Atari XEGS

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Atari XE Video Game System
Atari logo alt.svg
Atari XEGS.jpg
მწარმოებელი Atari Corporation
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი/პერსონალური კომპიუტერი
თაობა მესამე თაობა
გამოშვების თარიღი 1987
თავდაპირველი ფასი 199 აშშ დოლარი
შეწყდა 1992[1]
მედია სათამაშო კარტრიჯი
პროცესორი MOS Technology 6502C
მეხსიერება 64 კბ RAM
მონიტორი ANTIC-ის გრაფიკული პროცესორი, 384 x 240, 256 ფერი
უკუთავსებადობა Atari-ის 8 ბიტიანი კომპიუტერები
წინა Atari 7800
შემდეგი Atari Jaguar

Atari XE Video Game System, უფრო მეტად ცნობილი, როგორც Atari XEGSმესამე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი შემუშავებული კომპანია Atari Corporation-ის მიერ 1987 წელს.

ის დაფუძნებულია Atari-ს 8 ბიტიან 65XE კომპიუტერზე და მასზე თავსებადია Atari-ს 8 ბიტიანი კომპიუტერების პროგრამული ბიბლიოთეკა. დამატებით მას შეუძლია შეასრულოს როგორც სათამაშო კონსოლის, ასევე სრულყოფილი კომპიუტერის ფუნქცია. ის გამოიყენებს MOS Technology-ის 6502C-ის ცენტრალურ პროცესორს, ANTIC-ის გრაფიკულ პროცესორს და 67 კბ ოპერატიულ მეხსიერებას. კონსოლი, ასევე მოიხმარს ატარის კომპიუტერების თითქმის ყველა პერიფერიალს, მათ შორის მოდემსა და პრინტერს.[2] ატარიმ კონსოლი გამოსცა ორი ფორმით: ერთი როგორც საბაზისო კომპლექტი, რომელსაც თან ახლდა მხოლოდ ჯოისტიკი და მეორე დელუქს კომპლექტი, რომელსაც მოჰყვებოდა კლავიატურა, ჯოისტიკი და სინათლის პისტოლეტი, რომელიც აგრეთვე თავსებადი იყო 7800 და Atari 2600-თან.[2][3]

XEGS-ს ჩაშენებული ჰქონდა ვიდეო თამაში „Missile Command“[2] და გააჩნდა ახალი პროექტების, Barnyard Blaster-ის და „Bug Hunt“ მხარდაჭერა. საერთო ჯამში კონსოლზე ხელმისაწვდომი იყო 32 ერთეული თამაში.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Atari XEGS-ის თამაშების სია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Atari 1200XL Computer.
  2. 2.0 2.1 2.2 Atari 8 Bit Computers - 1979-1987. Classic Gaming. დაარქივებულია ორიგინალიდან - 11 თებერვალი, 2012. წაკითხვის თარიღი: 21 ივლისი, 2010.
  3. Herman, Leonard; Horwitz, Jer; Kent, Steve; Miller, Skyler. Video Games Are Back 1985-1988. The History of Video Games. GameSpot. დაარქივებულია ორიგინალიდან - 18 ნოემბერი, 2012. წაკითხვის თარიღი: მარტი, 16, 2014.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Atari_XEGS&oldid=3531847“-დან