Vii

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Vii
Sport Vii
მწარმოებელი JungleTac (Jungle Soft), KenSingTon
ტიპი გამოყოფილი კონსოლი
თაობა მეშვიდე თაობა
გამოშვების თარიღი
გაიყიდა >300,000 (2007 წლის მონაცემით)[1]
მედია კარტრიჯები და ჩაშენებული თამაშები
პროცესორი 16-ბიტიანი Sunplus SPG (S+core)[2]
მეხსიერების საცავი 8.5 მბ შემნახველი ბარათი
კონტროლერის შეტანა 2.4G Wireless Handybar Controller

JungleTac's Sport Vii (ჩინ. 威力棒)— მეშვიდე თაობის გამოყოფილი ვიდეო თამაშების კონსოლი, Nintendo-ს კონსოლის, Wii-ს ჩინური ვარიანტი[3], გამოსული 2007 წელს ჩინეთში.

Vii-ს კონტროლერი, რომელსაც გააჩნია მოძრაობის დეტექტორის ფუნქცია, მეტად წააგავს Wii Remote-ის კონტროლერს. იგი ხელმისაწვდომია ვარდისფერ, თეთრ და ლურჯ ფერებში.[4] კონსოლი მოიხმარს 16-ბიტიანი Sunplus SPG (S+core) ცენტრალურ პროცესორს. მასში ჩაშენებულია 12 ერთეული თამაში.

მისი თავდაპირველი ფასი შეადგენდა 1280 იუანს. კონსოლის სახეშეცვლილ ვერსიას, რომელსაც ბლოგერები კოლოქვიალურად უწოდებენ Vii 2, გააჩნია მოდერნიზებული კონტროლერი და განახლებული დიზაინი, რომელიც Nintendo Entertainment System-სა და PlayStation 3-ს მოგვაგონებს.[5]

2008 წელს იაპონიაში გამოვიდა კონსოლის სახეშეცვლილი ვერსია სახელწოდებით V Sports (Sport Vii).[6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Vii&oldid=4155676“-დან