კონსოლის თავდაპირველი ფასი შეადგენდა 49.99 აშშ დოლარს,[3] რაც გაცილებით იაფი იყო, ვიდრე იმ დროში უკვე არსებული Super Nintendo Entertainment System. კონსოლი მოიცავდა რამდენიმე განახლებას, მათ შორის ყველაზე შესამჩნევი იყო კორპუსის ვიზუალი და სათამაშო კონტროლერი, რომელიც მეტად წააგავდა Super NES-ის კონტროლერს. მასში განთავსებული იყო Ricoh 2C02-ის ცენტრალური პროცესორი და Ricoh 2C02-ის გრაფიკული ჩიპი.
2003 წლის 25 სექტემბერს, Nintendo-მ ერთდროულად შეწყვიტა NES-101-ისა და Super Nintendo Entertainment System-ის წარმოება.[4]