PlayStation 5

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
PlayStation®5
PS5 logo.svg
სხვა სახელწოდებები PS5 (აბრევიატურა)
შემქმნელი Sony Computer Entertainment
მწარმოებელი Sony Corporation
პროდუქტის ოჯახი PlayStation®
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეცხრე თაობა
გამოშვების თარიღი

ჩრდილოეთ ამერიკა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა 12 ნოემბერი, 2020

დანარჩენი მსოფლიო 19 ნოემბერი, 2020
თავდაპირველი ფასი

ძირითადი / ციფრული

2499 / 1999

$499 / $399

499 / 399

£449 / £359

¥49,980 / ¥39,98
მედია Ultra HD Blu-ray, Blu-ray, DVD, ციფრული დისტრიბუცია
ოპერაციული სისტემა PlayStation 5-ის სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა
პროცესორი სპეც. 8 ბირთვი / 16 ნაკადი x86-64-AMD RyzenZen 2, ცვალებადი სიხშირის 3.5 გჰც'მდე
მეხსიერება 16 გბ GDDR6 SDRAM გამტარუნარიანობა: 448 გბ/წ
მეხსიერების საცავი სპეც. 825 გბ SSD გამტარუნარიანობა: 5.5 გბ/წ (ნომინალური), ტიპიური 8-9 გბ/წ (შეკუმშული)
მონიტორი ვიდეო გამომავალი ფორმატები HDMI: 480p, 720p, 1080i, 1080p, 2160p 4K- UHD, 4320p 8K- UHD
გრაფიკა სპეც. AMD RadeonRDNA 2, 36 CUs @ ცვალებადი სიხშირის 2.23 გჰც'მდე (10.3 ტერაფლოპსი TFLOPS) RTX აჩქარება
ხმა სპეც. "Tempest" Engine 3D Audio
კონტროლერის შეტანა DualSense™, DualShock™4, PlayStation®Move
კამერა PlayStation Camera
კავშირი

Wi-Fi 6 IEEE 802.11ax

Bluetooth 5.1

Gigabit Ethernet

USB 3.1 - 2ც; 2.0; Type-C

HDMI 2.1 (VRR) თავსებადი განახლების ცვლადი სიჩქარით
ონლაინ სერვისები PlayStation Network
ზომა

ძირითადი: 390 მმ × 260 მმ × 104 მმ

ციფრული: 390 მმ × 260 მმ × 92 მმ
წონა

ძირითადი: 4.5 კგ

ციფრული: 3.9 კგ
უკუთავსებადობა უმეტესი ნაწილი PlayStation 4 და PlayStation VR თამაშები
წინა PlayStation 4
საიტი playstation.com/en-us/ps5

PlayStation 5 - (იაპონ. プレイステーション ファイブ, ოფიციალური აბრევიატურა PS5) მეცხრე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი შექმნილი Sony Interactive Entertainment-ის მიერ რომელიც არის იაპონური ტრანსნაციონალური კორპორაცია Sony-ს დანაყოფი. კონსოლი პირველად ანონსირებული იყო 2018 წელს როგორც PlayStation 4-ს მემკვიდრე, ხოლო პირველი დეტალები შემდეგი თაობის კონსოლზე 2019 წლის აპრილში გამოვლინდა. დაგეგმილია გასაშვებათ 2020 წლის 12 ნოემბერს ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში და 2020 წლის 19 ნოემბერს დანარჩენი მსოფლიოსთვის. პლატფორმა გამოვა ორ ვარიაციაში ძირითადი Ultra HD Blu-ray ოპტიკური დისკების ამძრავი მოწყობილობით საცალო PS5-ის თამაშების ოპტიკურ დისკებზე, 4K Ultra HD™ ფორმატის დისკების (ფილმები, კონცერტები და სხვა), უკუთავსებადობის მხარდაჭერისთვის PS4-ის თამაშების ოპტიკურ დისკებზე და მეორე ნაკლები ღირებულების PS5 Digital Edition იგივე სიმძლავრის ანალოგი ძირითადი ვერსიისა Ultra HD Blu-ray ოპტიკური დისკების ამძრავი მოწყობილობის გარეშე მხოლოდ ციფრული გადმოწერებისათვის PlayStation Store-ში და ნაკადური (სტრიმინგ) სერვისებისთვის.
PS5-ის მახასიათებლებია - უკომპრომისო, სპეციალურად მოდიფიცირებული, ინტეგრირებული SSD მონაცემთა ულტრა მაღალი სიჩქარით გადაცემისთვის რის შედეგად თამაშების ჩატვირთვა მოხდება ფაქტიურად მომენტალურად და გრაფიკული შესრულება მნიშვნელოვნად გაიზრდება. აპარატურა ასევე აღჭურვილია სპეც. შეკვეთით დამზადებული, ინტეგრირებული AMD Ryzen Zen 2 პროცესორით ცდბ და AMD Radeon RDNA 2 გრაფიკული პროცესორით გდბ. ასევე აქვს RTX-ის, HDR-ის, 4K (2160p) @ 120 კადრი/წამში და 8K (4320p) მხარდაჭერა. აქვს უახლესი აუდიო აპარატურა უპრეცედენტოდ ზუსტი 3D აუდიოს ეფექტების რეალურ დროში მხარდაჭერისთვის და უკუთავსებადობა 4,000 მეტი PlayStation 4 და PlayStation VR-ის ვიდეო თამაშებისთვის რომლებიც "PS5 Game Boost" ფუნქციის მეშვეობით ჩაირთვებიან უფრო სწრაფი და გლუვი კადრების სიხშირით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

22 მაისს კორპორაცია Sony-ს გამართულ ოფიციალური ღონისძიებაზე ინვესტორებთან Sony Interactive Entertainment-ის იმ დროინდელმა გენერალურმა დირექტორმა ჯონ კოდერამ (John Kodera) The Wall Street Journal-ის ინტერვიუში აზრის გამოთქმა რომ "შემდეგი დიდი ნახტომი PlayStation-ის ბრენდისთვის შედგება არა უადრეს 2021 წლის მარტისა.[1]

9 ოქტომბერს ბრიტანული გაზეთ Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კორპორაცია Sony-ს პრეზიდენტმა/აღმასრულებელმა დირექტორმა კენიჩირო იოშიდამ (იაპონ. 吉田憲一郎) დაადასტურა ახალი თაობის კონსოლის შემუშავების ფაქტი.[2]

