OnLive

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
OnLive
მწარმოებელი OnLive.Inc
გამოვიდა 21 ივნისი, 2010
ბოლო გამოშვება 2.3.0.31244
ენა ინგლისური
სტატუსი არაქტიური
ჟანრი ციფრული დისტრიბუცია
საიტი onlive.com

OnLiveღრუბლოვანი ვირტუალიზაციის ტექნოლოგია, წარმოებული ამავე სახელწოდების მქონე კალიფორნიული კომპანიის მიერ.

OnLive დაანონსდა Game Developers Conference-ზე 2009 წელს.[1] მისი გამოშვება თავდაპირველად დაგეგმილი იყო წლის ბოლოს,[2][3] მაგრამ საბოლოოდ გამოვიდა მომდევნო წლის 21 ივნისს აშშ-ში.[4]

OnLive-ის მოწინავე პროდუქტად ითვლებოდა ღრუბლოვანი თამაშების სერვისი, რომელიც მომხმარებლებს აძლევდა კომპიუტერული თამაშების ქირაობის შესაძლებლობას მოწყობილობაზე ინსტალაციის გარეშე.

სერვისი ხელმისაწვდომი იყო პერსონალურ კომპიუტერებზე, მობილურ მოწყობილობებზე, Smart TV-სა და გამოყოფილი კონსოლის სტილის მოწყობილობა OnLive Game System-ზე, რომელიც შედგებოდა უსადენო კონტროლერისა და სათამაშო კონსოლისაგან სახელად „MicroConsole TV Adapter“.[5][6][7]

2015 წლის 2 აპრილს ცნობილი გახსა, რომ კომპანია Sony Interactive Entertainment-მა შეისყიდა OnLive-ის სერვისები. იმავე წლის 30 აპრილს OnLive-მა შეწყვიტა არსებობა.[8]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Roper, Chris. (2009-03-24) IGN: GDC 09: OnLive Introduces The Future of Gaming. ციტირების თარიღი: 2009-03-25.
  2. FAQ. OnLive. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 27, 2010. ციტირების თარიღი: 2009-03-25.
  3. Roper, Chris. IGN: GDC 09: OnLive Introduces The Future of Gaming. Uk.pc.ign.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-28. ციტირების თარიღი: 2009-03-25.
  4. {http://www.theinquirer.net/inquirer/blog-post/1686441/onlive-gaming-launched დაარქივებული 2019-12-23 საიტზე Wayback Machine. )
  5. Perlman, Steve. (November 17, 2010) Introducing the OnLive Game System. OnLive. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 7, 2012. ციტირების თარიღი: November 17, 2010.
  6. Kelly, Kevin. (2009-03-24) GDC09: Rearden Studios introduces OnLive game service and 'microconsole'. ციტირების თარიღი: 2009-03-25.
  7. MicroConsole TV Adapter. OnLive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-14. ციტირების თარიღი: 2010-08-13.
  8. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-07. ციტირების თარიღი: 2015-04-22.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=OnLive&oldid=4309738“-დან