GameKing

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

მოდელები

Gameking I
GameKing II
Gameking III

GameKingპორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლების სერია, შექმნილი და გამოცემული კომპანია Timetop-ის მიერ ჰონგ-კონგის ბაზრისთვის.[1] საერთო ჯამში გამოვიდა სამი მოდელი: GameKing I, GameKing II და GameKing III.

პირველი კონსოლი GameKing I გამოვიდა 2003 წელს. იგი მოიხმარდა 65C02-ის ცენტრალურ პროცესორს 6,0 მჰც ტაქტური სიხშირით, LCD ეკრანს, 2 ცალ AAA ტიპის ბატარეას. დიზაინით წააგავდა Nintendo-ს Game Boy Advance-ს.[2]

2004 წლის ოქტომბერში კომპანიამ დააანონსა GameKing-ის რიგით მეორე მოდელი GameKing II, რომელიც ხელმისაწვდომი იყო რამდენიმე ფერში (შავი, ნაცრისფერი, თეთრი და ყვითელი) და გამოიყენებდა 3 ცალ AAA ტიპის ბატარეას. დიზაინით წააგავდა Sony-ს PlayStation Portable-ს.[3]

2005 წელს კომპანია TimeTop-მა გამოსცა რიგით მესამე კონსოლი სახელწოდებით GameKing III ან GM-220, რომელიც მხოლოდ აზიაში იყიდებოდა. წინა მოდელებისაგან განსხვავებით აღჭურვილი იყო სრულფასოვანი ფერადი ეკრანით.

კონსოლს გააჩნდა თამაშების მეტად მწირი ბიბლიოთეკა. საერთო ჯამში მასზე ხელმისაწვდომი იყო 38 თამაში, რომელთაგან 3 კონსოლში იყო ჩაშენებული. უმეტესობა წარმოადგენდა NES, Commodore 64 და Atari 2600-ის თამაშების კლონებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. So What's a Gameking?. The Gameking Hunt. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2021.
  2. GAMEKING. Obsolete Worlds. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2021.
  3. Timetop GameKing. Giant Bomb. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2021.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=GameKing&oldid=4165397“-დან