2019 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

16 აპრილს ამერიკული ჟურნალი WIRED-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში PlayStation-ის მთავარმა არქიტექტორმა მარკ ცერნიმ (Mark Cerny) გაამხილა პირველი დეტალები ახალი თაობის კონსოლის შესახებ. მისი თქმით, შემუშავება მიმდინარეობს უკვე დაახლოებით 4 წელი და დაწყებულია "დევკიტების" მიწოდება სხვადასხვა ვიდეო თამაშების დეველოპერული კომპანიებისთვის.[3]

4 ივნისს ონლაინ რესურსს CNET-ზე გამოქვეყნდა Sony Interactive Entertainment-ის აღმასრულებელი დირექტორის ჯიმ რაიანის (Jim Ryan) ინტერვიუ. მან განაცხადა რომ კონსოლს ექნება 4K (2160p) გარჩევადობის მხარდაჭერა 120 გჰც კადრების სიხშირით.[4]

8 ოქტომბერს ჟურნალი WIRED-ისთვის მიცემულ კიდევ ერთ ინტერვიუში ჯიმ რაიანმა ოფიციალურად დაადასტურა კონსოლის სახელწოდება - "PlayStation 5" და ასევე თქვა რომ კომპანია აპირებს თავისი მომავალი თაობის კონსოლების მიწოდებას და გაყიდვებს მსოფლიოს მაშტაბით 2020 წლის ბოლოსთვის.[5]

2020 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

7 იანვარს რიგით 53-ე სამომხმარებლო ელექტრონიკის საერთაშორისო გამოფენაზე (CES) რომელიც ჩატარდა ლას ვეგასში (აშშ). კორპორაცია Sony-ს (Sony | CES 2020 Press Conference) პრესს კონფერენციის მსვლელობის დროს Sony Interactive Entertainment-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჯიმ რაიანმა გამოავლინა კონსოლის ოფიციალური ლოგო (PS5) რომელმაც წინამორბედს მინიმალისტური სტილისტიკით და დიზაინით მიბაძა.[6]

18 მარტს ონლაინ პრეს კონფერენციაზე "The Road to PS5" (ქართ. გზა PS5-ისკენ) - YouTube-ზე PlayStation-ის ოფიციალურ არხზე კონსოლის სრული სპეციფიკაციები მიწოდებული იქნა მთავარი არქიტექტორის მარკ ცერნის (Mark Cerny) მიერ და აგრეთვე გამოქვეყნდა PlayStation Blog-ზე და Digital Foundry-ს რესურსებზე. 2 აპრილს Digital Foundry-მ დეტალურად ისაუბრა ცერნისთან და გამოაქვეყნა "ღრმა ჩაყვინთვა".[7]

7 აპრილს ოფიციალურ PlayStation Blog-ზე გამოქვეყნდა (SIE)-ს უფროსი ვიცე პრეზიდენტის ჰიდეაკი ნისშინო'ს (იაპონ. 西野秀明) სტატია და PS5-ის ახალი, უსადენო კონტროლერის DualSense-ის პირველი ოფიციალური ფოტოები, სპეციფიკაციები და სხვ.[8]

12 მაისს ამერიკულ ვიდეო ჰოსტინგ vimeo-ზე Unreal Engine-ის ოფიციალურ არხზე გამოვლინდა კომპანია Epic Games-ს - ბაზარზე ერთ-ერთი მოწინავე თამაშის ძრავის ახალი Unreal Engine 5 ვერსია და იქნა ნაჩვენები "Unreal Engine 5 Revealed! | Next-Gen Real-Time Demo Running on PlayStation 5" - ახალი თაობის დემო რეალურ დროში რომელიც მუშაობდა PlayStation 5'ის ინტერფეისზე.[9]

4 ივნისს იყო დაგეგმილი PlayStation-ის საპრეზენტაციო შოუ "PS5 - THE FUTURE OF GAMING SHOW" (ქართ. PS5 - გეიმინგის მომავალი) რომელიც COVID-19-ის პანდემიის გამო უნდა გამართულიყო მთლიანად დისტანციურად ონლაინ რეჟიმში YouTube'ზე PlayStation'ის ოფიციალური არხის პირდაპირი ტრანსლაციით მსოფლიოს მაშტაბით სხადასხვა ენებზე, მაგრამ გადაიდო ერთი კვირით ჯორჯ ფლოიდის (George Floyd) პროტესტების გამო.[10][11][12]

11 ივნისს საპრეზენტაციო შოუ "PS5 - THE FUTURE OF GAMING SHOW" გაიმართა როგორც იყო დაგეგმილი, სადაც ძალზედ მაღალ დონეზე შესრულებული ვიდეო ტრანსლაციის მეშვეობით აჩვენეს PS5-ის პირველი ექსკლუზიური და ზოგიერთი მულტიპლატფორმული ვიდეო თამაშების ანონსების რგოლები.[13] მათ შორის იყო პირველად ნაჩვენები Resident Evil Village, HITMAN 3, Pragmata, Oddworld Soulstorm, GhostWire: Tokyo, Deathloop და სხვა მულტიპლატფორმული ვიდეო თამაშების ტრეილერები და შემდეგი "PS" ექსკლუზივების ტრეილერები Marvel's Spider-Man: Miles Morales, Ratchet & Clank: Rift Apart, Gran Turismo 7, Returnal (ვიდეო თამაში), Demon's Souls (გადაკეთებული), Destruction AllStars, Sackboy A Big Adventures და კრიტიკოსების, გეიმერების და ციფრული ხელოვნების მიმდევრების მიერ მრავალ გზის აღიარებული ნიდერლანდური ვიდეო თამაშების დეველოპერული კომპანიის Guerrilla Games-ის ინტერაქტიური კინოს ელემენტების მქონე ვიდეო თამაშის Horizon Zero Dawn-ის გაგრძელება,[14] ერთ-ერთი ყველაზე მოსალოდნელი "Next-Gen" ნამუშევარი Horizon Forbidden West-ი (ანონსი ტრეილერი) რომლის პრემიერა დაგეგმილია 2021 წელს.[15][16][17] "PS5 - გეიმინგის მომავალი" შოუ დასრულდა ყველა PlayStation-ის ფანისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის დიდი სიურპრიზით - პირველად აჩვენეს PS5-ის კონსოლის დიზაინი, რომელმაც აბსოლიტური უმრავლესობა გააოცა და მტკიცე მოწონება დაიმსახურა. ბევრის თქმით ის დაუჯერებლად ფუტურისტულია და აქვს ნამდვილი შემდეგი თაობის (Next-Gen) კონსოლის ვიზუალი. ძირითად კონსოლთან ერთად იქნა ნაჩვენები მისი ციფრული ვერსია "PS5 Digital Edition" და რამოდენიმე აქსესუარი: DualSense™ კონტროლერების დასატენი სტანცია (DualSense™ charging station), PULSE 3D™ უსადენო გარნიტურა (PULSE 3D™ wireless headset), მედია მართვის პულტი (Media remote) და მაღალი გარჩევადობის კამერა (HD camera).[18] შედეგად, Sony-მ კვლავ დაამტკიცა რომ ყველაფრის მიუხედავად არის მოწოდების სიმაღლეზე და აპირებს ახალი "მწვერვალების" დაპყრობას!

