Super A'Can

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Super A'Can
Super-ACan-Console-set-h.jpg
Super A'Can კონტროლერთან ერთად
მწარმოებელი Funtech
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეორე თაობა
გამოშვების თარიღი
მედია სათამაშო კარტრიჯი
პროცესორი Motorola 68000 10.6 მჰც, MOS 6502 3,58 მჰც
მეხსიერება 64კბ
გრაფიკა 320x240 გაფართოვება
კონტროლერის შეტანა გეიმპადი

Super A'Canმეოთხე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი ტაივანური კომპანია Funtech-ის მიერ 1995 წლის 25 ოქტომბერს მხოლოდ ტაივანური ბაზრისთვის.[1]

კონსოლს გააჩნდა Super Nintendo-ს და Mega Drive-ის მსგავსი გრაფიკა.[2] მასში განთავსებული იყო ორი ცენტრალური პროცესორი: 16 ბიტიანი Motorola 68000 როგორც ძირითადი პროცესორი 10 მჰც ტაქტური სიხშით[3] (რომელიც გამოიყენებოდა Sega Genesis/Mega Drive და SNK-ს Neo Geo AES-ში) და 8 ბიტიანი MOS Technology 6502 როგორც მეორადი პორცესორი 3,58 მჰც სიხშირით,[3] ხოლო ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 64 კბ შეადგენდა.

კონსოლის თამაშების ბიბლიოთეკა საერთო ჯამში მოიცავდა მხოლოდ და მხოლოდ 12 თამაშს.[4] მათი უმეტესობა იმ დროის პოპულარული თამაშების კლონებს წარმოადგენდა, რომელთა შორის იყო RPG, თავსატეხი სპორტული, პლატფორმერი და საბრძოლო ჟანრების თამაშები.[5]

Super A'Can მიჩნეულია კომერციულ ჩავარდნად. ამის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება კონსოლის ძალიან მაღალი ფასი,[6] ხოლო მეორე მიზეზად ის, რომ Super A'Can გამოვიდა იმ ეპოქაში, როდესაც ბაზარზე დომინირებდნე სამგანზომილებიანი გრაფიკის მქონე და აპარატულად უფრო მძლავრი სათამაშო სისტემები, ისეთები როგორებიცაა PlayStation, Nintendo 64 და Sega Saturn. გამომდინარე აქედან, Super A'Can-მა ვერ შეძლო მათთვის კონკურენციის გაწევა, ხოლო Funtech-მა, Super A'Can-ის წარმოების შეწყვეტამდე 6 მილიონი დოლარის ზარალი ნახა.[7] კომპანიას დაგეგმილი ჰქონდა CD-ROM მოწყობილობის გამოშვება და სისტემის მახასიათებლების გაუმჯობესება, თუმცა ეს არასდროს მომხდარა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Home Page. Video Game Console Library. წაკითხვის თარიღი: 2016-02-19.
  2. Taiwan’s Super A’Can Video Game Console. Chineseacks (12 იანვარი, 2015). წაკითხვის თარიღი: 14 დეკემბერი, 2017.
  3. 3.0 3.1 SUPER A'CAN. Ultimate Console Database. წაკითხვის თარიღი: 14 დეკემბერი, 2017.
  4. ARCHIVE.ORG Console Library: Super A'Can. Internet Archive. წაკითხვის თარიღი: 7 დეკემბერი, 2017.
  5. Exploring the Funtech Super A'Can. redparsley.blogspot.com (10 აგვსიტო, 2015). წაკითხვის თარიღი: 14 დეკემბერი, 2017.
  6. Super A’can – Taiwanese 1995 Video game console. kelamyaus.wordpress.com. წაკითხვის თარიღი: 14 დეკემბერი, 2017.
  7. Funtech Super A'Can. The Games Machines. წაკითხვის თარიღი: 14 დეკემბერი, 2017.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Super_A%27Can&oldid=3442180“-დან