შინაარსზე გადასვლა

პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
1989 წელს გამოცემულმა Nintendo Game Boy-მ საფუძველი ჩაუყარა პორტატიული კონსოლების ბაზარს

პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, პორტატიული სათამაშო კონსოლი, ან უბრალოდ პორტატიული კონსოლი — მცირე ზომის სათამაშო მოწყობილობა, რომელშიც ჩაშენებულია ყველა ის კომპონენტი (ეკრანი, დინამიკი სათამაშო ღილაკები და ა.შ), რომელიც საჭიროა ვიდეო თამაშის ფუნქციონირებისთვის. როგორც წესი, ასეთი ტიპის მოწყობილობა ზომაში გაცილებით მცირეა, ვიდრე სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი და შესაბამისად, სატარებლადაც მარტივია.[1][2]

1976 წელს, კომპანია Mattel-მა წარმოადგინა პირველი პორტატიული ელექტრონული თამაში „Auto Race“.[3] მოგვიანებით, რამდენიმე კომპანიამ, მათ შორის — Coleco და Milton Bradley, შექმნა საკუთარი ელექტრონული თამაშები და მოწყობილობები.[4] პირველი ნამდვილი პორტატიული კონსოლი სახელწოდებით Microvision (ცვლადი სათამაშო კარტრიჯებით) გამოუშვა კომპანია Milton Bradley-მ 1979 წელს.[5]

პორტატიული კონსოლების პუპულარიზაციაში დიდი წვლილი მიუძღვის Nintendo-ს. 1989 წელს კომპანიამ შექმნა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კონსოლი Game Boy,[2] რომლის წყალობითაც იგი დღემდე დომინირებს პორტატიული კონსოლების ბაზარზე.[6][7] 2004 წელს გამოვიდა Nintendo DS, რომელმაც სენსორული მართვის სისტემა და უსადენო ონლაინ თამაშები ფართო აუდიტორიას გააცნო. ის გახდა ყველაზე გაყიდვადი პორტატიული კონსოლი მსოფლიოში 150 მილიონზე მეტი გაიყიდული ასლით.[8]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Li, Frederick W. B. Computer Games. Durham University. წაკითხვის თარიღი 19 დეკემბერი, 2008. p. 4.
  2. Loguidice, Bill; Matt Barton. (15 აგვისტო, 2008) A History of Gaming Platforms: Mattel Intellivision. ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი, 2008.
  3. Demaria, Rusel (2002). High Score! The Illustrated History of Video games. McGraw-Hill, გვ. 31–32. ISBN 978-0-07-222428-3. 
  4. East, Tom. (11 ნოემბერი, 2009) History Of Nintendo: Game Boy. Official Nintendo Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-10. ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი, 2013.
  5. Patsuris, Penelope (7 ივნისი, 2004). „Sony PSP Vs. Nintendo DS“. Forbes. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  6. Hutsko, Joe (25 მარტი, 2000). „88 Million and Counting; Nintendo Remains King of the Handheld Game Players“. The New York Times. ციტირების თარიღი: 12 იანვარი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  7. McFerran, Damien (19 May 2017). „Retrospective: The Awkward Birth of the DS, Nintendo's Most Successful System“. Nintendo Life. ციტირების თარიღი: 14 August 2021.