12 აგვისტოს YouTube-ზე PlayStation-ის ოფიციალურ არხზე გაიმართა პრემიერა PlayStation-ის პირველი გლობალური სარეკლამო ვიდეორგოლის "PlayStation 5 – Play Has No Limits" (ქართ. PS5 - თამაში საზღვრების გარეშე) რომელშიც ნაჩვენებია შემდეგი თაობის კონსოლის PS5-ის ძირითადი, შთამბეჭდავი მახასიათებლები.[19]

16 სექტემბერს ივნისის YouTube ტრანსლაციის მსგავსად გაიმართა მორიგი ონლაინ პრეზენტაცია "PLAYSTATION 5 SHOWCASE" (ქართ. PlayStation 5-ის ვიტრინა) რომელზე იქნა ნაჩვენები კიდევ ახალი და ადრე ნაჩვენები ვიდეო თამაშების ახალი ტრეილერები და დემოები - პირველად ნაჩვენები: Final Fantasy XVI, Hogwarts Legacy და სხვ. კიდევ იყო ნაჩვენები განახლებული "PlayStation Plus" სერვისის ტრეილერი - "PlayStation Plus Collection - Introduction Trailer | PS5" და ბოლოს პრეზენტაცია დაგვირგვინდა კონსოლის გამოშვების თარიღების (2020 წლის 12 ნოემბერი - ჩრდილოეთ ამერიკა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა და 2020 წლის 19 ნოემბერს - დანარჩენი მსოფლიო) და სასტარტო ფასების (ძირითადი: $499, 499, £449, ¥49,980; ციფრული: $399, 399, £359, ¥39,98) ჩვენებით.[20][21]

7 ოქტომბერს YouTube-ზე PlayStation-ის ოფიციალურ არხზე გამოქვეყნებულ ახალ საინფორმაციო ვიდეოში - "PS5 Teardown: An up-close and personal look at the console hardware" იქნა ნაჩვენები "PS5 (CFI-1000A01)" მოდელის დაშლა და აპარატურის შიდა კომპონენტების ჩვენება.[22]

15 ოქტომბერს YouTube-ზე PlayStation-ის ოფიციალურ არხზე გამოქვეყნებულ მორიგ საინფორმაციო ვიდეოში - "First Look at the PlayStation 5 User Experience" პირველად ვრცლად აჩვენეს PlayStation 5-ს ოპერაციული სისტემის (ოს) მომხმარებლის ინტერფეისი (მი), რამოდენიმე ახალი ფუნქცია და შესაძლებლობა.[23]

აპარატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრალური და გრაფიკული პროცესორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

PlayStation 5 აღჭურვილია სპეც. შეკვეთით 7 ნმ პროცესით დამზადებული, ინტეგრირებული x86-64-AMD Ryzen™ “Zen 2” 8 ბირთვიანი/ 16 ნაკადიანი პროცესორი ცდბ რომელიც მუშაობს ცვალებადი სიხშირით 3.5 გჰც'მდე.[7][24] გრაფიკული პროცესორი გდბ ასევე სპეც. შეკვეთით 7 ნმ პროცესით დამზადებული, ინტეგრირებული, ბლოკია: AMD Radeon™ RDNA 2. მას აქვს 36 გამოთვლითი ერთეული და ფუნქციონირებს ცვალებადი სიხშირით 2.23 გჰც'მდე და შეუძლია გამოიმუშაოს 10.28 ტერაფლოპსი ( TFLOPS).[7][24] გრაფიკულ პროცესორს გდბ აქვს აპარატურით აჩქარებული რეალურ დროში სხივების მიკვლევის " RTX", 8K'მდე გარჩევადობის და HDR'ის როგორც ვიდეო თამაშებში ასევე მენიუს ინტერფეისში მხარდაჭერა.[7][24][25] ორივე დამუშავების ბლოკს აკონტროლებს სპეციალური "ფორსირების სისტემა", რომელიც აერთიანებს კომპანია AMD-ს "SmartShift" ტექნოლოგიას. ის არეგულირებს ამ სისტემების სიხშირეს რომელიც დაფუძნებულია ორივე ჩიპის მიმდინარე აქტივობაზე, რათა მიღწეულთ იქნეს იდეალური: მუდმივი ენერგიის სიმძლავრის მოხმარება და " SoC" მოდელის მოხმარების პროფილს. მაგალითად: თუ ცდბ მუშაობს უფრო დაბალი აქტივობით, მაშინ "ფორსირების სისტემას" შეუძლია შეამციროს მისი სიხშირე და გაზარდოს გდბ სიხშირე რომ გდბ შეძლოს იმუშაოს უფრო მაღალი შესრულებით ენერგიის მოხმარებაზე და გაგრილების ეფექტურობაზე გავლენის მოხდენის გარეშე.[7][24]

გაგრილების სისტემა და კვების ბლოკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსოლის გაგრილების სიტემა შედგება დიდი ზომის 120 მმ დიამეტრის და 45 მმ სისქის ორმხრივი გაგრილების ვენტილატორისგან ღაერის ნაკადის შეყვანისათვის. აგრეთვე გაგრილების პროცესს ხელს უწყობს დიდი ზომის სტანდარტული დიზაინის რადიატორი სითბური მილებით. Sony'ს თქმით მისი ფორმის და ღაერის ნაკადის საშუალებით მიიღწევა იგივე შესრულება რაც აქვს ორთქლის კამერას. SoC'ის გაგრილებას ეხმარება თხევადი მეტალის სითბოს გამტარი რომელიც განლაგებულია SoC'ის და რადიატორს შორის.[26][27][28] PS5'ში ჩაყენებულია 350 ვტ კვების ბლოკი.[26][27][28] Sony'მ PS5'ის კონსოლი ისე შეიმუშავა რომ შეჩერებული გეიმპლეის მდგომარეობაში ის ნაკლებ ელ. ენერგიას მოიხმარდეს ვიდრე PS4.[29]

შიდა და გარე მონაცემების მატარებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

