Intellivision
| Intelvision | |
|---|---|
|
| |
|
Intelvision კონტროლერთან ერთად | |
| მწარმოებელი | Mattel Electronics |
| ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
| თაობა | მეორე თაობა |
| გამოშვების თარიღი |
(სატესტო) ჩრდ.ამ. 1979[1][2][3] ევრ 1979 |
| შეწყდა | იანვარი, 1984[1][2][3][4] |
| გაიყიდა | 3 მილიონი [1][2][3] |
| პროცესორი | GI CP1610 |
| მეხსიერების საცავი | სათამაშო კარტრიჯი |
| ონლაინ სერვისები | PlayCable |
| ყველაზე გაყიდვადი თამაში | Major League Baseball (1 მილიონი) [1] |
| შემდეგი | HyperScan |
Intellivision – 16 ბიტიანი მეორე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული კომპანია Mattel Electronics-ის მიერ 1979 წელს. მასზე მუშაობა დაიწყო მისი მთავარი კონკურენტი კონსოლის, Atari 2600-ის გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ, 1978 წელს. გამოსვლისთანავე კონსოლზე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ 4 თამაში, Space Spartans, Bomb Squad, B17Bomber და Tron: Solar Sailer. ერთ წელში გაიყიდა 175.000 ასლი და თამაშების ბიბლიოთეკა 35 ერთეულადმდე გაიზარდა და საერთო ჯამში გაიყიდა კონსოლის 3 მილიონი ეგზემპლარი და თამაშების რაოდენობამ 125-ს მიაღწია, ხოლო ყველაზე გაყიდვადი თამაშია Major League Baseball, ერთი მილიონი გაყიდული ასლის ოდენობით. [1][2][3]
1982 წელს კომპანიამ გამოუშვა სახეშეცვლილი ვერსია Intellivision II, რომელსაც გააჩნდა მოხსნადი სათამაშო კონტროლერი და დახვეწილი დიზაინი. 1983 წელს მატელი გეგმავდა Intellivision III-ის გამოშვებას, რომელიც აპარატულად უფრო ძლიერი იქნებოდა, ვიდრე მისი წინამორბედი, მაგრამ პროექტზე მუშაობა შეწყდა სხვადასხვა მიზეზის გამო, ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა 1983 წლის ვიდეო თამაშების კრიზისი, რამაც უარყოფითად იმოქმედა კონსოლის განვითარებაზე.
Intellivision თავდაპირველად 299 ამერიკული დოლარი ღირდა. Intellivision არის პირველი კონსოლი, რომელშიც გამოყენეს 16 ბიტიანი ცენტრალური პროცესორი. მისი ტექნიკური მახასიათებლები ასე გამოიყურება: General Instrument-ის 16 ბიტიანი CP1610-ის პროცესორი 1 მგჰ-დე ტაქტური სიხშირით, 1352 ბაიტი ოპერატიული მეხსიერება და PlayCable-ის ონალინ სერვისის მხარდაჭერა.
2009 წელს საიტ IGN-მა Intelvision ყველა დროის საუკეთესო კონსოლებს შორის 14 ადგილი მიუჩინა.[5] თუმცა ამავე გამოცემამ მისი კონტროლერი მეოთხე ყველაზე ცუდ კონტროლერად დაასახელა.[6] Intelvision რჩებოდა მატელის შემუშავებულ ერთადერთ კონსოლად, მანამდე სანამ 2006 წელს არ გამოუშვა HyperScan.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Intellivision
- The Intellivision II
- Intellivision III
- Intellivision-ის კონტროლერი
- Intellivoice, ხმის სინთეზატორი
- Super Video Arcade
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Intellivision — რეტროგეიმინგი
- Gamasutra - სათამაშო პლატფორმერბის ისტორია: Mattel Intellivision,
- Intellivision-ის ისტორია დაარქივებული 2016-06-01 საიტზე Wayback Machine. , The Dot Eaters-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 5 6 Mattel Intellivision — 1980–1984. ClassicGaming. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 23, 2008. ციტირების თარიღი: 2008-05-16.
- 1 2 3 4 5 Ask Hal: Frequently Asked Questions to the Blue Sky Rangers. Intellivision Productions. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-20. ციტირების თარიღი: 2008-11-03.
- 1 2 3 4 5 Timeline. Intellivision Productions. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-09. ციტირების თარიღი: 2008-11-03.
- ↑ Forster, Winnie (2005). The encyclopedia of consoles, handhelds & home computers 1972–2005. GAMEPLAN, გვ. 42. ISBN 3-00-015359-4.
- ↑ Top 25 Videogame Consoles of All Time: Intellivision is number 14 დაარქივებული 2020-01-25 საიტზე Wayback Machine. , IGN. Retrieved November 2, 2011.
- ↑ Top 10 Tuesday: Worst Game Controllers. IGN (2006-02-21). ციტირების თარიღი: 2013-09-25.
| ||||||||||||||
| ||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||