1292 Advanced Programmable Video System

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
1292 Advanced Programmable Video System
Acetronic-MPU-1000.jpg
მწარმოებელი Radofin
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეორე თაობა
გამოშვების თარიღი 1976 (1976)
მედია სათამაშო კარტრიჯი
პროცესორი 8-ბიტიანი Signetics 2650AI @ 4.43მჰც[1]
მეხსიერება 43 ბაიტი
კონტროლერის შეტანა 2 × 12 ღილაკიანი

1292 Advanced Programmable Video System — 8 ბიტიანი მეორე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული გერმანული კომპანია Radofin-ის მიერ 1976 წელს.[2] ის შემდგომში ლიცენზირებული იქნა სხვადასხვა კომპანიების მიერ, მათ შორის: Acetronic, Prinztronic, Fountain, Grandstand, Audiosonic, Hanimex და Lansay.[3]ამ ვარიანტებიდან ყველა გამოიცემოდა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხა სახელწოდებების ქვეშ. ზოგიერთი ორიგინალის იდენტური იყო, ხოლო ზოგი მათგანი სრულიად განსხვავებული დიზაინით ქვეყნდებოდა.

სისტემა წარმოადგენდა იმ კონსოლების ჯგუფის ნაწილს (ჯგუფს საფუძველი ჩაუყარა Interton VC-4000-მა), რომელიც გამოიყენებდა Signetics 2650-ის ცენტრალურ პროცესორს (ამავე პროცესორს გამოიყენებდა Emerson Arcadia 2001). მასში განთავსებული იყო 43 ბაიტი ოპერატიული მეხსიერება[4] და თან მოჰყვებოდა 12 ღილაკიანი სათამაშო კონტროლერი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hansen, Dale. (1 ივლისი, 2002) 292 Advanced Programmable Video System FAQ. consoledatabase.com. წაკითხვის თარიღი: 11 ნოემბერი, 2017.
  2. Acetronic MPU-1000/2000 old-computers.com
  3. 1292 Advanced Programmable Video System History consoledatabase.com
  4. 1292 Advanced Programmable Video System, retrogamingconsoles.com