PS5-ის დედაპლატაზე ინტეგრირებულია სპეც. შეკვეთით დამზადებული 825 გიგაბაიტიანი SSD, რომელიც 12-არხიანი ინტერფეისით, 5.5 გბ/წ ნომინალური გამტარუნარიანობით და PCIe 4.0 4 ზოლიანი კავშირით ხასიათდება. მისი მთავარი სიძლერე არის სპეციალურად განკუთვნილი დეკომპრესიის ბლოკი, რომელსაც აქვს "zlib" ბიბლიოთეკის და ახალი "Oodle Kraken" პროტოკოლის შექმნილი RAD Game Tools მიერ მხარდაჭერა და მისი ტიპიური გამტარუნარიანობა არის 8-9 გბ/წამში.[7][24] აღმოჩნდა რომ ატიპიური ბლოკის ზომა არის ოპტიმალური 12-არხიანი ინტერფეისისთვის ვიდრე გავრცელებული 512 გბ და 1 ტბ ბლოკები. მარკ ცერნიმ თქვა, რომ სწრაფი SSD იყო ნომერ პირველი მოთხოვნა ვიდეო თამაშების დეველოპერებისგან. - "არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დიდია SSD-ს მოცულობა ვინაიდან ძირითადი სუსტი წერტილი აქვს დღევანდელი თამაშების არქიტექტურას". ამრიგად, მიზანი არ იყო მხოლოდ PS4-ზე 100-ჯერ უსწრაფესი ყოფილიყო თეორიული ნომინალური სიჩქარე, არამედ შეყვანა/გამოყვანა (I/O) "Bottleneck points" - სუსტი წერტილების აღმოფხვრა მომხდარიყო, რათა შესრულების სამიზნის ეფექტურობისთვის მიგვეღწია. ამ მიზნით, Sony-ს ინჟინერებმა შეიმუშავეს სპეციალური ჩიპი მრავალ კომპონენტიანი თანაპროცესორებით რომლებიც უნისონში იმუშავებენ ფლეშ-მეხსიერების კონტროლერთან, რომ შემცირდეს დაყოვნება და სისტემაში მონაცემების განაწილება მოხდეს უფრო ეფექტურად. პიკისას ჩიპს შეუძლია შეკუმშვადი მონაცემების 22 გბ-მდე წამში დამუშავებას.[7]

ვიდეო თამაშებისთვის განკუთვნილი მყარსხეულიანი საცავი (SSS) გაფართოებადია NVM Express (NVMe) M.2 პორტით, ხოლო დამატებითი HDD-ს მეხსიერების დამატება შესაძლებელია USB-თავსებადი მოწყობილობების საშუალებით.[7][24] ერთად-ერთი პრობლემა იმაშია რომ დღევანდელი პერსონალური კომპიუტერების ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად ჩამორჩება PS5-სას. გარკვეული დრო დასჭირდება PCIe 4.0-ზე დაფუძნებულ SSD-ებს რომ Sony-სთვის საჭირო გამტარუნარიანობით გამოჩდნენ ბაზარზე. PS5-ის სპეციფიკაცია ექვს პრიორიტეტულ დონეს აწვდის დეველოპერებს, ხოლო NVMe–ს მხოლოდ ორს შეიცავს. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის ინსტალაცია სავალდებულოა, მომხმარებელს აქვს საშუალება დეტალურად აკონტროლოს ინსტალაციის მოცულობა მაგალითად: შეუძლია დააინსტალიროს მხოლოდ ერთმოთამაშიანი ნაწილი (Single-player) ანუ სიუჟეტური კამპანია ან პირიკით მხოლოდ მრავალმოთამაშიანი (Multiplayer) ნაწილი. ასევე სიუჟეტური კამპანიის გასვლის შემდგომ წაშალოს იგი და დატოვოს მხოლოდ მრავალმოთამაშიანი თუ სჭირდება.[5] PS5-ის ძირითადი ვერსია აღჭურვილია Ultra HD Blu-ray ოპტიკური დისკების ამძრავი მოწყობილობით რომელსაც აქვს 100 გბ-მდე მოცულობის Blu-ray ოპტიკური დისკების მხარდაჭერა.[24]

დანარჩენი სპეციფიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

PS5-ის კონსოლს აქვს ახალი, უპრეცედენტო აუდიო ტექნოლოგია "Tempest Engine" რომელიც საშუალებას იძლევა არა მარტო 100-ბით ხმის წყაროს თამაშში აღრიცხვას და დამუშავებას აუდიოს გაყვანისთვის არამედ როგორ ხდება აუდიოს წარდგენა საბოლოო მომხმარებლის მოწყობილობისა და პარამეტრების საფუძველზე.[7][24] PS4 ახდენდა მხოლოდ 50 ხმის წყაროს აღრიცხვას. სისტემაში ინტეგრირებულია 16 გბ GDDR6 SDRAM'ი გამტარუნარიანობით 448 გბ/წამში.[7][24] კონსოლს აქვს Bluetooth 5.1-ის და უახლესი IEEE 802.11ax (Wi-Fi 6)-ს მხარდაჭერა.[30]

კონსოლის ძირითადი ვერსიის სისტემური ბლოკის კორპუსი შედგება შავი ფერის შიდა ბლოკისგან, რომლის გვერდებზე ადევს ორი თეთრი ფრთების მაგვარი პანელი და თითოეული ლურჯი LED-ებით არის განათებული. ამ "ფრთების" მოხსნა მფლობელებს შეუძლიათ გარკვეულ შიდა კომპონენტებზე წვდომისთვის, როგორიცაა PCIe 4.0 NVMe SSD მონაცემთა გაფართოების სლოტი, კვების ბლოკი და Blu-ray დისკების ამძრავი მოწყობილობაა.[26][27][28] ასევე გვერდითი პანელების ქვეშ არის ორი "მტვრის შემაკავებელი" ნახვრეტი, რომლებიც მფლობელს აძლევენ შეგროვებული მტვრის უკან ამოქაჩვის საშუალებას.[26][27][28] კონსოლი ოპერირებს როგორც ჰორიზონტალურ ასევე ვერტიკალურ რეჟიმებში სპეციალური დამჭერი ფეხის დახმარებით.[26][27][28] წინა პანელზე განლაგებულია ოპტიკური დისკების ამძრავის შესასვლელი, ერთი USB 2.0 Type A და ერთი USB 3.1 Gen 2 Type C პორტები.[31] ხოლო უკანა პანელზე განლაგებულია ორი USB 3.1 Gen 2 Type A პორტი[32], HDMI 2.1 პორტი (VRR) განახლების ცვლადი სიჩქარის თავსებადი, Gigabit Ethernet და კვების კაბელის პორტი.[33]

