მისი თავდაპირველი ფასი შეადგენდა 12,000 იაპონურ იენას. იგი მოიხმარდა მონოქრომულ LCD ეკრანს 75 × 64-ზე გაფართოებით,[2][3]NEC-ის 8-ბიტიან ცენტრალურ პროცესორს D78C06-ს 6 მჰც ტაქტური სიხშირით და 2 KB ოპერატიულ მეხსიერებას. კონსოლს კორპუსის ქვედა მხარეს დატანებული ჰქონდა ჯოიპადი (8 მიმართულებიანი), 6 ღილაკი და კონტრასტის რეგულატორი, აგრეთვე სისტემის და ხმის ჩართვა-გამორთვის ორ-ორი ღილაკი. იგი მუშაობდა AA ბატარეებზე (სისტემა დამუხტულ რეჟიმში ძლებდა 70 საათს).[4]
კონსოლზე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ხუთი თამაში: „ Astro Bombe“, „Block Maze“, „Mahjong“, „Reversi“ და „Sokoban“. ამას გარდა მასში ჩაშენებული იყო ორი თამაში: „11-puzzle“ (თავსატეხი) და Paint program (გრაფიკული რედაქტორი).[5]