ის ოჯახი |
ტიპი | პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეექვსე თაობა |
გამოშვების თარიღი |
იაპ 14 თებერვალი, 2003[1] ჩრდ.ამ. 23 მაისი, 2003[2] PAL 28 მარტი, 2003[3] |
თავდაპირველი ფასი |
99.99 აშშ დოლარი
|
შეწყდა | 31 იანვარი, 2010 |
გაიყიდა |
43.57 მილიონი (31 დეკემბერი, 2015)[4] |
მედია | Game Boy Advance Game Pak |
პროცესორი |
32-ბიტიანი 16.78 მჰც ARM7TDMI 8 ან 4 მჰც Z80 თანაპროცესორი |
მონიტორი | TFT LCD, 240×160 პიქსელები, 40.8×61.2 მმ[5] |
უკუთავსებადობა | Game Boy, Game Boy Color |
წინა | Game Boy Advance (ადრეული დიზაინი) |
შემდეგი | Game Boy Micro (გადაკეთებული) Nintendo DS/Nintendo DS Lite (მემკვიდრე) |
Game Boy Advance SP (იაპონ. ゲームボーイアドバンスSP), შემოკლებით GBA SP — მეექვსე თაობის პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, Game Boy Advance-ის განახლებული ვერსია, შექმნილი და გამოცემული იაპონური კომპანია Nintendo-ს მიერ 2003 წლის თებერვალში.[6] პრეფიქსი „SP“ განივრცობა როგორც „Special“ (ქართ. „სპეციალური“).[7] 2004 წლის ნოემბერში Nintendo-მ გამოსცა ახალი პორტატიული კონსოლი Nintendo DS, ხოლო ერთი წლის შემდეგ გამოუშვა Game Boy Advance-ის შემცირებული ვერსია Game Boy Micro.
სისტემა მოიხმარდა ARM7TDMI 32-ბიტიან ცენტრალურ პროცესორს 16.78 მჰც ტაქტური სიხშირით და Z80-ის 8 ბიტიან თანაპროცესორს 8 ან 4 მჰც ტაქტური სიხშირით. მუშაობდა ლითიუმ-იონურ აკუმულატორზე, ეკრანის გაფართოება — 240×160-ზე 32,768 ფერით, ეკრანის დიაგონალი — 74 მმ.
2005 სექტემბერში, აშშ-ში გამოვიდა კონსოლის განახლებული ვერსია AGS-101 GBA SP, განახლებული ეკრანით, ჩაშენებული აკუმულატორითა და სხვა მახასიათებლებით. ევროპაში გამოიცა შეზღუდული რაოდებობით..[8]
მისი თავდაპირველი ფასი აშშ-ში შეადგენდა 99.99 აშშ დოლარს, იაპონიაში — 12,500 იენას. კონსოლს წილად ხვდა დადებითი შეფასებები კრიტიკოსებისაგან. იგი ასევე წარმატებული აღმოჩნდა კომერციულადაც, საერთო ჯამში გაიყიდა 43.57 მილიონი ასლის ოდენობით. მისი წარმოება ოფიციალურად შეწყდა 2010 წლის 31 იანვარს.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ოფიციალური საიტი
- Game Boy Advance — Nintendo.com (დაარქივებული ვერსია — Wayback Machine
- Comparison of GBA SP 101 vs 001
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Game Boy Advance SP. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ივნისი, 2013. ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2013.
- ↑ Nintendo Game Boy Advance SP review. CNET. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 იანვარი, 2012. ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2013.
- ↑ N-Europe News: GBA SP Press Release. Ashley Jones (7 მარტი, 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 თებერვალი, 2010. ციტირების თარიღი: 26 მარტი, 2012.
- ↑ Consolidated Sales Transition by Region (PDF). Nintendo (3 თებერვალი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 თებერვალი, 2016. ციტირების თარიღი: 12 აპრილი, 2016.
- ↑ Technical data.
- ↑ Nintendo Company History. Nintendo of America Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 მაისი, 2012. ციტირების თარიღი: 22 მაისი, 2012.
- ↑ - Nintendo - Customer Service - Game Boy Advance SP - Frequently Asked Questions. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 იანვარი, 2016.
- ↑ Brighter SP coming to Europe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივნისი, 2010.
|
|
|
|