SIE-ს პრეზიდენტმა ჯიმ რაიანმა განაცხადა რომ განიხილებოდა "დაბალ ფასიანი და სუსტი სპეციფიკაციების" კონსოლის ვერსია, მაგრამ გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ასეთი კონსოლები ვერ მუშაობენ კარგად და მალე ძველდებიან.[34] კიდევ განაცხადა რომ კონსოლის შავ-თეთრი გადაწყვეტა იქნა შერჩეული სტარტისთვის და დამატებითი ფერები იქნება ხელმისაწვდომი მოგვიანებით.[35]

აქსესუარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

DualSense™ კონტროლერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უახლესი DualSense უსადენო კონტროლერი PlayStation 5-ისთვის გამოვლინდა 2020 წლის 7 აპრილს.[8] DualSense კონტროლერი დაფუძნებულია წინა DualShock კონტროლერებზე, მაგრამ საგრძნობი მოდიფიქაციებით, რომლებიც შემუშავდა ვიდეო თამაშების დიზაინერებთან და მოთამაშეებთან დისკუსიის შედეგად.[8] კონტროლერს "L2" და "R2" ღილაკებზე აქვს ადაპტური "ტრიგერები" ჰაპტიკური უკუკავშირით ხმის ხვიის მექანიზმის მეშვეობით, რომლებსაც შეუძლიათ აუცილებლობის შემთხვევაში შეცვალონ წინააღმდეგობა მოთამაშის მიმართ, რაც ხელს შეუწყობს ისეთ შესაძლებლობებს როგორიცაა ვირტუალურად მშვილდიდან ისრის დაჭიმვა ან განსხვავებები თოფიდან და პისტოლეტის სროლას შორის.[5] DualSense კონტროლერში შენარჩუნებულია წინამორბედ DualShock 4-ის ღილაკების უმეტესი ნაწილი, ხოლო ღილაკს "Share" გადაერქვა სახელი და გახდა "Create" დამატებითი საშუალებებით მოთამაშეებისთვის, რათა შექმნან კონტენტი და გაუზიარონ ერთმანეთს. კონტროლერი ასევე აღჭურვილია ჩაშენებული მიკროფონის სისტემით, რათა მოთამაშეებმა შეძლონ დაუყოვნებლივ ჩაერთონ საუბარში გარნიტურის გარეშეც.[8] კონტროლერს აქვს გაუმჯობესებული დინამიკიც და ვიბრაციის სისტემაც.[5] კონსოლის მსგავსად სასტარტო კონტროლერებიც არის შავ-თეთრი ფერების. მანათობელმა ხაზმა გადაინაცვლა სენსორული პანელის გვერდებზე.[8] ასევე აღჭურვილია USB-C პორტით, აუდიო ჯეკით და უფრო მაღალი დონის აკუმულატორით.[5][36] DualSense კონტროლერი თავსებადია როგორც Windows 10-ის ასევე Android-ის ოპერაციულ სისტემებთან.[37]

დამატებითი აქსესუარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამატებით Sony'მ გამოუშვა შემდეგი აქსესუარები, როგორებიცაა - "DualSense" კონტროლერების დასატენი სტანცია, ახალი "HD კამერა" რომელიც აღჭურვილია ორი 1080p სენსორით სტერეო რეჟიმში და მედია მართვის პულტი. Pulse 3D უსადენო გარნიტურა ინტეგრირებულია "Tempest Engine" 3D აუდიო ტექნოლოგიასთან და აღჭურვილია ხმაურის გამაუქმებელი მიკროფონით.[31] Rock Band პერიფერიული მოწყობილობები მხარდაჭერილია Rock Band 2-დან.[38] PS5 ვიდეო თამაშებში შესაძლებელია გამოყენება არსებული PlayStation Move, PlayStation Camera, PlayStation VR, Aim Controller, ოფიციალურად ლიცენზირებული გარნიტურების და ოფიციალურად ლიცენზირებული - სპეციალური კონტროლერების როგორებიცაა ფრენის ჯოისტიკი და სარბოლო რული.[39]

სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა და სერვისები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროგრამული უზრუნველყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

PS5-ს განახლებული მომხმარებლის ინტერფეისი (UI) დახასიათებულია Sony'ს მიერ როგორც "მისაწვდომი და ინფორმაციული" რომელიც უზრუნველყოფს მეგობრების საქმიანობის რეალურ დროში განახლებას, ხელმისაწვდომ მრავალმოთამაშიან (Multiplayer) აქტივობებსა და ერთმოთამაშიან (Single-player) ანუ სიუჟეტური კამპანიების მისიებს და ჯილდოებს. მარკ ცერნიმ განაცხადა: - "ჩვენ არ გვინდა რომ მოთამაშეს უწევდეს თამაშის ჩატვირთვა და ყურება რა ხდება ამ დროს" ამიტომ ყველა ეს პარამეტრები "ჩანს ( მი)-ში.[3] ამჟამინდელმა PlayStation-ის UX-დიზაინის ვიცე პრეზიდენტმა მეტ მაკლაურინმა დაახასიათა გადაკეთებული მომხმარებლის ინტერფეისი როგორც: - "ძალიან საინტერესო ოპერაციული სისტემის (OS) ევოლუცია" და " PS4-ის ( მი)-ს 100 პროცენტიანი კვლავაწყობა და რამდენიმე ძალიან განსხვავებული ახალი კონცეფციებით".[40] ასევე მეტ მაკლაურინმა თქვა, რომ ( მი) უკიდურესად სწრაფია ახალი და მაგარი ვიზუალური ენით.[41]

Eurogamer-ის სტატიაში ირკვევა რომ მომხმარებლის ინტერფეისი ჩაფიქრებულია რეაგირებადობისათვის, გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობის, სიცხადისა და სიმარტივისთვის.[42] ის რენდერინგდება 4K გარჩევადობით და მაღალ დინამიურ დიაპაზონში (HDR). PlayStation Store აღარ არის დამოუკიდებელი პროგრამა და ახლა სრულად არის ინტეგრირებული საწყისი ეკრანის ( მი)-ში.[43]

