WonderSwan

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სახელწოდების გარეშე
WonderSwan logo text.png
WonderSwan-Black-Left.jpg WonderSwan-Black-Left.jpg SwanCrystal-Wine-Left.jpg
ზედა: WonderSwan
შუა: WonderSwan Color
ქვედა: SwanCrystal
მწარმოებელი Bandai
ტიპი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეხუთე თაობა
გამოშვების თარიღი WonderSwan: იაპ 4 მარტი, 1999
WonderSwan Color: იაპ 9 დეკემბერი, 2000
SwanCrystal: იაპ 12 ივლისი, 2002
თავდაპირველი ფასი
  • 4,800 იენა (WonderSwan)
  • 6,800 იენა (WonderSwan Color)
  • 7,800 (SwanCrystal)
შეწყდა 2003 (2003)
გაიყიდა
მედია სათამაშო კარტრიჯი
კვება
პროცესორი NEC V30 MZ
მეხსიერება 512 კილობიტი (64 KB) RAM
მონიტორი
  • FSTN (WonderSwan, WonderSwan Color)
  • TFT LCD (SwanCrystal) 224 × 144
ხმა 4 PCM არხი
წინა Design Master Senshi Mangajukuu
შემდეგი Digital Monster
დაკავშირებული სტატიები ტამაგოჩი

WonderSwanმეხუთე თაობის პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, წარმოებული იაპონური კომპანია Bandai-ის მიერ. კონსოლი შექმნა იაპონელმა დიზაინერმა გუნპეი იოკოიმ, ხოლო გამოვიდა 1999 წლის 4 მარტს იაპონიაში,[1] მეხუთე თაობის ეპოქაში. მოგვიანებით გამოვიდა კონსოლის ორი ვარიანტი — WonderSwan Color და SwanCrystal. არსებობის ისტორიაში, იაპონიის გარეთ კონსოლის რაიმე სახის ვარიაცია არ გამოცემულა.

სისტემა აღჭურვილი იყო NEC-ის V30 MZ 16-ბიტიანი ცენტრალური პროცესორითა[2][3] და 64 კილობაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით. მის კონკურენტ კონსოლებთან, Nintendo-ს Game Boy Color და SNK-ის Neo Geo Pocket Color-თან შედარებით WonderSwan დაბალი ფასითა და ბატარეის ხანგრძლივობით გამოირჩეოდა. WonderSwan-ზე თამაში შესაძლებელია როგორც ვერტიკალურად, ისევე ჰორიზონტალურად განთავსებულ პოზიციაში. იგი მოიცავს თამაშების უნიკალურ ბიბლიოთეკას, შექმნილი პირველი და მესამე მხარის დეველოპერების მიერ, როგორებიცაა Squaresoft, Namco, Capcom და Banpresto. Koto Laboratories-ზე დაყრდნობით, მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა კონსოლის 10 მილიონი სათამაშო კარტრიჯი.[4]

2000 წლის 9 დეკემბერს Bandai-მ გამოსცა კონსოლის განახლებული ვერსია WonderSwan Color,[5] რომელსაც გააჩნდა ფერადი ეკრანი და მის წინამორბედთან უკუთავსებადი იყო.[6]

2002 წლის 12 ივლისს გამოვიდა კონსოლის კიდევ ერთი განახლებული ვერსია SwanCrystal. მიუხედავად დაბალი ფასისა და განახლებული LCD-ეკრანისა, SwanCrystal-მა ვერ შეძლო Game Boy Advance-ისთვის კონკურენციის გაწევა, შედეგად Bandai-მ შეწყვიტა WonderSwan-ის წარმოება 2003 წელს.[6] მას შემდეგ Game Boy Advance-ზე გამოვიდა WonderSwan-ის რამდენიმე თამაშის პორტირებული ვერსია.[7] საერთო ჯამში გაიყიდა კონსოლის 3.5 მილიონი ეგზემპლარი[8] და მოიცვა იაპონიის პორტატიული კონსოლების ბაზრის 8%.[6] მიუხედავად წარუმატებლობისა, თანამედროვე მიმოხილველები დადებითად აფასებენ WonderSwan-ის ტექნიკურ შესაძლებლობებს.

თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Plunkett, Luke. (8 აპრილი, 2011) The Game Boy Creator's Last Handheld Was a Wonderful Thing. Kotaku. ციტირების თარიღი: 17 აპრილი, 2014.
  2. McFerran, Damien. (18 ივნისი, 2008) Handheld Classics: Bandai WonderSwan. Pocket Gamer. ციტირების თარიღი: 8 აგვისტო, 2017.
  3. Marshall, Alex. (2014–2016) WSMan rev.7. ციტირების თარიღი: 8 აგვისტო, 2017.
  4. Koto Laboratory: Products. Koto Laboratories. ციტირების თარიღი: 12 მაისი, 2014.
  5. Harris, Craig. (30 აგვისტო, 2000) WonderSwan Color Revealed. ციტირების თარიღი: 28 აპრილი, 2011.
  6. 6.0 6.1 6.2 Wild, Kim (2007). "Retroinspection: WonderSwan". Retro Gamer (36): 68–71. ISSN 1742-3155.
  7. Parish, Jeremy. (8 მაისი, 2014) Exploring Game Boy's True Successor, Bandai WonderSwan. USGamer. ციტირების თარიღი: 12 მაისი, 2014.
  8. Brunskill, Kerry (2010). "Swan Song: A WonderSwan Retrospective". Retro Gamer (126): 45–47.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=WonderSwan&oldid=3766489“-დან