Sega Pico

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Sega Pico
583ef05b70dcd SegaPico.png.0064356d2f1972bab3bcfab2aa41a4b2.png
Kids Computer Pico-01.jpg
სხვა სახელწოდებები Kids Computer Pico
მწარმოებელი Sega Toys
ტიპი ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეოთხე თაობა
გამოშვების თარიღი იაპ ივნისი, 1993
ჩრდ.ამ. ნოემბერი, 1994
ევრ 1994
KOR 1995
თავდაპირველი ფასი 13,440 იაპონური იენი
139 ამერიკული დოლარი
49.95 აშშ დოლარი (Majesco)
შეწყდა ევრ 1998
ჩრდ.ამ. თებერვალი, 1998
იაპ 2005
გაიყიდა იაპ 3.4 მილიონი
ჩრდ.ამ. 400,000 (იანვარი, 1996)
მედია „Storyware“ (კარტრიჯი)
შემდეგი Advanced Pico Beena

Sega Pico (აგრეთვე ცნობილი როგორც Kids Computer Pico) — მეოთხე თაობის საგანმანათლებლო ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული კომპანია Sega Toys-ის მიერ 1993 წელს იაპონიაში,[1] 1994 წელს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, 1995 წელს — სამხრეთ კორეაში.

საგანმანათლებლო დანიშნულების Sega Pico გათვლილი იყო სამიდან შვიდ წლამდე ბავშვებზე. ვიზუალურად წააგავდა ლეპტოპს. მისი თავდაპირველი ფასი აშშ-ში შეადგენდა 139 დოლარს, ხოლო იაპონიაში — 13,440 იენს.[2] Sega Pico ნაკლებად პოპულარული იყო ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, შედეგად ამ რეგიონებში კონსოლის წარმოება შეწყდა 1998 წლის დასაწყისში. მიუხედავად ამისა, 1999 წლის აგვისტოდან, კომპანია Majesco Entertainment-მა დაიწყო კონსოლის გადაკეთებული ვერსიის გამოცემა ჩრდილოეთ ამერიკაში, თითქმის სამჯერ ნაკლებ ფასად, 49,99 აშშ დოლარად. 2002 წელს გამოვიდა ჩინეთში.

კონსოლი გარკვეულ წილად გამოიყენებდა იმავე შიდა აპარატულ უზრუნველყოფას,[3] რასაც Sega Genesis, მათ შორის პროცესორსა და გრაფიკულ ჩიპს.[4] მასზე ხელმისაწვდომი იყო 300-მდე თამაში, (რომელიც ვრცელდებოდა კარტრიჯების მეშვეობით), აგრეთვე სეგას რამდენიმე ლიცენზირებული ფრენჩაიზი, მათ შორის „Sonic the Hedgehog“.[5] Sega-ს განცხადებით, საერთო ჯამში გაიყიდა 3.4 მილიონი კონსოლი და 11.2 მილიონი სათამაშო კარტრიჯი.[6]

2005 წელს, იაპონიაში გამოვიდა Sega Pico-ს მემკვიდრე Advanced Pico Beena, რომელსაც მისი წინამორბედისგან განსხვავებით თამაშების გაშვება შეეძლო ტელევიზორზე მიერთების გარეშე. საერთო ჯამში გაიყიდა კონსოლის 3500,000 ეგზემპლარი და 800,000 კარტრიჯი.[7]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sega Pico Q&A Japanese. Sega Toys. დაარქივებულია ორიგინალიდან - 27 აგვისტო, 2008. წაკითხვის თარიღი: 3 მარტი, 2018.
  2. Sega Pico information Japanese. Sega Toys. დაარქივებულია ორიგინალიდან - 8 აპრილი, 2009. წაკითხვის თარიღი: 3 მარტი, 2018.
  3. Horowitz. (7 თებერვალი, 2013) Interview: Joe Miller. დაარქივებულია ორიგინალიდან - 20 ივნისი, 2018. წაკითხვის თარიღი: 10 იანვარი, 2014.
  4. Sato, Hideki. (ნოემბერი, 1998) The History of Sega Console Hardware Japanese. Famitsu. ASCII Corporation. წაკითხვის თარიღი: 5 მარტი, 2019.
  5. Beuscher, David. Sega Pico - Overview. დაარქივებულია ორიგინალიდან - 24 აპრილი, 2011. წაკითხვის თარიღი: 1 სექტემბერი, 2014.
  6. Sega Toys Business Strategy. Sega Toys. დაარქივებულია ორიგინალიდან - 16 დეკემბერი, 2005.
  7. 『BeenaLite(ビーナライト)』7月17日新発売 Japanese. Sega Toys (18 ივნისი, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან - 23 თებერვალი, 2018. წაკითხვის თარიღი: 23 ოქტომბერი, 2014.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Sega_Pico&oldid=3721971“-დან