PS4-ის ინტერფეისიდან ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება არის კონტროლის ცენტრის შემოღება, ის მყისიერად ირთვება ეკრანის ქვედა მხრიდან "PS" ღილაკის დაჭერით. კონტროლის ცენტრი დაყოფილია ორ ნაწილად. ზედა ნაწილი არის ბარათების რიგი, რომლებიც გთავაზობთ მოქმედებებს, რომლებიც დაფუძნებულია მიმდინარე თამაშზე ან ბოლოდროინდელ ქმედებებზე, როგორიცაა ჯგუფური ჩეთი. თამაშთან დაკავშირებულმა ბარათებმა შეუძლიათ მოთამაშეებს წარუდგინონ გეიმპლეის შესახებ ინფორმაცია, როგორიცაა პროგრესის ანგარიში კონკრეტული მისიების შესრულებისკენ, ან ჩამოთვალონ თამაშის გამოწვევები პირდაპირ მათთან გადახტომის ფუნქციით. PlayStation Plus-ის აბონენტები ნახავენ თამაშის აქტივობის ბარათებს მინიშნებებით, რჩევებით, ეკრანის ანაბეჭდების "სკრინშოტებს", ან ვიდეოებს რომელშიც დეტალურად აღწერილია თუ როგორ უნდა აქტივობის შესრულების. სისტემური დონის ელემენტებს შეუძლიათ მოთამაშეებს წარუდგინონ ისეთი ოპციები როგორიცაა PlayStation Store-ის გაყიდვის ინფორმაცია ან მომხმარებლის მიერ გადაღებული ბოლო ეკრანის ანაბეჭდები "სკრინშოტები" გასაზიარებლად. ეს ფუნქციები ხელმისაწვდომია PS5-ის ვიდეო თამაშებისთვის ან განახლებული PS4-ის ვიდეო თამაშებისთვის. კონტროლის ცენტრის ქვედა ნაწილში განლაგებულია პერსონალურად დასაკონფიგურირებელი ხატულების ჰორიზონტალური რიგი, მათ შორის შეტყობინებები, სტატუსის განახლებები, მეგობრების სიას და სისტემის პარამეტრები.[44]

სერვისები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

PS5-ს აქვს PlayStation Plus, PlayStation Now, YouTube, Twitch (სერვისი), Netflix, Disney+, Spotify, Apple TV, Amazon Prime Video და Crunchyroll სერვისების მხარდაჭერა. მომავალში დაგეგმილია კიდევ სხვადასხვა სერვისის დამატება.[45]

ვიდეო თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თითოეულ PS5-ს კონსოლში წინასწარ არის დაინსტალირებული Astro's Playroom ვიდეო თამაში, რომელიც შექმნილია "DualSense" კონტროლერის ფუნქციონალის სადემონსტრაციოდ.[46]

"GamesIndustry.biz"-სთან ინტერვიუში, ჯიმ რაიანმა განაცხადა: "ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ გვჯერა თაობების. მიგვაჩნია, რომ როცა თქვენ ცდილობთ შექმნათ შემდეგი თაობის კონსოლი ის უნდა მოიცავდეს ისეთ მახასიათებლებსა და უპირატესობებს, რაც წინა თაობას არ ღქონია. და ჩვენი აზრით ადამიანები უნდა ქმნიდნენ ისეთ ნამუშევრებს, რომლებიც მაქსიმალურად გამოიყენებენ ამ უპირატესობებს".[47] Ratchet & Clank: Rift Apart-ი ხაზგასმით აღინიშნა, როგორც შემდეგი თაობის ვიდეო თამაში, რომლის ფუნქციონირება ტექნიკურად შეუძლებელია წინა თაობის აპარატებზე. [48]

2020 წლის 12 სექტემბერს ჯიმ რაიანმა განაცხადა, რომ Spider-Man: Miles Morales, Sackboy: A Big Adventure და Horizon Zero Dawn-ის გაგრძელება Horizon Forbidden West-ი გამოვა PlayStation 4-ზე ადრე დადასტურებული "PS5"-ის ვერსიებთან დამატებით. ასევე რაიანმა თქვა, რომ იმედგაცრუებული არავინ უნდა იყოს, რადგან PS5-ს ვერსიები ისარგებლებენ კონსოლის მოწინავე ფუნქციების ნაკრებით და რომ PS4-ს ვერსიები მოდერნიზდება უფასოდ.[49] Sony მხარს უჭერს ნებისმიერ გამომცემელს, რომელსაც სურს PS4-ს ვიდეო თამაშების გაუმჯობესებული ვერსიების შეთავაზება დამატებითი ღირებულების გარეშე.[50] Electronic Arts-მა დაადასტურა, რომ 2020 წელს გამოშვებული PS4-ს თამაშები, მიიღებენ უფასო მოდერნიზებას PlayStation 5-ის ვერსიამდე.[51] Bungie-მ ასევე თქვა, რომ Destiny 2-ს მოდერნიზება PS5 ვერსიამდე შესაძლებელი იქნება დამატებითი ღირებულების გარეშე,[52] CD Projekt RED-იც შესთავაზებს იგივეს Cyberpunk 2077-ის მფლობელთათვის.[53]

Eurogamer-მა აღნიშნა, რომ Sony-ს სასერთიფიკატო პროგრამა 2020 წლის მაისისთვის მოითხოვდა PS4-ს ვიდეო თამაშებს, რომლებიც წარმოდგენილები არიან სერტიფიკაციისთვის 2020 წლის 13 ივლისის შემდეგ, რომ თავიდანვე იყონ თავსებადი PlayStation 5-თან.[54]

უკუთავსებადობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Sony-ს პლატფორმის დაგეგმვისა და მენეჯმენტის უფროს ვიცე-პრეზიდენტ ჰიდეაკი ნიშინოს სიტყვებზე დაყრდნობით "PS5" ისე არის შემუშავებული რომ იყოს უკუთავსებადი 99 პროცენტზე მეტ (4000+) PS4-ის ვიდეო თამაშებთან და ეს იქნება შესაძლებელი გაშვების დღიდანვე.[39] კონსოლი თავსებადია PlayStation VR-თან.[3] PS5-ის ულტრამაღალსიჩქარიანი SSD-ისა და დამუშავების სიმძლავრეების გაზრდის გამო, ბევრი PS4-ის ვიდეო თამაში მიიღებს ჩატვირთვის გაუმჯობესებულ დროს ან გეიმპლეის სიჩქარეებს "ისე, რომ მათ ისარგებლონ უფრო მაღალი ან უფრო სტაბილური კადრების სიხშირეებით და პოტენციურად უფრო მაღალი გარჩევადობით".[7][55] მომხმარებლებს შეუძლიათ მათი შენახული ვიდეო თამაშების ფაილების სინქრონიზაცია ღრუბლოვანი მეხსიერების საშუალებით ან გადასცენ ისინი USB მეხსიერების მოწყობილობის გამოყენებით, რომ პროგრესი არ დაიკარგოს.[39] უკუთავსებადობის საშუალება შესაძლებელია ნაწილობრივ აპარატურის არქიტექტურის მსგავსების გამო, მაგალითად "დამატებითი ლოგიკა" "RDNA 2" გდბ-ში, რომელიც უზრუნველყოფს PS4-ის GCN-ზე დაფუძნებულ გდბ-სთან თავსებადობას.[3][56]

