Game Wave Family Entertainment System

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Game Wave Family Entertainment System
მწარმოებელი ZAPiT Games
ტიპი DVD-დამკვრელი და სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეშვიდე თაობა
გამოშვების თარიღი 2005
თავდაპირველი ფასი 99 აშშ დოლარი
შეწყდა 2009
გაიყიდა დაახ. 70,000 (2008)[1]
მედია DVD-ROM

Game Wave Family Entertainment System, შემოკლებით Game Wave — ჰიბრიდული მოწყობილობა, რომელიც თავის თავში აერთაინებს DVD-დამკვრელს და მეშვიდე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლს. მოწყობილობა შეიმუშავა კომპანია ZAPiT Games-მა.[2] გამოვიდა 2005 წლის ოქტომბერში კანადაში.[3] მისი ფასი აშშ-ში შეადგენდა 99 აშშ დოლარს.

კონსოლს კომპლექტში მოჰყვებოდა ოთხი თამაში, ოთხი დსიტანციური მართვის პულტი, (რომელსაც გააჩნდა კონტროლერის დანიშნულება) და RCA და S-Video კაბელები.

Game Wave-ის სათამაშო ბიბლიოთეკა მეტად მწირია. საერთო ჯამში, მასზე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ და მხოლოდ 13 ერთეული თამაში, რომელთა უმეტესობა თავსატეხი ჟანრისაა.[4] 2008 წლის მონაცემებით გაყიდულია კონსოლის დაახლოებით 70,000 ეგზემპლარი. Game Wave-ის წარმოება შეწყდა 2009 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. VP Final - MP4 (2008-12-20). ციტირების თარიღი: 2012-08-14.
  2. Game Wave games. Giant Bomb. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
  3. Surf the Game Wave to Fun. ZAPiT Games (ოქტომბერი, 2005). ციტირების თარიღი: 2007-11-05.
  4. KELLEN PERRY. SYSTEMS THAT COULDN'T EVEN RELEASE 15 GAMES BEFORE THEY BIT THE DUST?. svg.com. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.