2020 წლის მარტის პრეს კონფერენციის და შემდგომ Digital Foundry-ისტან ინტერვიუს დროს მარკ ცერნიმ ახსნა რომ ცდბ-ს ტაქტური სიხშირე განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს; მიუხედავად იმისა რომ "Zen 2" ცდბ-ს აქვს ინსტრუქციების ნაკრები (ISA), რომელიც საჭიროა PS4-ის " Jaguar" ცდბ-ს მოსათვინიერებლად, მათი ტაქტური სინქრონიზაციის სიხშირე შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს, სწორედ მაგიტომ Sony მჭიდროდ თანამშრომლობდა AMD-სთან "Zen 2" გდბ-ს შემუშავებისას, რათა უფრო მეტად შეესატყვისებინა მის ტაქტურ სინქრონიზაციის სიხშირეს PS4-ის "Jaguar"-თან.[7] PlayStation 4-ის "Share" მენიუს ჩვენება შეუძლებელია, მაგრამ ღილაკს "Create" შეუძლია ეკრანის ანაბეჭდის გადაღება და შესვლა შექმნის მენიუში.[57]

PlayStation 5-ს არ ექნება უკუთავსებადობა PlayStation 1 (PSone), PlayStation 2 და PlayStation 3-ის ვიდეო თამაშებთან.[58]

მარკეტინგი და გამოშვება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Sony-მ დაგეგმა PlayStation 5-ის გაშვება, რათა ის ხელმისაწვდომი იყოს 2020 წლის ბოლოს სადღესასწაულო გაყიდვებისთვის.[59]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Takashi Mochizuki. (2018-05-23) Sony Says the Next PlayStation Is Three Years Off. Dow Jones & Company. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-13. ციტირების თარიღი: 2019-10-10.
  2. Kana Inagaki ;Leo Lewis ;Lionel Barber. (2018-10-09) Sony commits to successor for PlayStation 4. Nikkei. ციტირების თარიღი: 2019-10-10.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Peter Rubin. (2019-04-16) "Exclusive: What to Expect From Sony's Next-Gen PlayStation". Condé Nast. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-21. ციტირების თარიღი: 2019-10-10.
  4. Ian Sherr. (2019-06-04) "Sony's PlayStation CEO wants a seamless transition to its next-generation console". CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-13. ციტირების თარიღი: 2019-10-10.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Peter Rubin. (2019-10-08) "Exclusive: A Deeper Look at the PlayStation 5". Condé Nast. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-08. ციტირების თარიღი: 2019-10-10.
  6. Sony. "Sony CES 2020 Press Conference". YouTube. ციტირების თარიღი: 2020-1-06.
  7. 7.00 7.01 7.02 7.03 7.04 7.05 7.06 7.07 7.08 7.09 7.10 7.11 Hideaki Nishino. "Unveiling New Details of PlayStation 5: Hardware Technical Specs". PlayStation Blog. ციტირების თარიღი: 2020-3-18.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 Hideaki Nishino. "Introducing DualSense, the New Wireless Game Controller for PlayStation 5". PlayStation Blog. ციტირების თარიღი: 2020-4-07.
  9. Unreal Engine. "Unreal Engine 5 Revealed! Next-Gen Real-Time Demo Running on PlayStation 5". vimeo. ციტირების თარიღი: 2020-5-12.
  10. Powell, Stephen. (2020-5-29) "PlayStation 5: Sony confident coronavirus won't change release plans". BBC. ციტირების თარიღი: 2020-5-29.
  11. Dornbush, Jonathon. (2020-6-01) "Sony Delays PS5 June Reveal Event". IGN. ციტირების თარიღი: 2020-6-01.
  12. Shuhman, Sid. (2020-6-08) "This Thursday, See the Future of Gaming on PS5". PlayStation Blog. ციტირების თარიღი: 2020-6-08.
  13. Sid Shuman. "Today, at 1pm Pacific, See the Future of Gaming on PS5". PlayStation Blog. ციტირების თარიღი: 2020-6-11.
  14. Critics & Players. "HORIZON ZERO DAWN - Critically Acclaimed (REVIEWS)". metacritic. ციტირების თარიღი: 2020.
  15. Daniel Alvarez. "Horizon Forbidden West Is The Most Anticipated PS5 Exclusive". The Gamer. ციტირების თარიღი: 2020-6-21.
  16. Rachel Weber. "Horizon Forbidden West release date, PS5 exclusivity, trailer, and everything we know so far". gamesradar+. ციტირების თარიღი: 2020-10-23.
  17. Nathan P. Gibson. "Horizon Forbidden West Is PS5 Exclusive Most Players Are Excited About". Screen Rant. ციტირების თარიღი: 2020-6-22.
  18. Sid Shuman. "PS5 showcase recap: Everything you need to know". PlayStation Blog. ციტირების თარიღი: 2020-6-11.
  19. Mary Yee. "Presenting PlayStation’s first global ad spot showcasing key immersive features for the PS5 console generation". PlayStation Blog. ციტირების თარიღი: 2020-8-20.
  20. Sony. "PLAYSTATION 5 SHOWCASE". YouTube. ციტირების თარიღი: 2020-9-16.
  21. Jim Ryan. "PlayStation 5 launches in November, starting at $399 for PS5 Digital Edition and $499 for PS5 with Ultra HD Blu-Ray Disc Drive". PlayStation Blog. ციტირების თარიღი: 2020-9-16.
  22. Masayasu Ito. "PS5 Teardown: An inside look at our most transformative console yet". PlayStation Blog. ციტირების თარიღი: 2020-10-07.
  23. Hideaki Nishino. "First look: PlayStation 5’s next-generation user experience". PlayStation Blog. ციტირების თარიღი: 2020-10-15.
  24. 24.0 24.1 24.2 24.3 24.4 24.5 24.6 24.7 24.8 Leadbetter, Richard. (2020-3-18) Inside PlayStation 5: the specs and the tech that deliver Sony's next-gen vision. Eurogamer. ციტირების თარიღი: 2020-3-18.
  25. {{Leadbetter, Richard. (2020-10-16) "Our first look at the PlayStation 5 user interface - and it could be a game-changer". Eurogamer. ციტირების თარიღი: 2020-10-16
  26. 26.0 26.1 26.2 26.3 26.4 Orland, Kyle. (2020-10-07) "The first PlayStation 5 teardown reveals some hardware secrets". Ars Technica. ციტირების თარიღი: 2020-10-10.
  27. 27.0 27.1 27.2 27.3 27.4 Warren, Tom. (2020-10-07) "Sony's PS5 teardown video reveals removable sides, dust catchers, and storage expansion". The Verge. ციტირების თარიღი: 2020-10-10.
  28. 28.0 28.1 28.2 28.3 28.4 Sarkar, Samit. (2020-10-07) "PS5 teardown video offers first look at the console's guts". Polygon. ციტირების თარიღი: 2020-10-10.
  29. Yin-Poole, Wesley. (2019-9-25) "PS5 won't waste as much energy as PS4, Sony says". Eurogamer. ციტირების თარიღი: 2019-10-09
  30. Barker, Sammy. (2020-8-26) "PS5 Uses Bluetooth 5.1, Wi-Fi 6 for Improved Performance". PushSquare. ციტირების თარიღი: 2020-8-27
  31. 31.0 31.1 Warren, Tom. (2020-6-11) "This is the PlayStation 5". The Verge. Vox Media. ციტირების თარიღი: 20207-28.
  32. Saed, Sherif. (2020-10-07) "PS5 teardown confirms Wi-Fi 6 and SuperSpeed USB, unlike Xbox Series X/S’s slower alternatives". VG247. ციტირების თარიღი: 2020-10-07.
  33. Lynn, Lottie. (2020-10-07) "PlayStation 5 console design, including PS5 Digital Edition, ports, and size explained". Eurogamer. ციტირების თარიღი: 2020-10-11.
  34. Robinson, Andy. (2020-9-18) "Series S-style consoles ‘have not had great results’, says PlayStation boss". Video Games Chronicle. ციტირების თარიღი: 202-09-18.
  35. Sherr, Ian. (2020-6-11) "Sony PlayStation CEO says PS5 design is 'bold, daring and future facing'". CNet. ციტირების თარიღი: 2020-6-11.
  36. Gravelle, Cody. (2020-4-08) "Don't Worry, The PlayStation 5 Controller Has An Audio Jack". Screen Rant. ციტირების თარიღი: 2020-4-08.
  37. Austin Evans. "PS5 - Unboxing the DualSense Controller!". YouTube. ციტირების თარიღი: 2020-10-23.
  38. Sarkar, Samit. (2020-10-13) "Rock Band 4 and instrument controllers playable on PS5, Xbox Series X". Polygon. ციტირების თარიღი: 2020-10-17.
  39. 39.0 39.1 39.2 Tomatis, Isabelle. (2020-8-03) "PlayStation 5: Answering your questions on compatible PS4 peripherals & accessories". PlayStation Blog. ციტირების თარიღი: 2020-8-03.
  40. Warren, Tom. (2020-6-15) "Sony promises redesigned PS5 dashboard with ‘no pixel untouched’". The Verge. ციტირების თარიღი: 2020-6-15
  41. Barker, Sammy. (2020-6-15) "PS5's User Interface Is Lightning Fast, A Complete Overhaul of PS4 with Very New Concepts". PushSquare. ციტირების თარიღი: 2020-6-15
  42. Leadbetter, Richard. (2020-10-15) "Our first look at the PlayStation 5 user interface - and it could be a game-changer". Eurogamer. ციტირების თარიღი: 2020-10-16
  43. Diaz, Justin. (2020-10-15) "Why Sony's PS5 UI Is A Masterclass In Design". Android Headlines. ციტირების თარიღი: 2020-10-16
  44. Gartenberg, Chaim. (2020-10-15) "Sony gives in-depth look at PlayStation 5 UI in new video". The Verge. ციტირების თარიღი: 2020-10-15
  45. Phil Rosenberg. "New media experience and top entertainment streaming apps coming to PS5". PlayStation Blog. ციტირების თარიღი: 2020-10-22.
  46. Gartenberg, Chaim. (2020-7-17) "PlayStation 5 pack-in Astro's Playroom is a DualSense controller demo". The Verge. ციტირების თარიღი: 2020-7-17.
  47. Dring, Christopher. (2020-5-29) "Sony to develop PS5 exclusives which will not be playable on PS4". GamesIndustry.biz. ციტირების თარიღი: 2020-5-29.
  48. Ultimate Gamerz. "Ratchet & Clank: Rift Apart PS5 Loading Speed (PS5 SSD is Incredible)". YouTube. ციტირების თარიღი: 2020-8-29.
  49. Park, Gene. (2020-9-17) "PlayStation CEO Jim Ryan says more PlayStation 5 units will be available than PS4s in 2013". Washington Post. ციტირების თარიღი: 2020-10-10.
  50. Sinha, Ravi. (2020-6-17) "PS4 to PS5 Game Upgrades Up to Publisher’s Discretion". GamingBolt. ციტირების თარიღი: 2020-6-17.
  51. Saed, Sherif. (2020-5-06) "EA’s cross-gen games this year will offer free upgrades to PS5 and Xbox Series X". VG247. ციტირების თარიღი: 2020-5-06.
  52. Ramsey, Robert. (2020-6-09) "Destiny 2 on PS5 Is a Free Upgrade, Runs at 60 FPS, Has Cross-Play with PS4". Push Square. ციტირების თარიღი: 2020-6-09.
  53. Phillips. (2020-6-19) "Cyberpunk 2077 PS4 will get a free upgrade for PlayStation 5". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-6-19.
  54. Tom Phillips. "New PS4 games must also run on PlayStation 5 from July, Sony tells devs". Eurogamer. ციტირების თარიღი: 2020-5-29.
  55. Wales, Matt. (2020-3-20) "Sony clarifies "overwhelming majority" of PS4 games will be backward compatible on PS5". Eurogamer. ციტირების თარიღი: 2020-4-08.
  56. Leadbetter, Richard. (2020-4-02) "PlayStation 5 uncovered: the Mark Cerny tech deep dive". Eurogamer. ციტირების თარიღი: 2020-4-03.
  57. Lynn, Lottie. (2020-10-09) "PS5 backwards compatibility list: Which PS4 games will be backwards compatible with PS5". Eurogamer. ციტირების თარიღი: 2020-10-18.
  58. Kite Stenbuck. "Jim Ryan Confirmed PS5 Won’t Have Compatibility With PS3 and Older Games". Silicon Era. ციტირების თარიღი: 2020-9-17.
  59. Ryan, Jim. (2019-10-08) "An Update on Next-Gen: PlayStation 5 Launches Holiday 2020". PlayStation Blog. ციტირების თარიღი: 2020-1-13.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=PlayStation_5&oldid=4008115“-დან